ფრაზები წიგნიდან, რომელზეც შეიძლება საუკეთესო ქართული მელოდრამა გადაიღონ
ფრაზები წიგნიდან, რომელზეც შეიძლება საუკეთესო ქართული მელოდრამა გადაიღონ
ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი უდაბნოში მიემგზავრება. უცხო, მაგრამ საოცრად მიმზიდველი სამყარო მას ბევრ მოულოდნელობას უმზადებს.
თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია.


გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" ერთ-ერთი გამარჯვებულის, ია კარგარეთელის რომანი - "სხვა უდაბნოს
საიდუმლო"
საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ იტაცებდნენ ქართველ ქალებს აღმოსავლეთში და რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ მათ არა მხოლოდ სილამაზის, არამედ გონებრივი შესაძლებლობების გამოც.

გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ამონარიდს ია კარგარეთელის რომანიდან:

- უცნაური რამ არისო ადამიანის ცხოვრება, - ფიქრობდა იგი. - დაიბადება ადამიანი და შემდეგ მთელი ცხოვრება დაეხეტება უდაბნოდან უდაბნოში, ადამიანისგან ადამიანისკენ... და ვინ იცის, ბოლოს სად ჰპოვებს ნანატრ თავშესაფარს. ან ჰპოვებს კი საერთოდ?.. ნეტავ ადამიანი მრავალ სიცოცხლეს ცოცხლობდეს, თორემ ამ ერთ ხანმოკლე ცხოვრებაში როგორ იპოვის პასუხს ყველა შეკითხვაზე, მის გულს რომ მოსვენებას უკარგავსო.

- მშვენიერებას ეგ თვისება აქვს. ის მრავალს აჯადოებს და მრავალი შენატრის, პატრონი კი მხოლოდ ერთი ჰყავს.

- ყველგან უდაბნოა, მას ვერ გაექცევი. უბრალოდ, ერთგან ის ფიზიკურია, მეორეგან სულიერი. საზოგადოებაში ყოფნის დროსაც ხომ ეუფლება ადამიანს განცდა, თითქოს გაუვალ და ხრიოკ უდაბნოში ჩაიკარგა, სადაც მას ვერავინ ხედავს, სადაც უღმერთოდ მარტოა. ეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე საჰარა ან თეთრი უდაბნო.


- რა ახლოს ყოფილანო, ფიქრობდა, სიცოცხლე და სიკვდილი, თურმე ადამიანის არსებობის განმავლობაში ხელიხელჩაჭიდებულნი დაიარებიან, ადამიანი კი ვერც ამჩნევს.

- არის ძაფები, რომელიც ორ გულს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ ქვეყნის დასალიერშიც გაპოვნინებს დაკარგულ ნახევარს.

- არის სიჩუმე, რომელიც საუბარზე უფრო ტკბილი და ძვირფასია. მას არ სჭირდება ზედმეტი შემკობა, ზედმეტი ალერსი და ფერება, რადგან უკვე მდიდარია ბედნიერების იმ სხივით, თავის შვილებს რომ ჩუქნის.

- ავად ვარ, ფიქრით ვარ ავად. ყველაზე მძიმე დაავადება, ეს ფიქრის გამუდმებული ალიაქოთია, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. ეს უკურნებელი სენია.

- კაცს იოლად მოატყუებ, თუ დააჯერებ, რომ მის მხარეს ხარ. ნუთუ არ იცი? ადამიანი ყველაზე სუსტი მაშინაა, როცა ვიღაც თავდავიწყებით უყვარს.

- ცხოვრება საინტერესო მოულოდნელობებისგან შედგება და ზოგჯერ ეს მოულოდნელობები, რომლებსაც წვრილმანს ვეძახით, ჩვენს ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. მაგიტომ არის ეს ხანმოკლე ცხოვრება საინტერესო...

- სანამ არ დამტოვა, ვერც კი ვხვდებოდი, რაოდენ მარტოსული იყო სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31