#მადლობაერთგულებისთვის - მადლობის საერთაშორისო დღეს "ბიბლუსი" ეხმიანება
#მადლობაერთგულებისთვის - მადლობის საერთაშორისო დღეს "ბიბლუსი" ეხმიანება
11 იანვარი მადლობის გადახდის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით, განსაკუთრებულად კი, კომპანიები და ორგანიზაციები გამოირჩევიან ამ კუთხით. მადლობის საერთაშორისო დღეს საინტერესო კამპანიით გამოეხმაურა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც მთელი ქსელის მასშტაბით სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.

დეტალების შესახებ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი თიკო
ფეიქრიშვილი საუბრობს:

"მადლობის დღე" გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ძალიან ემოციური. "ბიბლუსის" ისტორია 10 წლის წინ ერთი პატარა წიგნის მაღაზიით დაიწყო, დღეს კი, სწორედ ჩვენი ერთგული მკითხველის მხარდაჭერის დამსახურებით, საქართველოს მასშტაბით 57 ფილიალს ითვლის. "ბიბლუსის" სახელით მინდა ყველა ჩვენს მკითხველს დიდი მადლობა გადაგიხადოთ 10-წლიანი მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ჯანსაღი კრიტიკისთვის, რჩევებისთვის, ქომაგობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, მადლობა წიგნის სიყვარულისთვის.

დღეს მოსულ ყველა ჩვენს მომხმარებელს ამ დღის აღსანიშნავად ძალიან ლამაზი წიგნის სანიშნეები გადაეცემათ საჩუქრად. ხოლო პირველ ვიზიტორებს სიმბოლურად გადავცემთ ლიტერატურის სიყვარულთან თემატურად დაკავშირებულ სხვადასხვა წიგნს, მათ შორის, ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენს". ეს წიგნი იმიტომ შევარჩიეთ, რომ განსაკუთრებულად კარგად გადმოსცემს წიგნის ძალას. ღარიბი წრის წარმომადგენელი მარტინ იდენი ცდილობს გაჭირვებიდან თავის დაღწევას თვითგანათლების გზით, რათა ბურჟუაზიული ოჯახის ასულს მოაწონოს თავი, თუმცა სწორედ წიგნიერება ხდება იმის მიზეზი, რომ მთავარ გმირს დროთა განმავლობაში მსოფლმხედველობა ეცვლება და ხვდება, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიმდიდრე სულაც არ არის. მოკლედ, ეს არის წიგნი წიგნის სიყვარულზე, მის დიდ ძალასა და მნიშვნელობაზე.
ასე რომ, დღეს ძალიან ბევრ მკითხველს ველოდებით "ბიბლუსში" იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ წიგნის სიყვარულისთვის."


"ბიბლუსის" პირველი მაღაზია თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე 2008 წელს გაიხსნა. ეს ერთი პატარა ფილიალი საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის ჩამოყალიბების საფუძველი აღმოჩნდა. დღეს "ბიბლუსი" 57 ფილიალს და უამრავ ერთგულ მომხმარებელს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით. კომპანიას მიაჩნია, რომ სწორედ ეს მომხმარებლები არიან მისი ასეთი წარმატების მიზეზი.

რაც შეეხება კამპანიას, იგი მნიშვნელოვანი პრეცედენტია საქართველოში და იმედია, სხვა კომპანიებიც აქტიურად შეუერთდებიან მას.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
16:58 / 30-06-2018
წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
19:54 / 29-06-2018
ბევრი წიგნი და დიდი ფასდაკლება, გრანდიოზული გათამაშება და პრიზები, სასიამოვნო მუსიკა და ბევრი ტკბილეული - სწორედ ასე აღნიშნავს საქართველოშო წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი ,,ბიბლუსი” 57-ე ფილიალის გახსნას.
10:20 / 10-05-2018
2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ საიუბილეო წელია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 23 მაისს 10 წლის ხდება.
14:59 / 30-04-2018
როცა საქმე განსხვავებულ საჩუქარს ეხება, შერჩევის პროცესი ნამდვილად რთულდება. წარმოიდგინეთ, რა რთულია, ერთმა საჩუქარმა თქვას "მადლობა“, „მიყვარხარ“ ან "გილოცავ“ ისე, რომ ადრესატის მოწონებაც დაიმსახუროს და დადებითი ემოციებიც გამოიწვიოს მასში.
10:33 / 04-04-2018
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მარტის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
12:32 / 21-03-2018
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, პოეზიის კვირეულის ფარგლებში, ერთგულ მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს 60-მდე პოეტურ კრებულზე!
11:30 / 19-03-2018

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 მაღაზიას აერთიანებს, მეათე წელია წარმატებით ინარჩუნებს მკითხველთა კეთილგანწყობას, ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს და კომპანიის მთავარ მიზანს - მეტი წიგნი საზოგადოებას.

10:03 / 06-02-2018
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში იანვრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
19:27 / 27-11-2017
ჩვენს საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი კაფეები, რომლებიც გემრიელ კერძებსა და საინტერესო წიგნებს აერთიანებს.
18:59 / 22-11-2017
„შავი პარასკევის“ ტრადიცია სათავეს აშშ-ში იღებს. ამ სახელით აღინიშნება ნოემბრის ბოლო პარასკევი, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31