წიგნის - „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარდგინება – რომანი, რომელიც იდუმალ აღმოსავლეთში გვამოგზაურებს
წიგნის - „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წარდგინება – რომანი, რომელიც იდუმალ აღმოსავლეთში გვამოგზაურებს
“სხვა უდაბნოს საიდუმლო” - გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ლიტერატურული კონკურსის, ”გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული, ჟიურის ერთ-ერთი რჩეული რომანი 9 დეკემბრიდან მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნს ავტორთან, ია კარგარეთელთან ერთად, წარადგენენ მწერალი, ია კარგარეთელის მენტორი გიორგი კეკელიძე და ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი ზაალ ჩხეიძე.

საინტერესოა რომანის სცენარი, რომელიც
ეგვიპტეში ვითარდება. ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ჟიურის უმრავლესობამ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გადაწყვიტა, რომ ეს რომანი ხუთეულში უდავოდ უნდა მოხვედრილიყო.

”ია კარგარეთელის რომანი გამოირჩევა ავტორის მხრიდან სიტყვის ფლობით, წინადადების აგების წესით. მოქმედება ხდება აღმოსავლეთში, თუმცა არც საკუთარი სახელები, არც ადგილმდებარეობის დასახელებები, არც ფრაზეოლოგიური ნიუანსები, არც სცენოგრაფია ტექსტისა არ არის ხელოვნური. ჟიურის უმრავლესობამ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გადავწყვიტეთ, რომ ეს რომანი უდავოდ უნდა მოხვედრილიყო ხუთეულში. ავტორმა გარისკა და ტექსტი თვითონ კი არ დაასრულა, არამედ მკითხველს მისცა საშუალება, როგორც სურს, ისე განავითაროს სიუჟეტი. ეს არა მარტო დამწყებ, არამედ ძალიან გამოცდილ მწერლებსაც კი არ გამოსდით”, - განმარტავს ზაალ ჩხეიძე.

წიგნის გაფორმებაზე მხატვარმა ქეთი მატაბელმა იმუშავა. ქეთის თქმით, რომანმა მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
”მთელი ღამე გატაცებით ვკითხულობდი და დიდი ინტერესი მქონდა, გამეცნო ავტორი. როდესაც წიგნზე მუშაობას ვიწყებ, მას თითქოს მედიტაციურად ვუკავშირდები. იას რომანზეც ასეთი განცდით ვიმუშავე. ბედნიერი ვარ, რომ მასზე მუშაობის პასუხისმგებლობა დამეკისრა”, - თქვა ქეთი მატაბელმა.

მწერალი გიორგი კეკელიძე კი აღნიშნავს, რომ ია კარგარეთელი მისტიკური რეალიზმის მიმართულებით უკვე ჩამოყალიბებული მწერალია.
”იას რომანი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. იგი იმდენად დინამიკურად ჰყვება სიუჟეტს, წიგნის წაკითხვის შემდეგაც მისი გავლენისგან თავის დაღწევა გამიჭირდა. დარწმუნებული ვარ, რომანი მკითხველსაც ძალიან მოეწონება”, - ამბობს კეკელიძე.

წიგნის წარდგინება 9 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციაზე რომანი ფასდაკლებით, 10 ლარად გაიყიდება.

ღონისძიების ბმული


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31