"ღვინის დიდი ენციკლოპედია" სპეციალურ ფასად უკვე ხელმისაწვდომია!
"ღვინის დიდი ენციკლოპედია" სპეციალურ ფასად უკვე ხელმისაწვდომია!
ცოტა ხნის წინ "პალიტრამედიის" მონაწილეობით ჩატარებული ღვინის ფესტივალი დიდ და დაუვიწყარ ზეიმად იქცა. ფესტი­ვალის მსვლელობისას სტარტი აიღო allwine.ge-ს პროექტმა - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" საუკეთესო ღვინის ათეულის გამოსავლენად, სახალხო კონკურსში მთელი საქართველო იყო ჩართული.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არის სასაჩუქრე გამოცემა -
"ღვინის დიდი ენციკლოპედია". ეს წიგნი, მრავალათასიანი ტირაჟით, "პალიტრა L"-მა პირველად 2016 წელს გამოსცა და 2017 წლის სექტემბერში ტირაჟი გაიმეორა. ამჯერად კი, მკითხველის თხოვნით, "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" კიდევ ერთი ტირაჟი 2 ტომად გამოიცა. ორტომეული უკვე ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში და მისი ყიდვა ნებისმიერ მსურველს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.

ამ გამოცემის აუცილებლობასა და სხვა საინტერესო დეტალებზე "პალიტრა L"-ის დირექტორი თინა ასათიანი გვესაუბრება:

- 2016 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა "ღვინის დიდი ენციკლ­ოპედია". ეს გამოცემა წარმოადგენს დიდი და ცნობილი ფრანგული გამომცემლობა "ლა რუსის" პროექტს. "ღვინის დიდი ენციკლ­ოპედია" ევროპის ბაზარზე ძალიან პოპულარულია. ჩვენ კი ქართველ მკითხველსაც მივეცით მისი გაცნობის საშუალება და 2016 წლის ოქტომბერში გამოვეცით.

რაც შეეხება წიგნის შინაარსს, ის პირობ­ითად 2 მთავარ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ ნაწილში ვაზისა­ და ღვინის, მისი შენახვისა და დეგუსტაციის შესახებ მოგითხრობთ. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია ის ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს, როგორც ღვინისა და ვაზის აკვანს, თავისი ადგილი უჭირავს ამ გამოცემაში.

გამოცემიდან 8 თვეში "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" სრული ტირაჟი (3 500 ცალი) გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფასი საკმაოდ მაღალი - 130 ლარია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ახალი ტირაჟი დაგვებეჭდა, რომელიც ახლახან, სექტემბრის თვიდან გახდა ხელმისაწვდომი ბაზარზე და ისევ წარმატებით იყიდება. ამის მიუხედავად, "პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა - მოგვეწყო დიდი ფასდაკლება ან ამისთვის მოგვეფიქრებინა რაღაც ახალი გზა... მომხმარებლის სურვილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცარცირებული ქაღალდი შეგვეცვალა ასევე მაღალი ხარისხის საწიგნე ქაღალდით. რაც მთავარია, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ დავარწმუნეთ ფრანგი გამომცემლები, რომ მოეცათ ჩვენთვის, დამოუკიდებლად, ჩვენ მიერ შერჩეულ სტამბაში დაბეჭდვის უფლება. ამის შემდეგ მოეწყო საერთაშორისო ტენდერი ბეჭდვაზე და აი, შედეგიც! 130-ლარიანი წიგნის მიწოდება ქართველი მკითხველისთვის 47 ლარად მოვახერხეთ! წიგნს შევუცვალეთ დიზაინიც. "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" ახალ გამოცემას, რომელიც მომხმარებელთა­ თხოვნით მოვამზადეთ, მოოქრული გვერდები აქვს.

- საინტერესოა, შეღავათიან­ ფასად თუ არის შესაძლებელი მისი შეძენა?
- სწორედ ხელმისაწვდომობის მიზ­­ნით,­ მომხმარებელს საშუალება მივეცით,­ წიგნის შესაძენად ბიუჯეტი 2 თვეზე გადაენაწილებინა და ამიტომაც წიგნი 2 ნაწილად დავყავით. "ღვინის­ დიდი ენციკლოპედიის" პირველი ტომი 4 დეკემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდა და მისი შეძენა გაზეთის მკითხველს 25 ლარად შეეძლო­. მეორე ტომს კი 1-ლი იანვრიდან მიიღებს მკითხველი და მისი რეალიზაცია "კვირის პალიტრასთან" ერთად ისევ 25 ლარი იქნება.

ვფიქრობთ, მომხმარებლის თხოვნა აბსოლუტურად გავითვალისწინეთ და მათი სურვილი დავაკმაყოფილეთ. "პალიტრა L"-ის ერთგული მკითხველისთვის სასურველი წიგნის - "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" შეძენა უკვე ქვეყნის ყველა წერტილში ხელმისაწვდომი და შესაძლებელია როგორც ფასით, ასევე რაოდენობით.

ეკა სალაღაია
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
11:41 / 16-07-2018
„10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ - ასე ჰქვია პრო­ექტს, რო­მელ­საც "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ონ­ლა­ინმა­ღა­ზი­ა allwine.ge-სთან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს.
11:22 / 21-04-2018
სანამ ერთ შეფუთვა ორცხობილას ბოლომდე შეჭამდეთ ან კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს დაისხამდეთ, დაფიქრდით იმის შესახებ, რომ საკვები მოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
10:42 / 01-02-2018
დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და დაძაბული ცხოვრების რეჟიმის გამო დღის ბოლოს ადამიანთა უმეტესობა განტვირთვის საშუალებებს აქტიურად ეძებს.
10:59 / 27-10-2017
მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ციცქა, ტვიში, ქისი, კრახუნა თუ წინანდალი? ნახევრად ტკბილი წითელი თუ ნახევრად მშრალი თეთრი? ასორტიმენტი მრავალფეროვანია, არჩევანი კი თქვენზეა.
13:04 / 09-10-2017

დღეს აღარავინ დავობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციულია. საოცარია მისი დაყენების წესიც.

14:44 / 24-07-2017
წითელი ღვინო კოსმეტიკური მიზნებისთვის? სერიოზულად? ეს ხომ სრული სიგიჟეა! ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს. აღმოჩნდა, რომ ღვინო მაცოცხლებელი ელექსირია, რომლის გამოყენებითაც კანის გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი.
13:02 / 11-03-2017
შაბათის საღამო საუკეთესო მიზეზია ღვინის დასალევად. გარდა ამისა, ღვინო სამკურნალოცაა.
12:21 / 21-02-2017
კეთილშობილი სასმელები მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საღამოებს გვილამაზებს, ამასთან, საშუალებას გვაძლევს, სხეულის ფორმა შევინარჩუნოთ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა წონაში დასაკლებად.
13:29 / 30-12-2016
კარგი ღვინო, გემრიელ კერძებთან და კარგ კომპანიასთან ერთად, ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.
11:28 / 28-12-2016
ცხელი გლინტვეინი ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რომლის გამოც ზამთარი მიყვარს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31