სტუმარ-მასპინძლობის კონკურსი „სლობოდასგან“ - ცნობილი სახეები საკუთარ რეგიონში გვმასპინძლობენ
სტუმარ-მასპინძლობის კონკურსი „სლობოდასგან“ - ცნობილი სახეები საკუთარ რეგიონში გვმასპინძლობენ
კომპანია ”სლობოდამ” საახალწლო ფუსფუსი დაიწყო და უამრავ გათამაშებასთან, აქციასა და აქტივობასთან ერთად „სტუმარ-მასპინძლობის კონკურსი“ შემოგვთავაზა.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რა არის „სლობოდას“ სტუმარ-მასპინძლობის კონკურსი. როგორც გავარკვიეთ ამ კონკურსის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს ცნობილი ადამიანები სახალისო ვიდეოების საშუალებით გაგვაცნობენ. 5 ყველასათვის საყვარელი სახე საკუთარ კუთხეში გვმასპინძლობს. ეს არის სახალისო კონკურსი,
სადაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი გართობა და საკუთარი კუთხის ტრადიციების წარმოჩენაა. თუმცა გამარჯვებული პრიზის გარეშე არ დარჩება. „სლობოდა“ მის სამზარეულოს წვრილი ტექნიკით გაავსებს, მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს კი 2 ღამით Lopota Lake Resort & Spa უმასპინძლებს.


კონკურსმა სტარტი 4 დეკემბერს აიღო. „სლობოდას“ ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ძალიან სახალისო და საინტერესო ვიდეოები გამოჩნდა. გამარჯვებული „ლაიქების“ რაოდენობით, 30 დეკემბერს, 19:00 საათზე გამოვლინდება. ხმის მიცემა "ფეისბუქის" საშუალებით სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.


სამეგრელო, ნანუკა გულუა - სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, „სლობოდას“ გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის სახე, არაჩვეულებრივი მზარეული და მასპინძელი, რა თქმა უნდა, ზუგდიდში გვეპატიჟება. მეგობრებთან ერთად, ნამდვილ მეგრულ სუფრას გვიშლის.


გებჟალია, ღომი, კუჭმაჭი, შემწვარი წიწილა - ოჯახური გარემო და ენერგიით სავსე ნანუკა გულუა. სუფრის მომზადებამდე, პროდუქტების საყიდლად ბაზარში გასეირნება, სულგუნის შერჩევა, უცნაური ზუგდიდელების ოვაციები და ნანუკა, რომელიც ამ ქალაქში ყოველთვის ბედნიერია. იცოდით, რომ ნანუკა გულუა არაჩვეულებრივად მღერის? თუ არ იცოდით, მოისმინეთ მეგრული სიმღერა მისი შესრულებით.

იხილეთ ვიდეო



ქართლი, ვახო ბიჭიკაშვილი - ნიჭიერი მსახიობი, რომელიც მთელ საქართველოს ძალიან უყვარს. ის ქართლში, გორში გვმასპინძლობს. უფრო სწორად, მას მასპინძლობენ. რა გასაკვირია, რომ ვახოს აქ განსაკუთრებულად დახვდნენ. მეტიც, დამკვრელები დაახვედრეს, ბევრი აცეკვეს და ამღერეს. მსახიობმა მწავდი საკუთარი ხელით შეწვა და თევზიც დაიჭირა. ვახომ და მისმა მეგობრებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ყველაფერი ისე მოემზადებინათ, როგორც მათ კუთხეს და სტუმარ-მასპინძლობას შეეფერება. აქვე მსახიობმა ახალი სალათა მოიფიქრა, მაიონეზ „სლობოდათი“ შეაზავა და მასპინძლებს საავტორო კერძი შესთავაზა.

იხილეთ ვიდეო


აჭარა, სოფო ხალვაში - ცნობილი მომღერალი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბათუმში, რამდენიმე წელი თბილისში ცხოვრობდა. თუმცა მან დიდხანს ვერ გაძლო მშობლიური ქალაქის გარეშე და შვილების გაზრდა სწორედ ბათუმში გადაწყვიტა. სოფოს სახლში ნამდვილი ბათუმური, ქალაქური მასპინძლობა გელით. სოფო საოცარი მზარეული აღმოჩნდა, მოგვიმზადა აჭარული ხაჭაპური, კერძები ზღვის პროდუქტებით, სინორი, ბორანო და ა.შ. მოგვიანებით, სოფოს მეგობარი მომღერლები შემოუერთდნენ. კვარტეტ „ბათუმთან“ ერთად სოფო ხალვაშმა სახლის გარემოში გვიმასპინძლა. ეს იყო თბილი საღამო ღვინით, გიტარით და ბევრი სიმღერით.

იხილეთ ვიდეო


კახეთი, ზაზა კოლელიშვილი -ადამიანი, რომელიც ისე ასოცირდება კახეთთან, როგორც არავინ. მასაც უზომოდ უყვარს კახეთი და კახელებსაც ძალიან უყვართ ზაზა. მსახიობმა და რეჟისორმა წარმოშობოთ იმერელი, მაგრამ გაკახელებული მსახიობის, ვანო იანტბელიძის მარანში გვიმასპინძლა. რა მოხდებოდა მარანში? დაილია კახური ღვინო, შეიჭამა გუდის ყველ და დედას პური, იანტბელიძეების ბუხარში მწვადი შეიწვა. მრავლად იყო ტრადიციული სადღეგრძელოები კახური კილო-კავით და გაჟღერდა საინტერესო ისტორიები კახეთსა და იქაურ სტუმარ-მასპინძლობაზე. გაინტერესებთ მსახიობების თელავური ისტორიები? მაშინ ამ ვიდეოს აუცილებლად უნდა უყუროთ.

იხილეთ ვიდეო


იმერეთი, ნუგზარ რუხაძე - ყველაზე ენერგიული იმერელი კაცი ნუგზარ რუხაძე ზესტაფონში გვეპატიჟება. ჟურნალისტს და ლექტორს ძალიან უყვარს თავისი კუთხე და ადგილობრივები. აუცილებლად უნდა ნახოთ ნუგზარის შეხვედრა მის ბიძაშვილ ომარასთან, რომელთან ერთადაც გაიზარდა და უამრავი ზაფხული გაატარა. იმერეთში ნუგზარს გემრილი და გულიანი იმერული ოჯახი დახვდა, სადაც ჟურნალისტმა ბავშვობის ისტორიები გაიხსენა, შეშის ღუმელზე იმერული უზეთო მჭადი გამოაცხო და ზუსტად ისეთი ნასვრეტი გაუკეთა, როგორც ბებომ ასწავლა. მოამზადა შქმერული და თან დააყოლა, იმერეთში ამას ქათამი ნიორ-წყალში ჰქვიაო. ემოციური შეხვედრა, იმერული სუფრა, სტუმარ-მასპინძლობა და იმერული „ესკიზები“ ნახეთ ნუგზარ რუხაძის ვიდეოში.

იხილეთ ვიდეო


შეგახსენებთ, რომ კონკურსის სახალისო ვიდეოები უკვე დევს „სლობოდას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია.


R
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
11:32 / 08-12-2017
ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია კულინარიული შედევრის შექმნა მაიონეზის გამოყენების გარეშე. ის კერძებს საინტერესო და პიკანტურ გემოს აძლევს. მაგრამ ბევრმა საერთოდ ამოიღო მაიონეზი საკუთარი რაციონიდან, რადგან სოუსი უამრავ კალორიას შეიცავს.
13:34 / 13-04-2017
გსურთ, კარგად გამოიყურებოდეთ? მაშინ იზრუნეთ კანზე! საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოვლილი კანი ქალის სავიზიტო ბარათია. დატენიანება კი მისი მოვლის ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31