მას შემდეგ, რაც მაია ასათიანი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, ეკრანს დაუბრუნდა, მის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება -ზოგი ჩაცმის სტილს უწუნებს, ზოგი - გადაცემის თემებს, ზოგი - ხასიათს და ა. შ.
ფაქტია, რომ ამ ადამიანს "გადარჩენას" არ პატიობენ და ხან ვითომ სიბრალულით და ხანაც მზაკვრული შეცოდებით მაინც ძირს უთხრიან. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ თავად მაიამ დაწერა პოსტი, შემდეგ კი გურამ შეროზიას ბლოგის "ფეისბუქგვერდმა" შეაჩერა ამ საკითხზე ყურადღება:
"ეს კაბა ეთერში მაცვია მესამედ! პირველად - ნუცას გარდაცვალების შემდეგ! მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე, ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები? თავს გადააქნევდით სევდიანი სახეებით და საწყალი, გაგიჟდაო, იტყოდით. მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ, რომ ცოცხალი ვარ! დავიღალე თქვენთან ბრძოლით!" - მაია ასათიანი. გაგრძელება