ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები, რომლებიც ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდება, მსოფლიო ბაზრის დასაპყრობად ემზადება. მანამდე კი ”გემოვან” პროდუქციას ადგილობრივი მომხმარებელი გაეცნობა.

18 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, პირველად ისტორიაში, ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

„ღონისძიების მიზანია ”გემოვანის” ნიშნის წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების
პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული, ნატურალური პროდუქცია და მცირე მარნების ღვინოები”, – აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლიდან იგეგმება ყოველკვირეული ბაზრობის გამართვაც, სადაც ”გემოვანის” ნიშნით გაერთიანებული პროდუქცია გაიყიდება.

გვინდა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და რაც მთავარია, ხელი შევუწყოთ წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას. ”გემოვანის” ქვეშ წარმოებული პროდუქცია არის უნიკალური და მას უნდა გაეცნოს მსოფლიოც. ამიტომ ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ ნომერ პირველი გეგმა არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა”, – აღნიშნა პროექტის ავტორმა.


ამასთან, როგორც ირაკლი ჩავლეშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს. ”გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლობის პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის მოთხოვნადი, ასევე, ძვირად ღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით მიიღონ 15 ტონის ღირებულება”, – აცხადებს ავტორი.

”გემოვანის” ნიშნის პრეზენტაციის და გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია “პური მზეთამზე”.
ღონისძიების მხარდაჭერები არიან: "ვიზარდ ივენთი", მოძრაობა KAR.GE და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.
მედიამხარდაჭერები: "რუსთავი 2", რადიო "ჰოლდინგი ფორტუნა", ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი", "ბიზნესმედია საქართველო", Georgia Today და "ალმა".

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
11:31 / 20-07-2018
გთავაზობთ "ბრაუნის" თურქულ რეცეპტს. 
14:05 / 16-07-2018
არსებობს პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.
15:13 / 13-07-2018
ბევრს ჰგონია, რომ ბადრიჯნის სამშობლო ევროპაა, მაგრამ სინამდვილეში, ის პირველად ინდოეთში, დაახლოებით 2 000 წლის წინ გაჩნდა, შემდეგ კი ჩინეთში „იმოგზაურა“.
11:10 / 29-06-2018
ხშირად მოუცლელობის გამო ხილისა და ბოსტნეულის დროულად ჭამას ვერ ვახერხებთ. დღეს გასწავლით, რა უნდა მოუხერხოთ პროდუქტს, რომლის გადაყრაც ადრეა, ჭამა კი - გვიანი.
11:36 / 16-06-2018
თუ ოდესღაც ბანანები იყიდეთ და დაგავიწყდათ, გაშავებულის ჭამა კი არ გსურთ, ნუ იჩქარებთ გადამწიფებული ბანანის გადაყრას.
11:16 / 27-05-2018
პრიალა მხარე თუ გლუვი? რომელ მხარეს უნდა დავაწყოთ პროდუქტი?
12:25 / 30-04-2018
ყველას აქვს კვებითი მისწრაფება. ხშირად ზოგიერთი ჩვევა შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.
13:18 / 08-03-2018
გთავაზობთ ძალიან სასარგებლო სასმლის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
12:16 / 09-02-2018
ჩვენ გაგიმხელთ საიდუმლოებებს, რომლებიც კერძებს სწრაფად მოგამზადებინებთ.
15:42 / 08-02-2018
ლამაზი შოკოლადის ხვეულები ტორტების და ნამცხვრების მოსართავად იდეალურია. მისი მომზადება ძალიან ადვილია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31