„ბიბლუსი“ ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10-ეულს აქვეყნებს
„ბიბლუსი“ ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10-ეულს აქვეყნებს
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ-ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ”ბიბლუსის” 55 ფილიალში. როგორც „ბიბლუსში“ აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა,
რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ-სამეულში ერთი ქართველის, დანარჩენი ორი კი უცხოელი მწერლის ნაწარმოებები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის, ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ იკავებს, რომელიც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში 2017 წლის იანვარში შემოვიდა და მას შემდეგ მკითხველებში პოპულარობას არ კარგავს. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - „სიყვარულის 40 წესი“ გავიდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ-ხუთეულის უცვლელი წევრია. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - „ნასესხები სიცოცხლე“.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ-ათეულში დიდი წილი შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. ”ბიბლუსი” ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპ-ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა:

1. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“
2. ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“
3. ერიხ მარია რემარკის „ნასესხები სიცოცხლე“
4. რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“
5. კაზუო იშიგურო „არასოდეს გამიშვა“

6. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“
7. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
8. მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“
9. ერიხ მარია რემარკის „სიცოცხლის ნაპერწკალი“
10. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“

ტოპ 10 საბავშვო წიგნი

1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
2. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
3. ჩემი პირველი ბიბლია
4. ვისწავლოთ თვლა, წერა, კითხვა, საათის ცნობა
5. ნამდვილი და მოგონილი ამბები მეორეკლასელთათვის
6. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
7. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის
8. სამახსოვრო დღიური დაბადებიდან 6 წლამდე
9. საბავშვო ენციკლოპედია
10. მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)

რუსუდან შელია





კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
16:58 / 30-06-2018
წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
19:54 / 29-06-2018
ბევრი წიგნი და დიდი ფასდაკლება, გრანდიოზული გათამაშება და პრიზები, სასიამოვნო მუსიკა და ბევრი ტკბილეული - სწორედ ასე აღნიშნავს საქართველოშო წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი ,,ბიბლუსი” 57-ე ფილიალის გახსნას.
10:20 / 10-05-2018
2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ საიუბილეო წელია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 23 მაისს 10 წლის ხდება.
14:59 / 30-04-2018
როცა საქმე განსხვავებულ საჩუქარს ეხება, შერჩევის პროცესი ნამდვილად რთულდება. წარმოიდგინეთ, რა რთულია, ერთმა საჩუქარმა თქვას "მადლობა“, „მიყვარხარ“ ან "გილოცავ“ ისე, რომ ადრესატის მოწონებაც დაიმსახუროს და დადებითი ემოციებიც გამოიწვიოს მასში.
10:33 / 04-04-2018
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მარტის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
12:32 / 21-03-2018
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, პოეზიის კვირეულის ფარგლებში, ერთგულ მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს 60-მდე პოეტურ კრებულზე!
11:30 / 19-03-2018

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 მაღაზიას აერთიანებს, მეათე წელია წარმატებით ინარჩუნებს მკითხველთა კეთილგანწყობას, ერთგულად ემსახურება მომხმარებლებს და კომპანიის მთავარ მიზანს - მეტი წიგნი საზოგადოებას.

10:03 / 06-02-2018
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში იანვრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
12:27 / 11-01-2018
11 იანვარი მადლობის გადახდის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით, განსაკუთრებულად კი, კომპანიები და ორგანიზაციები გამოირჩევიან ამ კუთხით.
19:27 / 27-11-2017
ჩვენს საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ისეთი კაფეები, რომლებიც გემრიელ კერძებსა და საინტერესო წიგნებს აერთიანებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31