ვინ არის და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის შვილი
ვინ არის და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის შვილი
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ლიკა ქავჟარაძე ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე ქართველი კინოვარსკვლავი გახლდათ.

პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.

მსახიობი პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს
გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილიშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...

"თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო", - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

სანდრო თაქთაქიშვილი პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.

რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს. გაგრძელება

იხილეთ: "ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი

კომენტარები (2)
ნანა
ლიკას სიმარტოვე, დეპესია, რომ არ ჰქონოდა, ვფიქრობ არც კალანდაძის ფილმში მიიღებდა მონაწილეობას და არც ლევანს გაჰყვებოდა ცოლად! ქალი, რომელსაც მსოფლიო- მურილიოს, სიქსტეს მადონას უწოდებდა...!
ენი
ლიკა ადამიანი იყო სხვა სამყაროდან ცადაც არ იციან შური, ბოროტება და სიძულვილი..ალბად მიტომ იყო მარტოსული....

მსგავსი სიახლეები
14:05 / 21-05-2018
შვიდი თვე გავიდა, რაც ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე აღარ არის... კინომსახიობი 11 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა.
10:20 / 19-10-2017
ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი.
13:29 / 12-10-2017
რომ შემეძლოს, მივიდოდი ლიკასთან, წყნარად ჩამოვუჯდებოდი საწოლის კიდეზე და მორიდებით ვკითხავდი: რით გატკინეთ ყველაზე მეტად?!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31