სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა
ფოტო
სათავგადასავლო პარკში პირველი მედიატურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო Palitra news-მა, Marao.ge-მ, Ambebi.ge-მ და რადიო „მაესტრომ“. ტურნირში პირველი ადგილი Palitra news-მა აიღო, ხოლო მეორე და მესამე ადგილები Marao.ge-მ და Ambebi.ge-მ დაიკავა!

მედიასაშუალებების წარმომადგენლები 3-3 მონაწილისგან შემდგარი გუნდებით შეეჯიბრნენ ერთმანეთს. პარკის რთული ტრასების გადალახვაში მედიის წარმომადგენლებს ექსტრემალური კლუბი K2-ის დამფუძნებელმა გიორგი კომახიძემ
უხელმძღვანელა.

თოკების ქალაქში გამართული ტურნირის შემდეგ გამარჯვებულებს გადაეცათ თასი და ფასდაკლების ვაუჩერი კორპორატიულ წვეულებაზე X-პარკში. ასევე, ულიმიტო აბონემენტი. შეუდარებელი საღამო გემრიელი ფურშეტითა და ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულდა. იხილეთ ფოტოგალერეა



მამუკა ბურდული, X-პარკის დირექტორი:

პარკის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, მედიის წარმომადგენლები დაგვეპატიჟებინა. თოკების ქალაქის მშენებლობაში კლუბი K2-ი გვეხმარებოდა. ჩვენს პარკში ადამიანს შეუძლია ჯანსაღად დაისვენოს. ადგილი იდეალურია ოჯახებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვებთან ერთად გაატარონ სასიამოვნო დრო. შეუძლიათ მოაწყონ დაბადების დღეები თუ სხვადასხვა საღამო. ჩვენი მთავარი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღ ცხოვრებას. დღევანდელი თაობა მიჯაჭვულია კომპიუტერს, ჩვენი პარკი კი ბავშვებს აზროვნების განვითარებაში ეხმარება“.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის სათავგადასავლო პარკი, გეტყვით, რომ ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. დააღწიეთ თავი ქალაქის რუტინულ ცხოვრებას, გამონაბოლქვსა და ათას ჯანმრთელობისთვის საზიანო სიტუაციას. დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში მოწყობილი ეს საოცარი გარემო კი სრულიად მოგიხსნით დაღლილობას, განიტვირთებით და დაუბრუნდებით ჯანსაღი ცხოვრების წესს.

სათავგადასავლო პარკი, იგივე X-პარკი - ესაა თოკებისაგან შექმნილი თანამედროვე სპორტულ-გასართობი ქალაქი ყველა ასაკის ადამიანისთვის. პარკი წარმოადგენს უმცირეს დეტალებამდე გათვლილ და ეფექტურად ფუნქციონირებად კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული უსაფრთხოება, საიმედო დაზღვევა, გამორჩეული დიზაინი და მკაფიო ლოჯისტიკა.
პარკში წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულისა და დიზაინის 4 ტრასა: ორი მარტივი, ხოლო ორი რთული. მარტივ ტრასებზე 8-8 დაბრკოლებაა, ხოლო რთულზე - 14-14. თოკების ქალაქში სტუმრობა საინტერესოა ყველასთვის, ასაკის მიუხედავად, დაწყებული ბავშვებიდან, ოჯახებითა და ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული.

X-პარკი არის პირველი სრულყოფილი თოკების პარკი საქართველოში, რომელიც 7000 კვ.მ ფართობზე ჭალის ხეებზეა გადაჭიმული და რომლის ტრასების სიმაღლეც 3-დან 6 მეტრს აღწევს. ხოლო დაბრკოლებების რაოდენობა მარტივ ტრასებზე 16, ხოლო რთულ ტრასებზე 28 ცალია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31