"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა მისი სილამაზის ხილვის ბედნიერება. მწერალი დათო ტურაშვილი ლიკასთან პირველ შეხვედრას საოცარი ემოციით იხსენებს. გთავაზობთ მის პოსტს:


" აპრილში ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და ეს შეიძლება ასაკის ბრალი იყო და შეიძლება თბილისური გაზაფხულის – აპრილიდან თბილისის ქუჩებში აყვავებული ნუშის
ისეთი სუნი იდგა ხოლმე, გაკვეთილებზე უბრალოდ ჯდომაც კი ძალიან ძნელი ხდებოდა. თუმცა არ ვიცი, რა ხდებოდა იმ წელს, როცა უკვე აპრილიც იდგა, ნუშიც ყვაოდა თბილისში, სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს, ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისაკენ.
ჩვენს სახლებს მხოლოდ ერთი, ხუთსართულიანი კორპუსი აშორებდა ერთმანეთისგან და როცა ქუჩის კუთხეში შემოვუხვევდი, ლაშა ყოველთვის უკვე იქ იდგა. ზუსტად მახსოვს, რომ ის დღე იყო 23 აპრილი, რადგან წინა საღამოს ლაშა ფხაკაძემ ლენონის ფირფიტა მაჩუქა ლენინის მერამდენეღაც იუბილეს აღსანიშნავად და ეს გახლდათ ჩემი პირველი, ნამდვილი ფირფიტა.

მოკლედ, იმ დილითაც ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კედელთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცებ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებში და გავჩერდი – ჩემ წინ იდგა ლიკა ქავჟარაძე. უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ, სანამ ლაშა ფხაკაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხიც არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ, ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ლაშამ კი იმიტომ მომაკითხა, რომ არასოდეს ვაგვიანებდი ხოლმე და ალბათ, ჩემი იმდილანდელი დაგვიანების მიზეზმა დააინტერესა.
–– რას დამდგარხარ სირივით, – მკითხა ფხაკაძემ ძალიან გაკვირვებული სახით და ჩემი იმწუთიერი მდგომარეობის აღმნიშვნელი ეს სიტყვა მაშინ სულ ახალი შემოსული იყო მასიურ ხმარებაში. ასევე, ეს ის დრო იყო, როცა ცხრამეტი წლის ლიკა ქავჟარაძეს უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ "ნატვრის ხეში" და ეს ფილმი ჩვენც ნანახი გვქონდა.

მაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჟარაძე სადღაც ჩვენ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. განაგრძეთ კითხვა....
კომენტარები (1)
ლილე
ფილმს დაამშვენებდა ესეთი მონაკვეთი,ლიკასავე შესრულებით...არ მეყო კითხვა, კიდევ მინდოდა ...მეც დავპატარავდი,გავხდი მოსწავლე და მსგავსი ემოციები განვიცადე.ოხ ეს ქართველი მსახიობები თურმე როგორ ღრმად აჩნიან ჩვენს სულს ,მიდიან და მიაქვთ ჩვენი ნაწილიც

გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31