ბედნიერებას ფული არ სჭირდება, იცით, რატომ?
ბედნიერებას ფული არ სჭირდება, იცით, რატომ?
თვის ბოლო, ეს ყველაზე უფრო საშინელი პერიოდია მათთვის, ვინც ხელფასს თვისს დასაწყისში იღებს.
მეც მათ რიცხვში ვარ და მაინც მეყო სიბრიყვე და ხელფასამდე დარჩენილი, ბოლო ფული იმ კაბაში გადავიხადე, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ ჩავიცვა, მაგრამ ფასდაკლება იყო და რა მექნა?
ჰოდა, პარასკევ დილით საცოდავად შევხედე ჩემს საბანკო ანგარიშს, უიქენდზე ქალაქიდან ავტოსტოპით გასვლის შანსიც კი არ მქონდა, არადა, თბილისში ისე ცხელა, ეკვადორი მიმიქარავს.

რა გავაკეთო?

ჩემს დას დავურეკე, იმედი მქონდა, თავს შევაცოდებდი და ცოტა ფულს მასესხებდა შაბათ-კვირას ბათუმში წასასვლელად.
გამიბრაზდა, მფლანგველი
ხარო, არ მოგცემ ბათუმისთვის ფულსო, დროა, ჭკვიანურად ხარჯვა ისწავლოო და მსგავსი დედაშვილური მონოლოგები წამიკითხა, არადა, ჩემზე უმცროსია.

- კარგი, ამოვიხუთები შაბათ-კვირას სახლში, თან კონდიციონერიც არ მაქვს - ბოლოჯერ ვცადე მისთვის თავის შეცოდება.
- რატომ უნდა ამოიხუთო?
- აბა, რა ვქნა?
- ევროპარკში წადი!
- არც მაგის ფული არ მაქვს
- ჰოთსეილზე შეხვალ, იყიდი ფასდაკლების ვაუჩერს და 25 ლარად, მთელ დღეს გაატარებ აუზზე, წყალში, მზეზე
- 25 ლარად მარტო გარედან შემახედებენ
- არა, 25 ლარად შეგიძლია ისარგებლო აუზით, ატრაქციონებით, სასრიალო ტოგოპანებით, შეზლონგით და რავი ყველაფრით, პარკინგიც შედის მაგაში.
- არ მყავს მანქანა
- ჰოდა, ატრაქციონებზე გაერთობი
- რა ატრაქციონებზე?
- რა ვიცი, ყველაფერი აქვთ, კამიკაძე, ბუგი-ბუგი, ბოდი სლაიდი, საბავშვო ატრაქციონიც. მართლა არაჩვეულებრივი სიტუაციაა, ბარიც აქვთ.
-წყალი სუფთაა?
- ღადაობ? ბავშვები დამყავს მანდ და ცუდ ადგილას წავიყვანდი? წინასწარ გავარკვიე და მითხრეს, რომ აუზში წყალი იფილტრება 24 საათის განმავლობაში, წყალი გადის მექანიკური და ტექნიკური დამუშავების რამდენიმე საფეხურს. წყალში ქლორის და PH-ის დონე სასმელი წყლის დონეზეა.
- ანუ რომც გადავყლაპო, არა უშავს? კაი, წავალ მანდ.

***



მეორე დღეს აკვა-პარკის შეზლონგზე ვიწექი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ჭკვიანია ჩემი და.

ყველაფერი მართალი მითხრა, წყალი მართლაც საოცრად სუფთა იყო, სიტუაცია პოზიტიური, ყველა ასაკის ადამიანს ვხედავდი ჩემ ირგვლივ, აუზის გარშემო მაშველები „პატრულირებდნენ“.

ატრაქციონებზე ასვლა თავად არ გამირისკავს, მაგრამ სხვების ბედნიერი სახეებით მივხვდი, იქ რაღაც კარგი ხდებოდა.
ჩემ გვერდით მწოლარე თინეიჯერ გოგონას მზისგან გული რომ შეუწუხდა და ევროპარკის მედპუნქტის მოსავლელი რომ გახდა, მივხვდი, მცხუნვარე მზის სხივებს სადმე უნდა დავმალვოდი და შუადღეს აქვე ბარში შევეფარე.


ბარიც ძალიან მომეწონა, კეთილმოწყობილი გახლდათ და გემრიელი სასმელებითა და ღიმილიანი ბარმენით გამიმასპინძლდა.
საოცარი უიქენდი მქონდა, არაჩვეულებრივად განვიტვირთე და ეს ყველაფერი სულ რაღაც 25 ლარად.


სწორედ ევროპარკმა მიმახვედრა, რომ დროის სასიამოვნოდ გატარება სულაც არ არის ძვირი სიამოვნება, მთავარია იცოდე, სად უნდა წახვიდე.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი