"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი - მარიშკა ჯავახაძე მიიჩნევს, რომ ადამიანს ნებისმიერი წიგნის წაკითხვა რაღაც კარგს სძენს.
მაგალითად, თუ ნაწარმოების შინაარსი არაფერს შეგმატებს, სამაგიეროდ - ლექსიკას გაგიმდიდრებს, ტვინს გაგივარჯიშებს, გაგართობს... მარიშკა პირად ბიბლიოთეკას, რომელიც ძირითადად, ინგლისურენოვანი წიგნებისგან შედგება, ძალიან უფრთხილდება და ნელ-ნელა ავსებს...
- წიგნი მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, რადგან ბაბუაჩემის ოჯახში ერთი ოთახიც კი არ გვქონდა ისეთი, რომელშიც წიგნის თარო არ იყო. შესაბამისად, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, თუ როგორ კითხულობდნენ ჩემი ოჯახის წევრები... ახლა არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო. წიგნის კითხვა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.
- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა რა ასაკში დაიწყე?
- პირველი წიგნი - ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები" 6 წლისამ წავიკითხე.
- დამოუკიდებლად შეარჩიე?
- არა, დედამ შემირჩია. ალბათ, წიგნის კითხვა სიამოვნებისთვის 20 წლისამ დავიწყე, მანამდე მოვალეობასავით იყო და რასაც ვკითხულობდი, კარგად აღარ მახსოვდა. ამიტომ ის ნაწარმოებებიც თავიდან გადავიკითხე, რაც ადრე უკვე წაკითხული მქონდა. გაგრძელება