25 ივლისს, ახალ "ბიბლუსი გალერეაში" თეა ინასარიძის სადებიუტო რომანის, "გათხოვილის დღიურის" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის წარდგენას ბევრი ადამიანი დაესწრო. იყო ძალიან სასიამოვნო გარემო, ყავა, შოკოლადები და გამაგრილებელი კოქტეილები...
"გათხოვილის დღიური" ავტორმა 5 წლის წინ, საიტი marao.ge-სთვის დაწერა. ეს გახლდათ ბლოგი, რომელიც ქვეყნდებოდა ეპიზოდურად და ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავდა (წაიკითხეთ ვრცლად).
წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა.
"ჩემს რომანებს შორის, "გათხოვილის დღიური" გამორჩეულად მიყვარს იმიტომაც, რომ სწორედ ამ ნაწარმოებით წარვსდექი პირველად საზოგადოების წინაშე და ისე დაემთხვა, რომ ჩემი პირველი წიგნიც ის აღმოჩნდა... მადლობა პალიტრა L-ს მთელს შემოქმედებით გუნდს იმისთვის, რომ ჩემი ოცნება რეალობად აქციეს. მადლობა ყველას, ვინც წიგნზე იმუშავა. " - ამბობს ავტორი.
ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ თეა ინასარიძეს და ბევრი საინტერესო რომანის შექმნას!
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა