ეს "247 გრადუსი ფარენჰაიტით" გახლავთ. ფილმი, რომელიც ქართულ კინოთეატრებში 8 დეკემბერს დაისტარტება.
მასში მთავარ როლებს მხოლოდ ამერიკელი მსახიობები - სკოტ ტეილორ-კონგტონი, ტრევის ვან-უიკლი და ტაილერ მეინი ასრულებენ. ამბავი ეხება ახალგაზრდებს, რომლებიც ქალაქგარეთ მიდიან დასასვენებლად და აბანოში ჩაიკეტებიან.
ფილმის ბიუჯეტი ორი მილიონი დოლარია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ახალი კინოპროდუქტის შემქმნელები გვაიმედებენ, ფილმს უცხოური კინოგაქირავება ექნება და უკვე ათეულობით ქვეყანასთან არის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მთლიანად საქართველოში გადაღებულ ინგლისურენოვან ფილმს ბევრ ქვეყანაში ნახავენ.
სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მცირე ხნის წინ "რუსთაველში" "247"-ის პრემიერა გაიმართა, თუმცა მას მაყურებელი, როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში იხილავს. ვინაიდან იგივე ჯგუფი აპირებს, ამ ბიზნესს ხელი მყარად მოჰკიდოს და მხოლოდ ინგლისურენოვანი ფილმები აკეთოს უცხოური ბაზრისთვის, პროდიუსერებს ძალიან აინტერესებთ, როგორი გამოხმაურება ექნება ამ ფილმს ჟურნალისტების მხრიდან და ასევე რა აზრის იქნებიან ქართველი მაყურებლები.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)