თბილი ლიმონიანი წყალი – შესანიშნავი საშუალებაა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. ლიმონიანი წყალი ასევე საუკეთესოა წონაში დასაკლებად.
რა რაოდენობის ლიმონის წვენი აიღოთ, თქვენი გადასაწყვეტია. იმის მიხედვით არეგულირეთ, რამდენად იტანთ მჟავიანობას. ან შეგიძლიათ, უბრალოდ, ჩააჭრათ წყალში ლიმონი.
*თუკი წონაში კლება გაქვთ გადაწყვეტილი, ლიმონიანი წყალი ამ პროცესს დააჩქარებს!
*ლიმონი ააქტიურებს საჭმლის მონელებას.
*ლიმონი შველის გაციებას.
*თუკი სპორტით ხართ დაკავებული, ლიმონის წვენი დაგირეგულირებთ წყლის ბალანსს. სვით თბილი ლიმონიანი წყალი ყოველი ვარჯიშის შემდეგ.
*ლიმონი ხელს უშლის კანზე გამონაყარის გაჩენას და საერთოდაც ასუფთავებს მას.
*ლიმონი ცნობილია თავისი თერაპიული თვისებებით – ის ამაღლებს იმუნიტეტს და ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა ინფექციას.
*ლიმონიანი წყალი საოცრებებს ახდენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს.
*კალიუმი (ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს ლიმონი) კვებავს ტვინს და ნერვულ უჯრედებს.
*ლიმონი ხსნის ტკივილსა და ანთებით პროცესს სახსრებში.
*ლიმონიანი წყლის ერთი ჭიქა შეიცავს 25 კალორიაზე ნაკლებს. სამაგიეროდ კი, მდიდარია ვიტამინებით A და C, ასევე, კალციუმით, რკინითა და პექტინით.
*ლიმონიან წყალს ღვიძლიდან გამოაქვს ტოქსინები და შლაკები.
*თბილ ლიმონიან წყალს მთელი ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.
*ლიმონი – შესანიშნავი ანტისეპტიკია. რაიმე გაიჭერით? დაიმუშავეთ ჭრილობა ლიმონის წვენით!
*ლიმონი საუკეთესოა ვირუსების დროს.
*ლიმონი შეიცავს პექტინს, რომელიც საოცრად სასარგებლოა მსხვილი ნაწლავისთვის.
*ლიმონიანი წყალი ორგანიზმში იცავს pH ბალანსს.
*თუ გულძმარვა გაწუხებთ, დალიეთ კონცენტრირებული ლიმონის წვენი. ეს მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებას და ტკივილსაც კი.