თუ ეგვიპტელები ალოეს უკვდავების მცენარეს ეძახდნენ, ამერიკელი ინდიელები - "ციურ ტოტს", რადგან ეს მცენარე მართლაც უნიკალური სამკურნალო თვისებების მატარებელია.
ალბათ, გსმენიათ, რომ ალოეს ფოთლებს დამწვრობასა და იარებზე იდებენ. მაგრამ გსმენიათ, რომ ალოეს მიღება მედიკამენტივით შეგიძლიათ?
ალოე 200-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ კომპონენტს შეიცავს. მათ შორისაა ვიტამინები, ფერმენტები, ამინომჟავები, მინერალური ნივთიერებები... The Journal of Environmental Science and Health-ის კვლევით, ალოე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებებითაა მდიდარი. იცავს იმუნურ სისტემას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს.
მინერალები
ალოე მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, ქრომით, სელენით, ნატრიუმით, რკინით, კალიუმით, სპილენძით და მარგანიუმით. ადამიანის ორგანიზმს ისინი ავსებენ ენერგიით და აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს.
ალოე ვერა შეიცავს ამილაზასა და ლიპაზას ფერმენტებს, რომლებიც გადაამუშავებენ შაქარსა და ცხიმს. აგრეთვე - ბრადიკინაზის მოლეკულებს, რაც ორგანიზმში ანთებით პროცესებს ახშობს.
ვიტამინები
უჩვეულოა, მაგრამ ალოე შეიცავს ვიტამინ "ბე 12"-ს, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად. ეს კარგი ამბავია პირველ რიგში ვეგეტარიანელებისთვის. გარდა ამისა, ალოე მდიდარია: "ა", "ცე", "ე", "ბე 1", "ბე 2", "ბე 3" და "ბე 6" ვიტამინებით.
ამინომჟავები
ალოე მდიდარია 22 ამინომჟავით, საიდანაც 20 ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მასში არის სილიციუმის მჟავა, რომელიც ებრძვის ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებსა და ბაქტერიებს.
სასარგებლო თვისებები
ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს ნაღვლისა და შარდის ბუშტიდან, ღვიძლიდან, მსხვილი ნაწლავიდან. კურნავს წყლულს, შველის სახსრებს; განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ართრიტი აწუხებს.
ქლორგექსიდინის წყალობით, ალოეს წვენის პირის ღრუში გამოვლება მოგაშორებთ კბილის ნადებს.
როგორ მივიღოთ?
უმჯობესია, ამ ჯადოსნური მცენარის წვენი მიიღოთ. გემო უსიამოვნო აქვს, ამიტომ დაუმატეთ იმ წვენებში, რომლებსაც ზოგადად სვამთ. თუმცა არ გადააჭარბოთ, დღეში 50 მლ წვენი სავსებით საკმარისი იქნება.