საოჯახო საქმიანობაში თითოეული ნივთი გამოსადეგია. დღეს თუ არა - ხვალ, ხვალ თუ არა - ერთ კვირაში. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 წლის შემდეგ მაინც.
მსგავსი ნივთების პოვნა შესაძლებელია ნებისმიერ სახლში. და მთავარი ის კი არ არის, როგორ გამოვიყენებთ მათ, მთავარი - მათი არსებობაა. ნუ შეეცდებით უპოვოთ ახსნა, უბრალოდ, დააკვირდით ჩამონათვალს და საკუთარ კოლექციასთან უამრავ მსგავსებას აღმოაჩენთ.
1. ცელოფნის პარკები პარკში. გენიალური ნივთი, რომელიც გვეუბნება: "შენ ზრდასრული ხარ!"
2. პლასტმასის კონტეინერები, რომელთა სახურავები უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
3. ის უკვე 10 წელია აღარ მუშაობს, მაგრამ ინსტრუქციის გადაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!
4. კანფეტების თუნუქის ყუთი, რომელშიც ნემსი და ძაფი ინახება
5. ძველი ტელეფონები დამტენის გარეშე, რომლებიც უკვე აღარც კი ირთვება
6. და დამტენები ტელეფონების გარეშე!
7. ნაძვის ხის დამტვრეული დასადგამი, მათთვის, ვინც სილით სავსე ვედროებს არ იყენებს
8. ძველი ავტოფარეხების, ბინებისა და სარდაფების გასაღებები
9. და საერთოდაც, იდუმალი გასაღებები, რომლებიც არაფერს აღებს!
10. შესაფუთი ქაღალდები ა ლა "წარსული სიმდიდრის ნარჩენები", რომლებითაც საჩუქრებს ერთი წლის წინ ფუთავდით.
11. პარკები, რომლებიც მეტისმეტად ლამაზი, ბრენდული და "ძერსკია", გადასაგდებად რომ გაიმეტო
12. ძველი ვიდეოკასეტები, რომლებსაც ვერასოდეს უყურებთ, რადგან ვიდეომაგნიტოფონი არ გაქვთ
13. ძველი დისკების კოლექცია
14. და ძველი მისალოცი ბარათები... ბევრი მისალოცი ბარათი... მეტი ძველი მისალოცი ბარათი თითოეულ ოჯახს!
15. რეზინები
16. კილომეტრიანი მავთულები
17. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდით...
18. სკოლის პერიოდის საძაგელი სურათები
19. ძველი ტრენაჟორები, რომელთა გადაგდება სირცხვილია, გამოყენება კი გეზარებათ
20. ქილები გამხმარი საღებავით, შპალერის ნარჩენები და რემონტის სხვა "კვალი"
21. ყველასათვის კარგად ნაცნობი "ნესკაფეს" ჭიქა
22. კანფეტები - ძველი, როგორც თვით სამყარო - არ მოგწონთ, მაგრამ გადაყრა გენანებათ
23. ჟურნალები, რომლებსაც ეს-ესაა, 100 წელი შეუსრულდათ
24. ბუმბულის საბანი, რომელიც ბავშვობაში გეფარათ.