ეს უძველესი რეცეპტი აკადემიკოს ვლადიმერ ფილატოვს ეკუთვნის. სასურველია მათთვის, ვისაც მხედველობის გაუმჯობესება სურს.
დაგჭირდებათ:
- 100 გრამი ალოეს წვენი,
- 500 გრამი ნიგოზი,
- 300 გრამი თაფლი
- 3-4 ცალი ლიმონის წვენი.
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და მიიღეთ სამჯერ დღეში 1 დესერტოს კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სხვათა შორის, მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტი ორგანიზმსაც გაგიძლიერებთ.
ახლა რაც შეეხება ალოეს მომზადებას: იგი არ უნდა იყოს სამ წელზე ახალგაზრდა. აარჩიეთ მსხვილი, წვნიანი ტოტები. გარეცხეთ ცხელი წყლით და მაცივარში გააჩერეთ 10-12 დღე.
ალოეს მიღება დაუშვებელია, მათთვის, ვისაც აწუხებს: თირკმელები, კუჭ-ნაწლავის სისტემა; ქალებისთვის, რომელთა სასქესო ორგანოში მიმდინარეობს ანთებითი პროცესები, ფეხმძიმობის ბოლო თვეებზეა, ტუბერკლოზისა და ბუასილის დროს.