მარტო ყავაში შაქრის ჩაყრას არ ვგულისხმობთ. უარი უნდა თქვათ შაქრის შემცველ პროდუქტებზეც: გაზიანი სასმელებსა და საკონდიტრო ნაწარმზე.
გახდებით ჯანმრთელი და ენერგიული
ალბათ იცით, რომ შაქარი გლუკოზის წყაროა, რაც ორგანიზმს ენერგიის აღდგენა-გამომუშავებაში ეხმარება. სისხლში დაბალი შაქრის დროს ადამიანი მოთენთილი, უსიცოცხლო ხდება და შეიძლება გონებაც კი დაკარგოს. ასევე საშიშია სისხლში მომატებული შაქარი, რაც ტკბილეულის მოყვარულებს აღენიშნებათ. გარდა ამისა, შაქრის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს.
დაგირეგულირდებათ წონა
როგორც კი შაქარს შეამცირებთ, ორგანიზმი წონაში დაკლებას დაიწყებს. საქმე მარტო იმაში არაა, რომ შაქარი მაღალკალორიული პროდუქტია. უბრალოდ, იგი ისეთი პროდუქტების (ფასტფუდი, საკონდიტრო ნაწარმი, რძის დესერტები და ა.შ.) მთავარი ინგრედიენტია, რომლებიც გასუქებას იწვევს. უარი თქვით ტკბილეულზე და ნახავთ, როგორ იცვლება თქვენი სხეულის ფორმები.
გაგიუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება
შაქრის შემცველი ღვეზელებისა და ტორტების გამო კუჭ-ნაწლავის სისტება წესიერად მუშაობას ვერ ახერხებს. როგორც კი შაქარზე უარს იტყვით და გამორიცხავთ რაციონიდან ყველა იმ მავნე საკვებს, რომელიც შაქარს შეიცავს, თქვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა შვეიცარიული საათივით დაიწყებს მუშაობს.
აღარ მოგინდებათ ტკბილეულის ჭამა
შაქარზე დამოკიდებულება არაფრით ჩამოუვარდება ნარკოტიკზე დამოკიდებულებას. თუ ერთხელ შეჭამთ კანფეტს და სიამოვნებას იგრძნობთ, კანფეტის ჭამის მოთხოვნილება მანიად გადაიქცევა. სცადეთ, ერთი დღით უარი თქვით კანფეტებზე და ნახავთ, რომ ცოტა ხანში საერთოდ გაგიქრებათ ტკბილეულის ჭამის სურვილი.
პროდუქტების ნამდვილ გემოს შეიგრძნობთ
თუ ჩაის მოყვარული ხართ და ძვირად ღირებულ სახეობებს ანიჭებთ უპირატესეობას, მის ნამდვილ გემოს ვერასდროს გაიგებთ, თუ ფინჯანში ერთ ჩაის კოვზ შაქარს მაინც ჩაიყრით. ასევეა, სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც.
თავდაპირველად შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ცოტა ხანში წარსულ "ტკბილ ცხოვრებას" საშიში სიზმარივით გაიხსენებთ.
ასევე იხილეთ:
კვების მავნე ჩვევები, რომლებიც გვაბერებენ