შენ საკმარისი არ ხარ. თავი 11. მხურვალე სხეულები
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 11. მხურვალე სხეულები
1 / 2
Next
შინ რეზის მანქანით წავედით, თუმცა გზად სუპერმარკეტთან შევჩერდით, რათა ლუდი, წვენი, თხილი, ჩიფსები და მსგავსი თავშესაქცევი გვეყიდა. ელენემ რაღაც ჟურნალიც დაითრია, თუმცა კითხვა, თუ რისთვის უნდოდა ის, უპასუხოდ დატოვა. სახლში მისვლისას უკვე კარგად შეღამებულიყო და შინ შევედით. ბიჭებმა საკვები სამზარეულოში გაიტანეს, მე კი ელენე, როგორც იქნა, დავიმარტოხელე.

- ჰა, აბა, აღარ იტყვი, რად გინდა ეს ჟურნალი?
- რას გადამეკიდე, არ შეიძლება, რომ ჟურნალი ვიყიდო? - თქვა აშკარად ჩემით შეწუხებულმა.
- ნწ... არ შეიძლება. - თავი გავაქნიე და ხელიდან მისი
წაგლეჯვა მოვსინჯე, თუმცა ელენე ჩემზე სხარტი აღმოჩნდა და წამის მეასედში სავარძლის სხვა მხარეს გადახტა. - კარგი რა, ცხოვრებაში ჟურნალი არ წაგიკითხავს, ახლა რად გინდა?
- მგონი, გამომიქვეყნეს...
- ჰა? რა გამოგიქვეყნეს?
- დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ჩანახატი გავგზავნე, მიმოწერას ვაწარმოებდი რედაქციასთან, დღეს კი უკვე უნდა დაბეჭდილიყო.
- შენ სულ გაგიჟდი? რა მაგარია. დროზე გადაშალე და ნახე...
- არ შემიძლია, სული მეხუთება.
- ნუ ხარ იდიოტი, მომეცი აქ.
- არა, დაიცადე, ვნახავ მე თვითონ.
მან ჟურნალი გადაშალა. გაცისკროვნებულ მზერაზე მივხვდი, რომ ის იპოვა, რაც სურდა, მაგრამ სულ რაღაც ხუთიოდე წუთში მისმა გამომეტყველებამ უარესობისკენ დაიწყო ცვლილება და ვერაფრით ვიგებდი, ამას რა იწვევდა. საშინლად გაბრაზებული, იმედგაცრუებული და ნაწყენი ჩანდა.
- ელენე, აღარ იტყვი, რა მოხდა?
- ფუ, მე თქვენი დედა ვატირე!
- რაა? რა ხდებაა?? - წამოვიყვირე დაინტერესებულმა, როდესაც ბიჭები გამოვიდნენ და მაგიდაზე სასმელების დადგმა დაიწყეს.
- რა მოხდა, ელენე? - ჩაეკითხა რეზი.
ამ დროს შემთხვევით თორნიკეს მზერას გადავაწყდი, რომელმაც ეშმაკურად ჩამიკრა თვალი. ვბრაზობდი, ასე რომ ართობდა ჩემი დაბნეულობა - დაბნეულობა, რომლის მიზეზიც თავად იყო!
- როგორც იქნა, რაღაც დამიბეჭდეს და ისიც სრულიად არასწორად... უნამუსოები! - ეს თქვა და ჟურნალი, რომელიც ხელში ეჭირა, მოისროლა. რეზი მივიდა, ხელში აიღო, გადაიკითხა და თავის გაქნევით ჩაიდუდღუნა რაღაც, რაც ვერავინ გაიგო. შემდეგ კი ხმამაღლა იკითხა. - დარწმუნებული ხარ, რომ დაარედაქტირეს?
- რეზი, მეხუმრები? ჩემი ჩანახატი ზეპირად ვიცი თავისი სასვენი ნიშნებით. სიტყვების წყობა ისეა შეცვლილი, რომ იდეა, რომელსაც შინაარსი გადმოსცემდა, დაიკარგა. არა, ეს რა უმსგავსობაა?! - ელენე წამოხტა და აღშფოთებული დაიარებოდა აქეთ-იქით.

- კარგი, ასე ძალიან ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი. - ეს ვთქვი და თან მზერას რეზის ვერ ვაშორებდი, რომელიც სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში და სასუმრო ოთახიდან სამზარეულოში შეშლილივით დარბოდა და სასუსნავები გაჰქონდ-გამოჰქონდა.
- როგორ უნდა დავმშვიდდე მაშინ, როდესაც არაფერი დატოვეს იმისგან, რაც გავგზავნე? ასეთ გამოქვეყნებულ ნაშრომს აზრი აქვს საერთოდ?
- არ აქვს, მართალი ხარ.
- მადლობა, რეზი, დამშვიდებისთვის - შეუბღვირა ელენემ.
- აბა, რას ელოდი? ხო იცი, ჩვენთან ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ ის არის სწორი და გამართული, რასაც მისი ხელი შეეხება. ჰოდა, შენი ნაშრომიც ამიტომ შეალამაზეს. - ეს თქვა, ლუდის ბოთლი გახსნა, თორნიკეს გვერდით რბილად მოკალათდა დივანზე და ტელევიზორი ჩართო.
- ხელოვნება ხომ არის თავისუფლება? - განაგრძობდა ელენე ოთახში სიარულს და ჩვენთან ხმამაღლა საუბარს - ეს არის თვითგამოხატვის იდეალური საშუალება და მე თუ მინდა, ერთ წინადადებაში ორ დროს გამოვიყენებ: აწმყოშიც ვისაუბრებ და წარსულშიც. არავის აქვს უფლება, თქვას, რომ ეს შეცდომაა, რადგან ხელოვნებაში არ არსებობს შეცდომა: არც გრამატიკული
( გაუმართავ, ჩამოუყალიბებელ წინადადებებს არ ვგულისხმობ, აქ უფრო მეტად ტავტოლოგიაა ნაგულისხმევი, რომელსაც მე ასე ხშირად ვიყენებ), არც მორფოლოგიური და არც აზრობრივი.
იმიტომ, რომ ხელოვნება მე ვარ.
ხელოვნება შენ ხარ.
შენივე შეცდომებით!
- მე ნამდვილად არ ვარ ხელოვნება... - თქვა რეზიმ და ბავშვურად ჩაიცინა.
- რეზი! - იღრიალა ელენემ.
- რა გაყვირებს, დამშვიდდი და დაჯექი მანდ. - ელენეც დაემორჩილა. - ძალიან ბევრს ფილოსოფოსობ და ცოდო ხარ.
- რატომ?
- ყველაფერში გონების ჩართვა არ შეიძლება და იმიტომ. რისთვის გინდა, რომ გამოგიქვეყნონ ის, რასაც წერ? - რეზი ასეთი სერიოზული პირველად ვნახე.
- იმისთვის, რომ რომელიმე ცნობილი ადამიანის ყურადღება მიიქციოს...
- ეს პატარა ჩანახატი გგონია, რომ ყურადღებას მიიქცევს?
- იმედი მქონდა.
- ელენე, შენ რაღაც უფრო დიდი, რაღაც უფრო მასშტაბური გჭირდება...
- რას გულისხმობ?
- წიგნი უნდა დაწერო... რომანი ან რავი, რაც გაგისწორდება.
- რატომ? ან რა თემაზე უნდა დაწეროს? - წამოვიყვირე უცებ. რეზიმ კი თვალები აატრიალა.
- ამ ჩანახატის ორიგინალი ვერსია გაქვს? - იკითხა თორნიკემ და ჟურნალზე მიუთითა, რომელიც ხელში ეჭირა.
- კი, ახლავე... - ეს თქვა, ტელეფონში ელექტრონული ვერსია გახსნა, რომელიც თორნიკეს მიაჩეჩა ხელში, შემდეგ კი კვლავ ჩვენ მოგვიბრუნდა. - ჰო, რეზი, რას ამბობდი?
- წიგნი უნდა დაწერო, ელენე, წიგნი! თან ჩვენზე უნდა წერო - ეს თქვა და ხელები მრავალმნიშვნელოვნად გაშალა.
- ჩვენზე...? და ეს იმაზე საინტერესო თემაა, ვიდრე ის ჩანახატი, რომელიც დამიმახინჯეს? - იკითხა ელენემ.
- ჩვენზე, არა? ეს მკითხველისთვის საინტერესო იქნება? და როდის მერეა ჩვენი ცხოვრება სხვებისთვის საინტერესო? - ვიკითხე გაოცებით.

- ჩვენი ცხოვრება მათ ცხოვრებას ჰგავს, ჩვენი ტკივილი მათთვის ნაცნობია და ჩათვლიან, რომ ეს რომანიც მათზეა მორგებული. აი, ეს კი ყოველთვის საინტერესოა. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც რაღაცაში საკუთარ ნაწილს პოულობენ და სწორედ ამიტომ შენს სხეულში მათი ნაწილი უნდა ჩადო. რთულია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზაა. - ელენეს ისეთი სახე ჰქონდა, ვერ გაიგებდით, ეთანხმებოდა თუ არა მის მოსაზრებას. - მოკლედ რომ გითხრა, ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის უნდა გააკეთო. ყურადღებით უნდა მოუსმინო მათ დიალოგებს, მოსაზრებებს... ვინმე გასაჭირში თუ იქნება, აღსარების ჩამბარებელიც უნდა გახდე, რაც სხვებს იმას აფიქრებინებს, რომ უბრალოდ კარგი მსმენელი ხარ, სინამდვილეში კი შენ ქურდბაცაცობას მიჰყოფ ხელს.

- ეს რას ნიშნავს? - იკითხა ელენემ.
- მოიპარავ მათ სიტყვებს, აზრებს, შეხედულებებს და ამ ყველაფერს შენ სასიკეთოდ გამოიყენებ. მათი ცხოვრება უნდა მოიპარო... უფრო სწორად, ცხოვრებისეული ისტორიები.
- სხვათა შორის, რეზის სიტყვები აზრს მოკლებული სულაც არ არის - გამოვეპასუხე მე.
- როდის იყო, რომ რაიმე აზრს მოკლებულს ვამბობდი? - მან წარბი ამიწია და ღიმილით თვალი ჩამიკრა. - ამით რისი მიღწევა გსურს? - მოულოდნელად ჰკითხა ელენეს.
- რას გულისხმობ? - გამოეპასუხა ელი.
- ცდილობ, დაგიბეჭდონ ნაშრომი და ბოლომდე თუ მაინც გაქვს გააზრებული, ეს რატომ გინდა?
- როგორც უკვე გითხარი, მსურს, რომ ვიღაცამ შემამჩნიოს, ჩემი პიროვნებით დაინტერესდეს. ჩანახატებს ისე ვწერ, თითქოს ფილმის სცენარი იყოს, რადგან საბოლოო მიზანი მაინც მასზე ფილმის შექმნაა. მე ამ ნაწარმოების ეკრანზე გაცოცხლება მსურს, თუმცა ჯერ მასალა უნდა შევქმნა.
- ამ ქვეყანაში რომ ცნობილი სახე გახდე, უნდა გაიხადო, საქვეყნოდ იბოზო ან საჯაროდ უნდა შეადარო თავი ანჯელინა ჯოლისა თუ მონიკა ბელუჩის. რომელიმესთვის მზად ხარ? - ძალიან სერიოზული ტონით იკითხა რეზიმ.

- ნუ სულელობ რა.... ვერაფრით ვხვდები, წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ უნდა მივაღწიო, რომ საქართველოში დავიბადე? არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ რით სჯობია ნიკოლას სპარქსის ნაწარმოებები ჩემსას? სულაც არ მგონია, რომ იმაზე საინტერესოდ წერს, ვიდრე მე. აი, რაც შეეხება კინოს, აქ ყველაფერი რთულად არის... მე გაი რიჩივით მაგარი არ ვარ და ვერც უმაგრეს ეფექტებს შევქმნი... ჯერჯერობით. არც ქრისტოფერ ნოლანივით შეუდარებელი ნიჭით ვარ დაჯილდოებული, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი გამომივა. უფრო სწორად, ასე მჯეროდა, სანამ დღევანდელ იდიოტურ სიტუაციაში არ ამოვყოფდი თავს..

წიგნის დაწერა მართლა საინტერესო იდეაა, მაგრამ იმაზე მეტი რამის გათვლა მომიწევს, ვიდრე ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე. მე კი გათვლების გაკეთება არ მიყვარს!
- მართლაც შესანიშნავია! - როგორც იქნა, დაგვიბრუნდა თორნიკე და მობილური ელენეს მიაწოდა.. - უბრალოდ..
- უბრალოდ? რა უბრალოდ? - იკითხა ელენემ და ჩვენ ყველანი თორნიკეს მივაშტერდით.
- უბრალოდ ის, რომ რეზი მართალია... ტაქტიკის შეცვლაზე არ გიფიქრია?
- რას გულისხმობ?
- ჰო, რას გულისხმობ? - ელენესთან ერთად მეც მოუთმენლად ვიკითხე, რაზეც თორნიკემ ეშმაკურად ჩაიღიმა. ამ ღიმილს მგონი მხოლოდ მე ვამჩნევდი.
- ორიგინალი ბევრად სჯობს იმას, რაც გამოაქვეყნეს, მაგრამ რეალობა რეალობაა. ფაქტია, რომ შენი ნაწარმოები ისეთ ჩანახატად აქციეს, როგორიც მასიური მკითხველისთვის იქნებოდა უფრო მეტად აღქმადი, გასაგები და შეიძლება ითქვას, მისაღებიც კი.
- და...? პრობლემა რაში მდგომარეობს?

- პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავისთვის წერ, საკუთარ სულის გამოძახილზე...
- სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
- ჰოდა, უნდა წარმოიდგინო. სხვებისთვის უნდა წერო...
- თორნიკე, წერისას სხვებზე თუ ვიფიქრე, მაშინ ეგ რა ხელოვნებაა? ის ხომ სრული სიყალბე გამოვა...
- და ვინ გითხრა, რომ ხალხს ხელოვნება სურს? ჰო გინდა რომ ცნობილი გახდე და დაგაფასონ? ჰო გინდა წიგნი მხოლოდ იმიტომ იყიდონ, რომ მასზე შენი გვარი წერია? ჰოდა, სხვებისთვის უნდა წერო. საწყის ეტაპზე მაინც... აი მერე, როდესაც მკითხველი გეყოლება, უკვე იმაზე დაწერ, რაზეც მოგესურვება.
- ჰო, მაგრამ ამ აუდიტორიას აღარ დააინტერესებს ის, რასაც დავწერ....
- იმ დროისთვის უკვე ცნობილი იქნები და იმ მიზეზით მაინც წაიკითხავენ, რომ მიწასთან გაგასწორონ... სხვებიც დაინტერესდებიან, თუ რატომ იკიცხება ასე საშინლად ნაწარმოები და მხოლოდ ამის გამო მიაქცევენ მას ყურადღებას. აი, მაშინ კი შენი ნამდვილი აუდიტორიაც აღმოგაჩენს.
- ოჰაა, ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი გეგმაა. - ვთქვი აღტაცებით, თუმცა ელენე ჩემს ემოციას არ იზიარებდა.
- არა, ასე არაფერი გამოვა... თქვენ მთხოვთ, რომ ზედმეტად ვეცადო და ეს არ არის სწორი. მე ისტორიას ჯერ ჩემთვის ვქმნი და მერე სხვებისთვის, სხვათა შეფასებებისთვის. თქვენ კი მთხოვთ ჯერ შეფასებებზე ვიფიქრო და ამის საფუძველზე შევქმნა რამე? რა უბედურებაა?! - აღმოხდა ელენეს იმედგაცრუებით - ჯანდაბა! ნუთუ ზღაპრებსა და სხვა განზომილებებს მართლა იმიტომ ქმნიდნენ, რომ ჩვენი სამყარო ზედმეტად მოსაწყენი, უფერული, უსამართლო და უინტერესოა? - დანანებით ჩაიქნია ხელი და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- ალბათ, ეს მაშინ ხდება, როდესაც გარკვეული დაბრკოლებების გამო რეალურ ცხოვრებაში ვერ ახდენ რეალიზებას... სწორედ ამის გამო წყვეტ, რომ საკუთარ თავში გააცოცხლო ყველაფერი. - უპასუხა თორნიკემ.
- გონებაში ახალი სამყაროს შექმნა ყოველთვის შეგიძლია, მთავარია, ახალი სამყაროს გამო რეალურ გარემოს არ მოსწყდე. - ჩაერია რეზიც.
რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. შემდეგ ელენემ განაცხადა, რომ სახლში წასვლას აპირებდა, რასაც ყველა შევეწინააღმდეგეთ, რადგან გვსურდა, ერთად გაგვეტარებინა საღამო, თუმცა მას ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებდა და ბოლოს, როგორც იქნა, თავისი გაიტანა. ვფიქრობდი, რომ იმ ღამეს რეზისთან გავატარებდით, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ ოდნავ დამაბნია. ელენეს გასაცილებლად ყველანი წამოვდექით. მოულოდნელად, რეზი მას კარებთან გადაეღობა და გასვლის საშუალება არ მისცა.
- მართლა, დარჩი რა..
- რეზი, არ ვარ ხასიათზე.

- კარგი ერთი. - გამოაჯავრა მან. - სახლში მარტო რა გინდა, მოიწყენ.
- რეზი, ადამიანებს ზოგჯერ მარტოობა უნდათ. ადამიანებს ზოგჯერ საკუთარ თავთან დარჩენა, სიტუაციის გაანალიზება და სხვა არსებების გაშიფვრა სურთ. მეგობარო, ადამიანები შენნაირი უინტერესოები არ არიან. - ეს თქვა და მხარზე ხელი ხუმრობით მიჰკრა.
- ოხ, გაიღვიძა მძინარე ვეფხვმა!
- რეზი, გცემ!
- მცემ არა, იხვის ტოლმა...
- იხვის ტოლმა არ არსებობს. - რამდენიმე წამით შეჩერდა ელენეც და რეზის მიაჩერდა, რომელმაც ასეთი რამ უთხრა.
- ჰოდა, აი, ძაღლის თავიც აქ მარხია, ჩემო ელენე... ამქვეყნად არც იხვის ტოლმა არსებობს და არც იმის შესაძლებლობა, რომ შენ მე მცემ.
ელენე ისედაც გაღიზიანებული იყო და რეზის მაიმუნობა კიდევ უფრო მეტად ჰგვრიდა სიბრაზეს.
- კარგი, ხუმრობის გარეშე, წამოდი, აგიყვან მანქანით სახლამდე.
- არა, მადლობა, მირჩევნია ჰაერზე ფეხით გავისეირნო.
რეზიმ ფანჯრიდან გაიხედა და შემდეგ უპასუხა.
- ცა ღრუბლებითაა სავსე, გზად გაგიწვიმდება.

- წვიმაში სიარულიც მიყვარს.
- ოხ, რა ჯიუტი ხარ! - თქვა რეზიმ და კარებს მოშორდა. შემდეგ მივუახლოვდი, ჩავეხუტე და ყურში ჩავჩურჩულე.
- ნამდვილად არ გინდა, შენთან ერთად რომ წამოვიდე?
- ხო არ გაგიჟდი, დარჩი აქ და მატჩს უყურე! მე მართლა ბევრი რამ მაქვს მოსაფიქრებელი და მარტო ყოფნა მჭირდება.
- კარგი, აბა, შენ იცი. სახლში რომ მიხვალ, მომწერე. შოთა გააფრთხილე კიდევ ერთხელ, რომ ამ ღამით შინ არ მოვალ.
- კარგი. - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. - ტაილერ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - შემდეგ ჩემს ლომს მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- ჩემთვისაც...

ისიც არანაკლებ თავაზიანად დაემშვიდობა. ელენე სახლში წავიდა, მე კი ბიჭებთან ერთად მარტო დავრჩი. საოცრად დაღლილი ვიყავი, თუმცა წყლის გადავლებისა და ტანსაცმლის გამოცვლის გარეშე ვერ მოვისვენებდი, ამიტომ ბიჭებს მივმართე.
- კარგი, ესე იგი, ამ ღამით აქ ვრჩები. - ვთქვი ხმამაღლა და რატომღაც თვალი თორნიკესკენ გამექცა, რომლის სახეზეც ეშმაკურად მოელვარე ღიმილი შევნიშნე. როგორც ჩანს, ჩემმა გადაწყვეტილებამ ძალიან გაამხიარულა.

წყლის გადასავლებად მეორე სართულზე ავირბინე. სახლიდან წამოღებული თბილი ცისფერი პულოვერი და სპორტული შარვალი ჩავიცვი. პირველ სართულზე ჩასვლისას, მაგიდა მთლიანად გაწყობილი დამხვდა და რეზიმ ჩემი დანახვისას ეშმაკურად მოციმციმე თვალებით მითხრა:
- მოდი მეგი, მოდი... აქ ყველაფერია, რაც გიყვარს. თხილი, სასმელი და რაც მთავარია, თორნიკე.
- რეზი, გცემ! - ვუთხარი ბიძაშვილს და თვალი თორნიკესკენ გავაპარე, რომელიც იღიმოდა.

მაგიდას გადავხედე, რომელიც ბიჭებს მართლაც გემრიელობებით შეევსოთ. აქ იყო ლუდი, ჩიფსები, თხილი... მოკლედ ყველაფერი, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს ჭეშმარიტ ფანად აქცევს. სანამ მატჩი დაიწყებოდა, ბიჭებმა კარგად დალიეს და ეს ორივეს შეეტყო. ბევრს საუბრობდნენ ცხოვრებაზე, თუმცა პოლიტიკას არც ერთი მათგანი შეხებია. ჰო, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მთვრალი კაცი ყველაფერზე ლაპარაკობს, გარდა ბინძური პოლიტიკისა. მეც დავლიე, თუმცა მხოლოდ ღვინო. უკვე საკმაოდ გათამამებული ვიჯექი, როდესაც რეზიმ წამოაყრანტალა.
- თორნიკე, ბარში მისვლას აღარ აპირებ?
- გავივლი მომდევნო კვირაში. მომენატრა ბოთლების ტრიალი და გავერთობი ცოტას.
- ჰო და სხვებიც გაერთობიან... შენი არყოფნის გამო ხო იცი როგორი მოწყენილობაა იქ. თან იმასაც მოენატრებოდი. - არ ჩერდებოდა რეზი, მე კი მოულოდნელად სიბრაზისგან დამცხა.
- ვინ იმას? - იკითხა თორნიკემ და თან მე გამომხედა.
- ვინ იმას? ბევრის სახელი გახსენდება? - ვერ შევძელი პრეტენზიული ტონის დამალვა და გაბრაზებული შეყვარებულივით ვუცქერდი, რამაც თორნიკე ძალიან გაამხიარულა.
- ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებდით. რეზი, ეს ისედაც ხო იცი, არა?! - უპასუხა ჩემს ბიძაშვილს, თუმცა კვლავ მე მიყურებდა.
- არადა, დიდი გეგმები ჰქონდა შენთან დაკავშირებით. საწყალი ვიქტორია. - რეზი აშკარად ძალიან ნასვამი იყო და ვერ ხვდებოდა, მისი ფრაზები როგორ მრისხანებას მგვრიდა.
- ეჭვი მეპარება. - ჩემი დაძაბული სახის დანახვისას, თორნიკე სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა.

მიუხედავად ამისა, კვლავ გაბრაზებული ვუმზერდი. აშკარად იმ შავ ყვავზე საუბრობდნენ, რომელიც დანახვის პირველი წამიდან შემძულდა! ჰო, მე მუდამ მჯეროდა ერთი ნახვით სიძულვილის და ვიქტორია ამის იდეალური მაგალითი იყო! ჩემი მზერა ალბათ ისარივით გადიოდა თორნიკეს სხეულში, თუმცა ამ რისხვისგან მაშინ გადარჩა, როდესაც კომენტატორის ხმა გავიგეთ და მთლიანად საფეხბურთო ორომტრიალში გადავეშვით. ჩემი მთელი ყურადღება ტელეეკრანისკენ იყო მიმართული და თორნიკემაც მშვიდად ამოსუნთქვა მოახერხა, თუმცა დროებით!

ნათლად ვხედავდით, როგორ იდგნენ მოედანზე ერთმანეთის მიყოლებით ,,ბარსელონისა“ და ,,მადრიდის რეალის“ ფეხბურთელები, რომლებიც ელოდნენ, როდის დასრულდებოდა ჰიმნი და როდის გაიგებდნენ მსაჯის სასტვენის ხმას. მათი სურვილი მალევე ახდა. მსაჯმა გუნდის კაპიტნები იხმო. მონეტის აგდებით გადაწყვიტეს, თუ ვინ დაიწყებდა თამაშს. ეს ბედნიერება ,,თეთრებს“, ანუ ,,რეალს“ ხვდა წილად. აი, ბურთი მოედნის ცენტრშია, ფეხბურთელები საკუთარ პოზიციებზე დგანან, მსაჯი საათს დაჰყურებს, რათა ზუსტად დაიწყოს მატჩი. ისმის 95 000 გულშემატკივრის შეძახილი. მალევე მსაჯი ხელს მაღლა სწევს და ჩვენ ვიგებთ სასტვენის ხმას - მატჩი დაიწყო!
1 / 2
Next
კომენტარები (4)
ნონა
საშინლად მომწოონს
მარი
ყოჩაღ ავტორს
მარი
ძაან მაგარია
ლალი
აუუუ რაა მომენტშიი გააჩერეეთ ნუ გამაგიჟებთ ახლაა.. როდის მოვა პარასკევი
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მდუმარე სასტუმრო - ნიღაბი (თავი 14)
11:27 / 22-05-2018
დათქმულ დროს ელი ოთახიდან გამოიპარა და ფეხაკრეფით დაუყვა სარდაფში მიმავალ კიბეებს. პიტერი უკვე იქ ელოდა. ორივენი უხმოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, სადაც გვირაბი სამ ნაწილად იყოფოდა, მაგრამ არ გაუმართლათ.
მდუმარე სასტუმრო - ნიშნები (თავი 13)
14:11 / 21-05-2018
ელი მიხვდა, რომ "სიზმრების დამჭერის" ბადეში ლათინური ასოები იყო გაბნეული - ზოგი თავდაყირა, ზოგიც სარკისებურად იყო შეტრიალებული. სულ ექვსი ასო იყო.
მდუმარე სასტუმრო - საიდუმლო გასასვლელი (თავი 12)
10:53 / 19-05-2018
გათენდა თუ არა, ელი და ანა საგრიმიოროსაკენ გაემართნენ. ალესტერი უკვე იქ იყო. გოგონებს მხიარულად შეხვდა და ყველა იქ მყოფი სათითაოდ გააცნო.
მდუმარე სასტუმრო - გვირაბი (თავი 11)
11:35 / 18-05-2018
- ბოდიშს ვიხდი, თუ ხელი შეგიშალეთ! თქვენ, ალბათ, დღეს ჩამოხვედით, რადგან აქამდე არ მინახიხართ!
მდუმარე სასტუმრო - აკლდამა (თავი 10)
10:00 / 17-05-2018
კიბით სულ ბოლო სართულზე ავიდნენ. აღმოჩნდა, რომ სხვენზე ოთახები იყო გაკეთებული, მომსახურე პერსონალისთვის. ალესტერმა გოგონებს ერთ-ერთი ოთახის კარი გაუღო.
მდუმარე სასტუმრო - "თეთრი ქალიშვილი" მოჩვენება (თავი 9)
12:45 / 16-05-2018
ალესტერი ერთ-ერთ კართან შეჩერდა და ჯიბიდან პლასტიკური ბარათი ამოიღო. ძალიან პატარა, ბნელ ოთახში შევიდნენ. ოთახი ცარიელი იყო. მხოლოდ ერთ კედელზე ეკიდა დიდი სარკე, რომლიდანაც სააბაზანო ოთახი ჩანდა.
მდუმარე სასტუმრო - საშიში გადაწყვეტილება (თავი 8)
11:15 / 15-05-2018
ანა ჟღალი ფერის თმამ ძალიან შეცვალა. მოუხდა კიდეც და თითქოს, რაღაცით ელისაც დაემსგავსა... წესით, ადვილი დასაჯერებელი უნდა ყოფილიყო უცხოსთვის ის ტყუილი, რის თქმასაც ისინი აპირებდნენ.
მდუმარე სასტუმრო - დაკარგული (თავი 7)
12:15 / 13-05-2018
ელი მანქანას მივარდა, კარი გამოაღო და მეგი თითქმის ძალით გადმოათრია გარეთ. ხელები მხრებზე მოჰკიდა და გაფართოებული თვალებით დააკვირდა, რამე ხომ არ სჭირდა…
მდუმარე სასტუმრო - სახლი ტყეში (თავი 6)
14:26 / 11-05-2018
ელი და მეგი თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ სახლიდან.- დღეს ხომ ნამდვილად პარასკევია?- ხომ მშვიდობაა, მამა?
მდუმარე სასტუმრო - სისხლიანი მერი (თავი 5)
09:13 / 09-05-2018
ანა შემოსასვლელში იდგა და ხელში ვაშლის ღვეზელი ეჭირა. გრძელი ნაწნავი მხარზე გადმოეგდო და იღიმოდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი