შენ საკმარისი არ ხარ. თავი 2. სიჩქარის რაინდები
შენ საკმარისი არ ხარ. თავი 2. სიჩქარის რაინდები
1 / 2
Next
თორნიკე პირველად რამდენიმე თვის წინ ვნახე. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვეულებისამებრ, დროს აჩისა და რეზის ორსართულიან ბინაში ვატარებდი. სახლი ნათელი ოთახებით სრულებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იქ მცხოვრებლებს სურდათ: კომფორტული, მყუდრო და მოსახერხებელი. მისაღებ ოთახში შესვლისას მომენტალურად იგრძნობდით, რომ ნივთებისა და ავეჯის
შერჩევისას აქცენტი ელეგანტურობაზე იყო გაკეთებული და არა მდიდრულობასა თუ პომპეზურობაზე. კედლები ნაცრისფერ ტონში იყო შეღებილი, რომელსაც მუქი ფერის ხის იატაკი იდეალურად ეხამებოდა. მისაღები მასიური ავეჯით გადატვირთული არ ყოფილა, მაგრამ სავსე იყო ყვავილებით, დეკორატიული ბალიშებითა და აჩის ისტორიული სურათებით, რაც ნამდვილად მხოლოდ ჩემი დამსახურება გახლდათ. მოსახერხებელი მუქი ნაცრისფერი (ე.წ. თაგვისფერი) დივანი და სავარძლები მაგიდის გარშემო იყო დაწყობილი, რომლებსაც ზურგს დაბალი თაროების ტიპის სათავსოები უმაგრებდა. ისინი სავსე იყო წიგნებითა და სხვადასხვა სპორტული ჟურნალ-გაზეთით. ავეჯი მაქსიმალურად ფუნქციური და სადა გახლდათ, რომლებიც ქმნიდნენ სიმყუდროვისა და რელაქსაციის განწყობას, რომელთა მოპირდაპირე კედელზეც დიდი პლაზმური ტელევიზორი იყო მოთავსებული.

ეს სახლი მიყვარდა, მაგრამ ვერ ვიტანდი ოთახის ერთ-ერთ კედელზე გაკრულ პოსტერს, რომელზეც სპორტულ მანქანაში მჯდომი ჩემთვის უცნობი ავტომრბოლელი იყო გამოსახული. ჰო, მე ეს სურათი მძულდა, რადგან მასში ყველა ის ტკივილი, იმედგაცრუება და სინანული იკითხებოდა, რაც აჩის სულ თან სდევდა. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ სურდა, ჰქონოდა ცხვირწინ ის, რაც ამხელა ტკივილს აყენებდა, თუმცა სიბრაზეს იმ ფიქრით ვახშობდი, რომ აჩი ზრდასრული ადამიანი იყო და თავისი საქმის მან უკეთ იცოდა.

იმ საღამოს კვლავინდებურად მათ სახლში ვიყავი და განვიხილავდი იმას, თუ რბოლაში მონაწილეობის რა შანსები მქონდა. ამ თემაზე საუბრის დაწყებისას აჩი თითქოს იბნეოდა (რაც, როგორც წესი, არ ახასიათებდა) და სათქმელს თავს ვერ უყრიდა. სწორედ ეს სიტუაცია იყო აპრილის იმ საღამოსაც, როდესაც წვიმის წვეთების ჟღარუნი სასიამოვნოდ მყუდრო გარემოს ქმნიდა, მე კი ჩემს მეორე ოჯახთან ერთად რბილ სავარძელში მოკალათებული ყავას გემრიელად შევექცეოდი, თან აჩის ბრძნულ რჩევებს ვისმენდი.



- მეგი, ცხოვრებას ისე იწყებ ადამიანი, როგორც რბოლის ისტორია დაიწყო.

- ანუ?
- ჯერ მოკრძალებული, ჯენტლმენური ტემპით ატარებ პირველ რბოლებს, რასაც მალე ის პრინციპი ცვლის, რომელიც ახლაც ძალაშია: იმარჯვებს უსწრაფესი! ეს იდეა უცვლელი რჩება დღემდე. იცვლება მხოლოდ გარემოება და ფაქტები.

ჯერ კიდევ აჩის მიერ ნათქვამ ფრაზაზე ვფიქრობდი, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა და რამდენიმე წუთში რეზი თორნიკესთან ერთად შემოვიდა ოთახში. დავინახე თუ არა, მაშინვე შევნიშნე მისი საოცარი მსგავსება კრის ვუდთან. ჯანდაბა! მუქი შავი ფერის თმა და მუქი ლურჯი თვალები - არაამქვეყნიურად იდეალური კომბინაციაა! სასწაულებრივად, აღფრთოვანების გამოხატვისგან როგორღაც შევიკავე თავი. ლომივით დინჯად და თავდაჯერებით მოძრაობდა. ის აჩის მეგობრულად მიესალმა, ჩაეხუტა და თბილად მოიკითხა. ჩვენ კი რატომღაც უღიმღამო მზერა და ცივი მისალმება გავცვალეთ ერთმანეთში. ჩემდაუნებურად, მთელი ყურადღება თორნიკეზე გადავიტანე, რომელმაც საკუთარი თავი ოფიციალურად წარმიდგინა. გამახსენდა, რომ ადრე, რეზის გარემოცვაში რამდენჯერმე უკვე მყავდა ნანახი, თუმცა ასე ახლოს კონტაქტის საშუალება მხოლოდ იმ დღეს მომეცა.

- თორნიკე...

გადაფურცლეთ
1 / 2
Next
კომენტარები (4)
salome
auu dzalian nela ideba, davitanje. cota male kenit xolme ra
nini
momwons sainteresoaa
ელენე
ძალიან მომწონს. იმედია ესე კარგადვე გაგრძელდება
Mari
პირველი ნაწილიც მომეწონა და მეორეც. მეორეში კიდე უფრო გამიღვივდა ინტერესი და ველი შემდეგ ნაწილს. ახალი გმირც დამაინტრიგებელი ჩანს

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თავშესაფარი. წარსულის ჩრდილები (თავი 16)
13:39 / 19-07-2018
- ძალიან ემოციურია! პატარა პრობლემაზეც კი ნერვიულობს და ისტერიკებში ვარდება. შიშზე ალერგია აქვს.
თავშესაფარი. დევნა (თავი 15)
10:55 / 18-07-2018
სახლი იმედებს არ გვიცრუებს. იმაზე უკეთესიც კია, როგორც სასტუმროში გაცნობილმა მამაკაცმა აღგვიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სტუმრობა სვანეთში იმასთან ახლოსაც არაა, როგორსაც ველოდი.
თავშესაფარი. ძიება (თავი 14)
13:16 / 14-07-2018
ჩემი ოცნების ასრულებისთვის არც ეს დროა სათანადო და ვერც იმაზე ვიფიქრებდი წარსულში, რომ გვერდით გიორგი მეყოლებოდა.
თავშესაფარი. ძარცვა (თავი 13)
12:19 / 12-07-2018
გიორგი მანქანას სადარბაზოსთან მიჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, იქაურობას ზვერავს, სიტუაციის რისკებს ითვალისწინებს და მერე ისევ თავის სავარძელს უბრუნდება.
თავშესაფარი. აღიარება (თავი 12)
12:23 / 11-07-2018
- ამის გამო ხარ აქ? - როგორც კი ჭუჭრუტანაში ჯორჯს ხედავს, მაშინვე მეკითხება გიორგი და ყბებს ერთმანეთზე გაღიზიანებული უსვამს.
თავშესაფარი. რისკი (თავი 11)
12:35 / 07-07-2018
ბლენდერის სადენს ჩასართველში რომ ვაერთებ, ნაპერწკლებს ყრის და ფეთქდება. უცნაურ ხმაზე გიორგი სამზარეულოში გამოდის და ხელში სადენშერჩენილს მაწყდება.
თავშესაფარი. კვალი (თავი 10)
15:48 / 04-07-2018
- ჯორჯ? - განცვიფრებულს მხვდება და გაუაზრებლად ვათვალიერებ წინ ჩამოყენებულ მანქანებს და კორპუსის კუთხეებს.
თავშესაფარი. ჩამცხრალი ვნება (თავი 9)
21:22 / 30-06-2018
თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს ნახვა მოლოდინს აჭარბებს. ინტერიერი უძვირფასესია.
თავშესაფარი. მოულოდნელი სტუმარი (თავი 8)
11:51 / 27-06-2018
ორივეს გვეტყობა შეფუცხუნება. მე უფრო სწრაფად ვრეაგირებ და თავსაც ვიწესრიგებ. ვერ ვხვდები, ვინ უნდა იყოს.
მდუმარე სასტუმრო - ჭაობი (თავი 24)
14:00 / 26-06-2018
სასტუმრო და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ნისლში იყო გახვეული. საფლავების მხარეს რომ გაგეხედათ, იფიქრებდით, სადაცაა მიცვალებულები წამოდგებიანო…
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31