სოციალურ ქსელში გავრცელდა National geographic-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც მკვლევარები აფხაზეთის მღვიმეში არიან. "ინსტაგრამზე" დადებულ storie-ზე National geographic-ს საქართველო ჰქონდა "დათაგული"
როგორც აღმოჩნდა, რუსი მკვლევარების გუნდი National geographic-ის ფოტოგრაფთან და ფოტოგრაფის ასისტენტთან ერთად, 2018 წლის სექტემბერში აფხაზეთში იმყოფებოდა ექსპედიციაზე, სადაც მათ აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე, რომლის სიღრმე 2,212 მეტრს აღწევს.
"მღვიმეში მყოფმა ორმა გუნდის წევრმა გააფრთხილა დანარჩენი თანაგუნდელები, რომ წყალდიდობა იყო მოსალოდნელი, რადგან წყლის საშინელი „ღრიალი“ გაიგონეს. National geographic-ის ფოტოგრაფის, რობი შოუნის თქმით, ის საუზმობდა, როცა მღვიმემ რყევა დაიწყო. შემაძრწუნებელი ხმაურის გაგონებისთანავე, შოუნს საჭმელი ხელიდან გაუვარდა და თანაგუნდელებთან ერთად უმალ კარვებისაკენ გაეშურა.
"წყლის თეთრი, უზარმაზარი ტალღა გამოჩნდა გვირაბში. გაოცებისგან პირი დავაღე, როცა დავინახე"- ამბობს ის.
სექტემბერში ავსტრიელი შოუნი და მისი ფრანგი ფოტოასისტენტი ჯეფ ვეიდი შეუერთდნენ რუსების ექსპედიციას, რომელიც იკვლევდა "Veryovkina"-ს, მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმეს.
Veryovkina მდებარეობს არაბთა მასივში, აფხაზეთში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა, სანამ რუსეთი დაიპყრობდა. სწორედ აფხაზეთში მდებარეობს ოთხი მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: პაველ დემიდოვი, პეტრ ლიუბიმოვი, კონსტანტინე ზეევევი, ანდრეი შუალოვი, ევგენი რიბკა და ანდრეი ზიზნიკოვი (ანდრეი სიზიკოვი, რომან ზვერევი და ნატალია სიზიკოვაც მონაწილეობდნენ ექსპედიციაში, სანამ წყალდიდობა დაიწყებოდა).
Veryovkina ახლახან დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმედ.
მღვიმის სიღრმე 7,257 ფუტს (2,212 მეტრს) აღწევს. ეს იყო ახალი რეკორდი კრუბერას მღვიმის შემდეგ, რომელიც ასევე აფხაზეთში, Veryovkina-ს მეზობლად მდებარეობს და მისი სიღრმე 7,208 ფუტია (2,197 მეტრი)...", - წერს National geographic-ი.
მკვლევარებს წყალდიდობის გამო შვიდი დღის გატარება მოუწიათ წყალქვეშ, რაც წარმოუდგენლად დიდი დროა ასეთ სიტუაციაში. ხანგრძლივი წვიმები იწვევს წყლის დაგროვებას, რის შედეგადაც მიწისქვეშ წყალდიდობა შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი, რამდენიმე საათი, მაგრამ 7 დღე, შეიძლება ითქვას, კიდვ ერთი რეკორდი იყო.
წყარო: nationalgeographic.com