ყოველთვის მაინტერესებდა უძველესი ქანდაკებები და მათი ისტორია. მსოფლიოში არაერთი მონუმენტია, რომელიც უცნაურად გამოიყურება და ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს.
თითოეულ მათგანს, ადამიანების მსგავსად, თავისი წარსული და მომავალი გააჩნია.
1. ბავშვების მჭამელი. ბერნი, ახალი ზელანდია
ამ ქანდაკების შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს, თუმცა ზუსტად არავინ იცის მისი ნამდვილი ისტორია. ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს არსება კრონოსია, ბერძნული მითოლოგიიდან. სხვები კი მის ქუდზე არსებული ყვითელი დეტალის გამო თვლიან, რომ ეს ქანდაკება ერთგვარი გაფრთხილება იყო სახელმწიფოს მხრიდან, იუდეველთა მისამართით.
2. საგზაო შუქნიშნის ხე. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
განათება არათანმიმდევრულია და მას არ უნდა ენდოთ. ეს ქმნილება სწორედ იმისთვის არის, რომ ქალაქის რიტმი არასდროს განელდეს.
ასე რომ, თუ ამ ადგილას მოხვდებით, ფრთხილად იყავით და არ მოტყუვდეთ.
3. ვიქტორიას გზა. ირლანდია
ეს უცნაური და ცოტა საშიში შესახედაობის მქონე ქანდაკება ერთ-ერთ საზოგადოებრივ პარკშია. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ის განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტ ძალას იძენს. ზოგი ადამიანისთვის სიკვდილთანაც ასოცირდება. ის თავისი უცნაური ვიზუალით ყურადღებას ადვილად იქცევს.
4. უდაბნოს ხელი. ატაკამას უდაბნო, ჩილე
ეს ქანდაკება 36 ფუტი სიმაღლისაა და მართლაც რომ გიგანტურია. იგი ჩილელმა მოქანდაკემ, მარიო ირერეიზებელმა, 80-იან წლებში შექმნა.
5. უდიდესი მწერლის, ფრენც კაფკას ბრინჯაოს ქანდაკება. პრაღა
ალბათ, შენიშნავდით, რომ ქანდაკება საოცრად დამაბნეველი და უცნაურია. რისი თქმა სურდა ავტორს? აზრი აქაც მრავალ განშტოებად შეიძლება დაიყოს.
ნათია ხუნაშვილი