უამრავი ქალი ცდილობს ზედმეტი წონის დაკლებას, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში მოწონება დაიმსახუროს. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც პუტკუნები მუდამ მოდაში არიან.
1. იამაიკა
რაც უფრო მასიური ფორმები აქვს ქალს, მით ლამაზია. აქ ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობის მაჩვენებელია, მათ შორის, ფსიქოლოგიურისაც.
2. სამხრეთი აფრიკა
სიგამხდრე სიღატაკისა და ავადმყოფობის სიმბოლოა. თუ პუტკუნა ხართ, ე.ი. მდიდარი და წარმატებულიც ყოფილხართ.
3. ქუვეითი
მამაკაცს აუცილებლად მსუქანი ცოლი უნდა ჰყავდეს, რადგან მიჩნეულია, რომ გამხდარი ქალი ნერვიული და სუსტია.
4. ბრაზილია
ზოგიერთი ქალი ქირურგიული ოპერაციებითაც კი იდიდებს დუნდულებს. ბრაზილიაში მსხვილფორმებიან ქალს მოშიშვლებული სამოსი უნდა ეცვას.
5. ტაიტი
გოგონებს ბავშვობიდან ძალით აჭმევენ, რომ ბედნიერად გათხოვდეს.
6. მავრიტანია
https://www.instagram.com/p/BfiOooSnNn5/embed/
ჯანმრთელ ბავშვებს მხოლოდ მსუქანი ქალი გააჩენს, - ასე მიაჩნიათ ადგილობრივ მამაკაცებს. ქალები კი ხშირად მადის მოსამატებელ პრეპარატებს სვამენ, რომ წონაში მოიმატონ.
რუსუდან გელაშვილი