კინო
მეორე ნახევარი არ გყავთ? სწორედ თქვენთვის შევკრიბეთ ეს 14 ფილმი
მეორე ნახევარი არ გყავთ? სწორედ თქვენთვის შევკრიბეთ ეს 14 ფილმი
"სხვა ქალი" (2014 წელი)

კარლი, რომლის სუსტი წერტილიც ყოველთვის მამაკაცები იყო, ,,ნამდვილ სიყვარულს” ხვდება, მაგრამ სრულიად შემთხვევით იგებს, რომ ის დაქორწინებულია, თუმცა – მალავს. ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს მეორე საყვარლის გამოჩენა.

"დაპირება არ ნიშნავს დაქორწინებას" (2009 წელი)


გახსოვს რომელიმე ბიჭი, რომელიც დაგპირებია, რომ დაგირეკავდა და არ დარეკა? რითი ინუგეშებდი თავს:
იქნებ დაკარგა შენი ნომერი? ალბათ, შენი სილამაზის, ჭკუის ან წარმატების შეეშინდა, რადგან ძლიერი კონკურენცია იგრძნო. სიმართლე, იცი, რა არის? მასში სათანადო ინტერესი ვერ გამოიწვიე და შენთან ურთიერთობაზე დრო არ დახარჯა. სწორედ ამაზეა ფილმი: ქალებზე, რომლებსაც პირად ცხოვრებაში სრული ქაოსი აქვთ.

"მზის ქვეშ" (2003 წელი)


35 წლის წიგნის რედაქტორი ფრენსისი მძიმე განქორწინების შემდეგ ტოსკანაში მიემგზავრება. ერთ-ერთ სოფელში ის ვილას იყიდის და დასახლდება. სულ მალე ფრენსისი აღმოაჩენს, რომ ხანდახან ცხოვრება უცნაური ხერხებით აძლევს ყველაფერ იმას, რაც ძალიან სჭირდებოდა.

"რთული ღამე" (2017 წელი)


რას შეუძლია გააფუჭოს ძალიან მხიარული ,,გოგონების წვეულება” მაიმიში? ალბათ, მხოლოდ სტრიპტიზიორის მოულოდნელ სიკვდილს. ახლა მეგობრებს მოუწევთ კვალის გაქრობა, სანამ ამ საქმეში პოლიცია ჩაერთვება…

"გასრიალდი" (2009 წელი)


მუსიკის მოყვარული, მეამბოხე თინეიჯერი ცდილობს, თავისი პატარა ქალაქის მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეს და გორგოლაჭებით შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.

"საოცარი არდადეგები" (2013 წელი)


გოგონებს ძალიან სურთ თავგადასავლები და არდადეგების მხიარულად გატარება. ისინი ფულს მოიპარავენ და სახლიდან გაიპარებიან. განაგრძეთ კითხვა


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31