საინტერესო ფილმების ათეული.
1.”უსასრულო / The Endless”
ფილმის სიუჟეტი: ძმები ჯასტინი და აარნონი ბავშვობაში სექტიდან გაიქცნენ. ათი წლის შემდეგ ისინი იღებენ ვიდეოგზავნილს სექტის წევრებისაგან და გადაწყვეტენ, მოინახულონ მათი ძველი "ოჯახი". როდესაც ადგილზე ჩავლენ, აღმოაჩენენ, რომ სექტის წევრებს მათთვის არანაირი ვიდეო არ გამოუგზავნიათ, მაგრამ რაღაც ზებუნებრივი მაინც არსებობს, რომლისაც სექტანტებს სჯერათ...
2.”რევანში / Revenge”
ფილმის სიუჟეტი: არასდროს წაიყვანოთ ქალი უცნაური ტიპის სახლში, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც ის ნადირობის დიდი მოყვარულია - ეს არის გაკვეთილი, რომელსაც სამი მდიდარი დაოჯახებული კაცი მიიღებს...
3.”ტკბილი მხარე / Sweet Country”
ფილმის სიუჟეტი: ავსტრალია. 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო. სემს მხოლოდ სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს...
4.”მოჩვენების ისტორიები / Ghost Stories”
ფილმის სიუჟეტი: ფსიქოლოგიის პროფესორი გუდმანი სწავლობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც თითქოს ზებუნებრივ ძალას შეხვდნენ: ღამის დარაჯს, მოზარდსა და ბიზნესმენს. სკეპტიკურად განწყობილი პროფესორი მაყურებლიდან აქტიურ წევრად გადაიქცევ , როდესაც შეტყობინებას მიიღებს იმ ქვეყნიდან...
5.”სუფთასისხლიანები / Thoroughbreds”
ფილმის სიუჟეტი: კონეკტიკუტის მახლობლად მცხოვრები ორი მეგობრის გზა გაიყო და მათ რამდენიმე წელია ერთმანეთი არ უნახავთ. როდესაც კვლავ შეხვდებიან, გოგონები გადაწყვეტენ, მეგობრობა განაახლონ. ახლო ურთიერთობისას ისინი მიხვდებიან, რომ ორივე ძალიან შეიცვალა, იმდენად, რომ მკვლელობის ჩადენაც კი შეუძლიათ...
6.”როკსანა, როკსანა / Roxanne Roxanne”
ფილმის სიუჟეტი: გოგონას ისტორია, რომელიც უკვე 14 წლის ასაკში ჰიპ-ჰოპის დედოფალი გახდა. როკსანა შანტე ღარიბ რაიონში ცხოვრობს დედასა და სამ დასთან ერთად. ერთადერთი შვება და ფულის გამომუშავების გზა იმ დროისათვის ჰიპ-ჰოპია...
7.”ვნების ისტორიები / Lust Stories”
ფილმის სიუჟეტი: ოთხი ისტორია სიყვარულზე, სექსი და ქორწინება ინდოეთში, სადაც მოქმედების მთავარი გმირი ქალია...
8.”იმიტაციის გოგონა / Imitation Girl”
9.”დედა და მამა / Mom and Dad”
ფილმის სიუჟეტი: უცხო თვალისათვის რაინების ოჯახი იდეალურია - მზრუნველი ქმარი და მამა, ლამაზი ცოლი, ორი შვილი. მაგრამ ყველა ოჯახშია პრობლემები: უფროსკლასელმა ქალიშვილმა დედასთან ურთიერთობა შეწყვიტა და მას საფულიდან ფულს პარავს, უმცროსი ძმა მუდამ დასცინის დას, მშობლებიც რთულად პოულობენ საერთო ენას. მოულოდნელად ტელევიზიით უცნაურ სიგნალს გადმოსცემენ, რის შედეგადაც მშობლები საკუთარ შვილებს ესხმიან თავს. აი, დადგა და-ძმის გაერთიანების დრო.
10.”წმენდის ოსტატი / The Cleanse”
ფილმის სიუჟეტი: რამდენიმე წელი გატეხილი გულით ცხოვრების შემდეგ პოლი გადაწყვეტს, შეუერთდეს ჯგუფს, რომლის მიზანიც გონების მომწამვლელი ნივთიერებებისა და აზრებისგან გაწმენდაა. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ასე წმენდა სხეულიდან ბევრად მეტს ათავისუფლებს...