რატომ უნდა გაექცეს მამაკაცს სხვისკენ თვალი, როცა გვერდით ლამის მთელი მსოფლიოსთვის სანატრელი ქალი ჰყავს? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მარტო მამაკაცებს აქვთ, თუმცა – რამდენად დამაჯერებელი, ეს კიდევ საკითხავია…
ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი
ამ წყვილის ისტორიას თავისუფლად შეგვიძლია, დრამატული ვუწოდოთ! ჯასტინი დიდი მექალთანე ვინმეა (იყო, ყოველ შემთხვევაში). ის ყველა თავის გოგოს ღალატობდა და არც ჯესიკა ყოფილა გამონაკლისი. მათ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე. მაშინ მომღერალი მსახიობ კემერონ დიაზს ხვდებოდა.
და აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო: გაცნობიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული და ჯესი და ჯასტინი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ. შემდეგ კი მთელი ხუთი წელი ტვინს ურევდნენ თაყვანისმცემლებს: ხან შორდებოდნენ, ხან რიგდებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ… ბოლოს კი საიდუმლოდ იქორწინეს.
ისე ჩანდა, თითქოს ტიმბერლეიკი, ბოლოს და ბოლოს, დაწყნარდა და იპოვა ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, მაგრამ არა – ეს ლოველასი ქორწინებამაც ვერ შეცვალა. როგორც მანამდე ღალატობდა ჯესიკას, მერეც ასევე გააგრძელა. ბილი ქმარს ყველაფერს პატიობდა, ვაჟიც კი გაუჩინა – საილესი… აი, ამან კი მართლაც მოარჯულა ცნობილი გულთამპყრობელი, ის მოსიყვარულე მეუღლედ და მზრუნველ მამად გადაიქცა – სასიყვარულო ინტრიგები დაივიწყა და ოჯახი წინა პლანზე დააყენა.
ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი
მოდელი და სპორტსმენი – ისინი თითქოს ყველაზე იღბლიანი წყვილი უნდა ყოფილიყვნენ. ქალი – ლამაზი და ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული მოდელი მსოფლიოში. კაცი – ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც სალი კლდესავით უნდა მდგარიყო მეუღლის გვერდით. მათი ურთიერთობა 10 წელზე მეტია გრძელდება, აქედან 8 წელი კი ქორწინებაში არიან.
მაგრამ „სამეფოში“ ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც წყვილს უნდა და რის დემონსტრირებასაც პუბლიკის წინაშე ახდენს. ხმები დადიოდა, რომ ბრედმა ცოლს კრისტიან უზუნიანთან უღალატა – ქალთან, რომელმაც ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ოჯახი დაანგრია…
და სანამ ქმარუკა ერთობოდა, ჟიზელი ოჯახის სიმყუდროვეზე ზრუნავდა – ბავშვებს უვლიდა, მუშაობდა, ცდილობდა, ურთიერთობა დაელაგებინა და ქორწინება შეენარჩუნებინა. როგორც ჩანს, მოდელს ყველაფერი გამოუვიდა – მეუღლეებმა გაყრა გადაიფიქრეს და საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას პუბლიკის წინაში ისევ ახდენენ. განაგრძეთ კითხვა