სექტემბერში კინოპრემიერების ბუმია, თუმცა ეს ფილმები ნამდვილად გამორჩეულად საინტერესოა.
იხილეთ, 5 საუკეთესო ფილმი, რომელთა პრემიერაც მალე იქნება.
აგენტი ჯონი ინგლიში ბრუნდება - ფილმის მსოფლიო პრემიერა 20 სექტემბერსაა. პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 2003 წელს გამოუშვეს. მთავარ როლში ყველასთვის ცნობილი მსახიობი - როუენ ეტკინსონია. ამჯერად ფილმს სულ სხვა რეჟისორი ჰყავს - დევიდ კერი. უნდა ენდოს თუ არა აგენტი ლამაზ, მაცდუნებელ ქალს? ამას ფილმის ნახვის შემდეგ გავიგებთ. თრეილერით თუ ვიმსჯელებთ, წინ საკმაოდ სახალისო, ემოციურად დატვირთული, თავგადასავლებით აღსავსე კომედია გველის.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
კარგი სიახლეა მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებისთვისაც. 14 სექტემბერს ფილმი „მტაცებელი“ გამოდის. „20th century fox“ ამჯერადაც თავის სიმაღლეზე დგას. სისხლი, ბრძოლა გადარჩენისთვის, შიში, მოსალოდნელი საფრთხე, უცნაური, გაურკვეველი წარმოშობის არსება, დაკითხვა, გამოძიება... ეს ყველაფერი სწორედ ამ ფილმში შეგხვდებათ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ღამის სკოლა - კომედია, რომლის მთავარი გმირები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები, კევინ ჰარტი და ტიფანი ჰადიში არიან. სიტუაცია სკოლაში ვითარდება, თუმცა მთავარი გმირი სკოლისთვის შეუფერებელი ასაკისაა და ზედმეტად სასაცილო. ფილმის მსოფლიო პრემიერა 28 სექტემბრისთვის დაანონსდა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
პატარა ქალბატონი - საოჯახო ფილმების მოყვარულებისთვისაა ზედგამოჭრილი. ფილმი სიყვარულზე, ოჯახზე, მეგობრობასა და რწმენაზეა. რთულ პერიოდში საყვარელი ადამიანების გვერდით დგომას გვასწავლის. ამ დამაფიქრებელ და ემოციებით აღსავსე ფილმს მაყურებელი კინოთეატრებში 28 სექტემბრიდან იხილავს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
„პატარაფეხა“ - სახალისო, საყვარელი, სათავგადასავლო ანიმაცია. ბავშვებს, დიდი ალბათობით, ძალიან მოეწონებათ. ფუმფულა, უშველებელი არსება სინამდვილეში არც ისე საშიშია, როგორც გამოიყურება. ამ ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერაც 28 სექტემბერსაა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>