ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ გაგრძელებას ათასობით ერთგული მაყურებელი მოუთმენლად ელოდება, რაშიც უთუოდ დიდია მსახიობების წვლილი.
რა თქმა უნდა, სერიალი ვერ იარსებებს სცენარისტების, რეჟისორების თუ კადრს მიღმა დარჩენილი სხვა დარგის პროფესიონალთა გუნდის გარეშე, მაგრამ სწორედ მსახიობები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველა სახლში შესვლას ახერხებენ და ნელ-ნელა ოჯახის წევრებად იქცევიან.
მაყურებელი ეკრანზე ხედავს პერსონაჟებს და იმდენად ბუნებრივად შესრულებულ როლებს, რომ ხშირად მსახიობსა და მის მიერ შექმნილ პერსონაჟს შორის ზღვრის გავლებაც კი უჭირს.
ალბათ, ხშირად გსმენიათ, ან იქნებ თავადაც გიფიქრიათ, - ნეტა ეს როგორ გადაიღეს, რამდენი დუბლი დასჭირდათო. მართალია, დეტალები კულუარებში რჩება, მაგრამ ჩვენ იმ ფოტოების დათვალიერება შეგვიძლია, რომლებიც სერიალზე მუშაობის დროს გადაიღეს:
ქართული სუფრის გარეშე არც ქართული სერიალი გამოვა და არც ურთიერთობა
კვაზი მანტკავას ავადმყოფობა სრულიად საქართველომ გაიგო.
ბუძის და დოჩის განსაკუთრებული ურთიერთობა კადრს მიღმაც ჩანს
აქ კი დაღლილი მსახიობები, ალბათ, ახალ მითითებებს ელოდებიან
როგორც კომენტარებიდან ჩანს, გოგონებს თვითონაც არ ახსოვთ, აქ რას ამბობენ
ჩსდ-ის მსახიობების "ინსტაგრამზე" ბევრ „სელფსაც“ ნახავთ
შუა გადაღების დროს გოგონებმა ახალი როლიც მოირგეს...
როგორც ჩანს, ჩცდ-ს ისეთ მხიარულ, საინტერესო და მეგობრულ გარემოში გვიმზადებენ, როგორიც თავად სერიალია და რა გასაკვირია, რომ მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. მსახიობებმა კი, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი მთელ საქართველოს გააცნეს, ბევრი გულშემატკივარიც შეიძინეს.