ამ ფილმების სცენარი რეალური ადამიანების ცხოვრებაზე დაიწერა.
ახალგაზრდა ვიქტორია
ტახტზე ასვლამდე 17 წლის ვიქტორიამ ბელგიის პრინცი გაიცნო და შეუყვარდა. ფილმში დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პირველი წლების და მისი 20-წლიანი რომანის ისტორიაა.
მანოლეტე
ბიოგრაფიული ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული მატადორის, მანუელ როდრიგეზ სანჩესის და მისი საყვარელი ქალის, მსახიობი ლიუპე სინოსის ცხოვრებაზე.
ბედნიერი შემთხვევა
ჩარლი სამაგალითო ნიუიორკელი პოლიციელი იყო. მისი ცოლი, მურიელი სილამაზის სალონში მუშაობდა. ერთ დღეს ჩარლი კაფეში მიმტან გოგონას შესთავაზებს, რომ ლატარეის მოგების შემთხვევაში მოგებულ თანხას გაუყოფს. ჩარლიმ 4 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ რას იზამს მურიელი?..
დიდი ავადმყოფობა
კულტურული განსხვავებების მიუხედავად, ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილს მათი ურთიერთობის განვითარების გზაზე უამრავი დაბრკოლების დაძლევა უწევს.
უკვდავი შეყვარებული
ავტობიოგრაფიული დრამა, უდიდესი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გაღმერთებული სიყვარულის ისტორიაზე. უფრო სწორად, მის სიყვარულზე ქალბატონისადმი, რომელიც სრული შოკია გარშემო მყოფებისთვის.
ახალი სამყარო
1607 წლის აპრილში, 3 ინგლისური ხომალდი, რომლის გემბანზეც 103 ადამიანი იყო, მიადგა ნაპირს, რომელიც სამი ათასი მილით იყო დაშორებული მათი მშობლიური ინგლისიდან და სადაც გემის კაპიტანი უცხო ტომის გოგონას ხვდება...
ბრწყინვალე გონება
ჯონ ნეშს რევოლუციური აღმოჩენა მათემატიკის სამყაროში ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება თავისსავე სასწავლებელში, სადაც რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის, ალისიას მიმართ.
კლეოპატრა
ისტორიული ეპოპეა, რომელშიც გადმოცემულია კლეოპატრას ურთიერთობა რომის იმპერატორ იულიუს კეისარსა და გენერალ მარკ ანტონიასთან. ფილმი 4 "ოსკარის" მფლობელია.
50 პირველი პაემანი
ჰენრის მომხიბვლელი ლიუსი შეუყვარდება. ახალგაზრდები ბედნიერები არიან და სწამთ, რომ მათი სიყვარული მარადიულია. ავარიის შემდეგ, დილაობით ლუსის საერთოდ არაფერი ახსოვს წინა დღის მომხდარი ამბებიდან. ჰენრი გადაწყვეტს, იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის.
კაშკაშა ვარსკვლავი
პოეტი ჯონ კითსი 25 წლის ასაკში ჭლექისგან გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე პოეტს ფენი ბრაუნი შეუყვარდა და მასთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.