ბოლო დროს ქართველ თინეიჯერებსა და უფროსებში კორეული დორამები, ანიმეები და სერიალები საყოველთაო მოწონებას იმსახურებს.
მიზეზი რთული მისახვედრი არაა. პერსონაჟების გულწრფელობა, მხიარული, ზოგჯერ სევდიანი, მაგრამ ადამიანური თავგადასავლები მაყურებლების გულამდე აღწევს და ბევრი სერიალის დამთავრების შემდეგაც კიდევ დიდხანსაა შთაბეჭდილების ქვეშ.
გაგაცნობთ 5 დორამას, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
გობლინი
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
</div>
უკვდავისა და მოკვდავის სიყვარულის ისტორია, ერთი შეხედვით, ფანტაზიის მწვერვალად მოგეჩვენებათ, მაგრამ ურთიერთობა იმდენად ბუნებრივი და ამასთან, ჯადოსნურია, თქვენ მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს.
დედა
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
</div>
სერიალი დედა-შვილის რთული ურთიერთობის შესახებ მოგითხრობთ. ქალი გამუდმებით სცემს შვილს და პედაგოგი ოჯახის ცხოვრებაში ჩარევას გადაწყვეტს...
ჩემი სიყვარული სხვა ვარსკვლავიდან
ვამპირისა და გოგონას სასიყვარულო ისტორიებს კარგად ვიცნობთ, კორეელი რეჟისორი კი უცხოპლანეტელისა და მსახიობის ურთიერთობის უცნაური განვითარებით გვაოცებს.
ლურჯი ზღვის ლეგენდა
ამბობენ, ქალთევზები არსებობენ და მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა მოუნდებათო. ერთხელაც ქალთევზა ბიჭის გაცნობას გადაწყვეტს...
მზის შთამომავლობა
სერიალი ექთნისა და სამხედროს გულწრფელ, მიამიტურ სიყვარულის ისტორიას მოგითხრობთ.
5 ფილმი, სადაც სექსი ერთი სქესის წარმომადგენლებს აქვთ
5 ფილმი თავისუფლებაზე