ყველა ქალს ჰყავს თავისი კუმირი, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი. ჯოზეფ ჯეისონ მანაკაჰა მომოა სწორედ ის მამაკაცია, ვისზეც ჭკუა უამრავ ქალბატონს ეკეტება. უნდა ვაღიარო, რომ დიდი ხანია, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.
მომოა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გახდა ცნობილი. ის სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც საოცნებო პრინცი.
ჯეისონი ჩვეულებრივი აღნაგობის სიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში საოცრად შეიცვალა. თავიდან სერიალებში თამაშობდა, შემდეგ კი სერიოზულმა რეჟისორებმა შენიშნეს. იმ დროიდანვე ეტყობოდა, რომ ურყევი ხასიათის პატრონი იყო.
2011 წელს გადაიღეს ფილმში, „ბარბაროსი კონანი“. მან იმდენად კარგად მოირგო მთავარი როლი, რომ ყველა აღაფრთოვანა და ახალი შეთავაზებების ტალღამაც არ დააყოვნა.
ჯეისონმა უკვე რა ხანია, რაც რეჟისორის, მწერლისა და პროდიუსერის როლიც მოირგო.
მისი პირველი საავტორო ფილმია: „პალომას გზა“. ეს არაჩვეულებრივი მამაკაცი ჰავაიზე, ჰონოლულუში დაიბადა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იგი ტიბეტშიც იმყოფებოდა და ბუდისტურ სწავლებას ეუფლებოდა. 19 წლის ასაკში კი, სერფინგის მაღაზიაშიც უმუშავია.
მომოა არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს. უარს არ ამბობს საშინელებათა ფილმებში მონაწილეობის მიღებასა და უცნაური იმიჯის მორგებაზე. წლების მანძილზე მან საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა, რადგან იგი უკვე მისი აღნაგობისა და გარეგნობის გამო სუპერგმირების როლზეც აჰყავთ. ფაქტია, რომ დაუღალავი შრომითა და მონდომებით ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი სხეული გამაოგნებელი გავხადოთ. არაფერია შეუძლებელი. სწორედ ამაზე მეტყველებს ქალების გულთამპყრობლის, ჯეისონ მომოას მაგალითი.
მისი გმირებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი გახლავთ - კჰალ დროგო, სერიალში - "სამეფო კარის თამაშები".
დეკემბერში მომოა ახალ ფილმში მოგვევლინა, მთავარ როლში. ფილმის სახელწოდებაა Aquaman.
მას პარტნიორობას ემბერ ჰერდი უწევს.
<div class="apester-media" height="350" data-media-id="5c288aef71482ca491a2b522"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>