მსახიობობა რომ მარტივი არაა და ხშირად მსახიობებს უწევთ იმის გაკეთება, რაც მათ ხასიათს არ შეეფერება, ეს ცნობილი ფაქტია და ყველა თანხმდება იმაზეც, რომ ეს ამ პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმიანობად აქცევს.
მაგრამ კიდევ უფრო რთულია, გადასაღებ მოედანზე პარტინიორობა იმ ადამიანს აუწიო, ვინც სინამდვილეში, როგორც იტყვიან ხოლმე გულზე არ გეხატება. როგორც აღმოჩნდა, ამ სირთულის გადალახვა ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმების მთავარ გმირებსაც მოუწიათ:
1. რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი ("უბის წიგნაკი")
ხომ ყველას გახსოვთ წვიმაში გადაღებული მომაჯადოებელი სცენა ? კადრში მხოლოდ უსაზღვრო ემოციები და დიდი სიყვარული ჩანს, რაც მსახიობების დიდი ნერვიულობის და შრომის ფასად დაუჯდათ. კადრში მათი სიძულვილი ერთმანეთის მიმართ საერთოდაც არ ჩანს. სინამდვილეში კი, რეიჩელისთვის გადაღებები იმდენად აუტანელი გახდა, რეჟისორს პარტნიორის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
2. უილიამ ბოლდუინი და შერონ სტოუნი ("ნაფოტი")
ისინი ერთმანეთს გამიზნულად აღიზიანებდნენ. ერთ-ერთი სცენის დროს გოგონამ ისე უკბინა პარტნიორს, უილიამს რამდენიმე დღე საუბარიც არ შეეძლო.
3. ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი ( მე მიყვარს უსიამოვნოებები)
ფილმის გადაღებების დასრულებიდან წლები გავიდა, თუმცა ისინი დღემდე ვერ იტანენ ერთმანეთს და ამას არც მალავენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯულიამ ყოფილ პარტნიორს საზიზღარი ადამიანი უწოდა. მიეცა თუ არა შესაძლებლობა, ნიკმა რობერტსი უსიამოვნო ადამიანად მოიხსენია.
4. კლერ დეინსი და ლეონარდო დიკაპრიო (" რომეო და ჯულიეტა")
მათი ჩხუბი ხშირად უშლიდა ხელს გადაღებების პროცესს. წლების მანძილზე ურთიერთდაპირისპირება არ გამქრალა და ინტერვიუებში დეინსი არც თუ ისე კარგად მოიხსენიებს პარტნიორს.
5. მერლინ მონრო და ტონი კერტისი ("ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან")
"მე თითქოს ჰიტლერს ვკოცნიდი", - განაცხადა ტონიმ და ამით ფარდა ახადა ერთი შეხედვით ლამაზ სცენებს. ცნობილია ისიც, რომ მათ სასყვაარულო ურთიერთობა ფილმის დაწყებამდე ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, წყვილმა დაშორების შემდეგ მეგობრობაც ვერ შეძლო.
6. პატრიკ სვეიზი და ჯენიჯერ გრეი ("ბინძური ცეკვები")
ამბობენ, რომ პატრიკი დაჩოქილი ეხვეწებოდა ჯენიფერს როლი მიეღო. საქმე ისაა, რომ მათ ადრეც მოუწიათ პარტნიორობა (ფილმში "წითელი განთიადი"), თუმცა გადაღებები მათი განუწყვეტელი კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
7. შირლი მაკკლეინი და ენტონი ჰოკინსი ("პერიოდების ცვლა")
"შირლი იყო ყველაზე გულისამრევი მსახიობი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია",- ამბობს ჰოკინსი.
8. დებორა უინგერი და რიჩარდ გირი ("ოფიცერი და ჯელტმენი")
მათი გმირების ისტორიის ბედნიერი დასრულებიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ ჰოლივუდში დღემდე ყველამ იცის, თუ როგორ სძულდათ მსაახიობებს ერთმანეთი.