ანჯელინა ჯოლიმ, როგორც ფილმის რეჟისორმა, ისაუბრა თავის ახალ ფილმზე და რჩევები მისცა ახალგაზრდა ქალბატონებს.
გასულ საღამოს რეჟისორი ანჯელინა ჯოლი და მწერალი ლანჯ ანგი ნიუ-იორკის 92-ე ქუჩას ესტუმრნენ და პირველ ერთობლივ ფილმზე: " მათ ჯერ მოკლეს მამაჩემი" ისაუბრეს, რომელიც 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა. ფილმი დაფუძნებულია ლანჯ ანგის წიგნის მოტივებზე, რომელშიც ის აღწერს თავის ბავშვობას, პერიოდს, როცა კამბოჯაში ვიეტნამის ომი იყო გაჩაღებული.
ჯოლიმ მწერლის ისტორია მაშინ აღმოაჩინა, როცა ის კამბოჯაში იყო ჩასული და წიგნი შეიძინა. წაკითხვის შემდეგ ანჯელინას სურვილი გაუჩნდა, ამ ისტორიაზე გადაეღო ფილმი. სცენარი რეჟისორმა და მწერალმა ერთად დაწერეს.
ჯოლის გამოსვლა ძალიან ემოციური იყო. საუბრის ბოლოს მსახიობმა რჩევა მისცა ქალბატონებს: "თქვენი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, - ამბობს ის. - ქალების ორი ტიპი არსებობს: ერთი, რომლებიც მუდმივად შოპინგობენ, დროს ატარებენ სალონებში, ძალიან ცოტას ჯერდებიან; ხოლო მეორე ტიპის ქალბატონები მუდამ კითხულობენ, ხალხთან კონტაქტობენ, მოგზაურობენ. სწორედ ისინი წვდებიან ცხოვრების არსს და მათ შეუძლიათ მოიპოვონ დიდება, მიაღწიონ წარმატებას. და თქვენ რომელი ტიპის ქალად წარმოგიდგენიათ თავი? რასაკვირველია, მეორედ. ამისთვის ჩვენს ახალგაზრდა გოგონებს უნდა ავუხსნათ, რომ ცხოვრების არსი ცოდნაში დევს, სწორედ სწავლის მეშვეობითაა შესაძლებელი, ქალმა რეალური ადგილი დაიკავოს მსოფლიო ასპარეზზე".
ნინია მედულაშვილი