ინტერვიუ
"დრრრინკიტიკიტი" - ვინ არის წყვილი, რომლის სიმღერის ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა
"დრრრინკიტიკიტი" - ვინ არის წყვილი, რომლის სიმღერის ვიდეო ინტერნეტჰიტად იქცა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ცოლ-ქმრის მიერ გადაღებული სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა. ცოლ-ქმარი ქართულ სიმღერას განსხვავებული ინტერპრეტაციით ასრულებს. როგორც გავარკვიეთ, თეკლა ერქვანიძე და გიორგი ალანია ჩინეთში ცხოვრობენ და საქართველოს მონატრებას ასე პოზიტიურად და მხიარულად იქარვებენ.
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 2014 წელს გავიცანით, მაგრამ 2016 წლიდან დავახლოვდით.
მას მერე ვართ ერთად. 2017 წლის სექტემბერში კი დავქორწინდით.

- ჩინეთში როგორ აღმოჩნდით?

- ჩინეთში მე ადრეც ვიყავი სასწავლებლად და ამიტომ სულ ვაპირებდი დაბრუნებას. მსურდა, მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. აქ წამოსვლის იდეა ჩემს
მეუღლესაც მოეწონა და ქორწილის შემდეგ წამოვედით. ვმუშაობთ და ვსწავლობთ. ჯერჯერობით აქ ყოფნას ვაპირებთ 1-2 წელი მაინც, სანამ სწავლას დავამთავრებ.

- თქვენმა ვიდეომ სრულიად ინტერნეტი მოიცვა. ელოდით ამ რეაქციას?

- რა თქმა უნდა, არა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა. უბრალოდ, ჩვენთვის გავერთეთ და შემდეგ ჩემს პირად გვერდზე ავტვირთე.

- როგორი შეგრძნებაა, როცა ერთ დილით ინტერნეტვარსკვლავის სტატუსით იღვიძებ?

- ინტერნეტვარსკვლავი, ალბათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მეცინება ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა საოცრება დატრიალდა. ერთ დღეში ათასობით გაზიარება და ნახვა ჰქონდა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ხედავ, ხალხს მოსწონს და ამდენ კეთილ კომენტარს გიწერენ, მაგრამ თან ამ ვიდეოს დანახვა აღარ შეგვიძლია (იცინის). გაგრძელება + ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31