ინტერვიუ
ვინ არიან ბიჭები, რომლებმაც შუა თბილისში კარადა დადგეს
ფრაზა „სიკეთე გადამდებია“ შაბლონურობას მაშინვე კარგავს, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით და აღმოვაჩენთ, რომ ის მართლაც ვირუსულად ვრცელდება.

ერთი შეხედვით ერთჯერადმა პროექტმა, რომელიც შალვა ნადირაძემ და მისმა მეგობრებმა თავიანთ უბანში ტანსაცმლით სავსე კარადის დადგმით დაიწყეს, მასშტაბური სახე მიიღო. ასეთი კარადა დღეს არა მხოლოდ თბილისის ბევრ ქუჩაში, რეგიონებშიც დგას. ვინ არიან და
როგორ დაიწყო პროექტი, ამ და სხვა კითხვებზე MARAO.GE-ს იდეის ერთ-ერთმა ავტორმა შალვა ნადირაძემ უპასუხა:


ვინ ხართ?

- ჩვენ ვართ სამეგობრო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან.

როგორ გაჩნდა იდეა?

- იდეა მოგვივიდა სიკეთის სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს და მეორე დღესვე დავიწყეთ განხორციელებაზე ფიქრი.


რამდენად რთული იყო განხორციელება?

- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრნი ვართ და ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, დიდ სირთულეებს არ წავწყდომივართ.


რა არის თქვენი მიზანი?

- პირველ რიგში, გაჭირვებულების დახმარება და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - საზოგადოებისთვის სიკეთის ძალისა და მნიშვნელობის შეხსენება.


საზოგადოებისგან ასეთ გამოხმაურებას ელოდით?

- გვქონდა იმედი, თუმცა ჩვენი სიკეთე თუ ასეთი გადამდები იქნებოდა, ვერ წარმოგვედგინა. ამ იდეამ განხორციელება დაიწყო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან და მოიცვა მთელი საქართველო. საკმაოდ ბევრ რეგიონშია დადგმული ეს კარადა და ვფიქრობთ, მიზანი მიღწეულია.

როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროექტი?

- გვინდა გაგრძელდეს მუდმივად და იქცეს ტრადიციად. ჩვენი წამოწყება იყო მოხალისეობრივი და ძალიან მასშტაბური სახე მიიღო. მონაწილეობის სურვილი ქართველმა ემიგრანტებმაც გამოთქვეს და ფინანსური მხარდაჭერა შემოგვთავაზეს, თუმცა ჩვენ არ გვინდა რაიმე თანხებთან გვქონდეს საქმე. ვისაც უნდა, წვლილი შეიტანოს ამ პროექტში, შეუძლია, თანხა ახლობლებს გადაურიცხოს და თავად დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს.

განსხვავებით საზოგადოებისგან, თქვენ ძალიან მშვიდად შეხვდით იმ კადრებს, სადაც ჩანს, კარადის ირგვლივ შეკრებილნი როგორ იტაცებენ სამოსს. რატომ? თქვენ როგორ ახსნით ამ ფაქტს?

- ჩვენ ხომ არ ვიცით მათი სოციალური მდგომარეობა? იყო ასეთი ფაქტი ჩვენს უბანშიც, როცა ერთმა ქალბატონმა ბევრი სამოსი წაიღო. მას 8 შვილი ჰყავს. ვფიქრობ, არ გვაქვს განსჯის უფლება.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
მაია
გაიხარეთ ბიჭებო, ნამდვილადკარგი საქმე წამოიწყე და უფალი გფარავდეთ, კვლავ ბევრი კარგი იდეები წამოგაწყობინოთ ღმერთმა. მართლაც რამედნი გაჭირვებული ადამიანია, გაახარებთ მათ გულებს. იმედია მხოლოდ გაჭირვებულები ისარგებლებენ ამ სიკეთით
13:33 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ანნამარია
გაიხარეთ ბიჭებო, ღმერთმა დაგლოცოთ! სიკეთითა და ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება! მრავალი სასიკეთო საქმე გაგეკეთებინოთ ცხოვრებაში.
22:43 / 06-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31