ინტერვიუ
საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! - ფიტნეს-ინსტრუქტორის რეკომენდაციები
საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! - ფიტნეს-ინსტრუქტორის რეკომენდაციები
დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ შიმშილი იწვევს წონის კლებას. - ეს შეხედულება მცდარია! გვესაუბრება ფიტნეს-ინსტრუქტორი ანტონ ლაშქარაშვილი:

კარგად თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ შიმშილის შეგრძნება ზუსტად საღამოს საათებში გვაწვება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საღამოს საათებში, კერძოდ კი, დაძინებამდე 2,5-3 საათით ადრე არ მიირთმევთ საკვებს, დილით გაღვიძების შემდგომ,
რამდენიმე საათი შიმშილის გრძნობა არც კი გექნებათ.
Image result for 6 o'clock don't eat
ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ ხდება ასე?

ზემოხსენებული გარემოება გამომდინარეობს იქიდან, რომ მოქმედებაში ჩართულია ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ზრდას და მეტაბოლიზმის პროცესს ღამის განმავლობაში. სომატოტროპული ჰორმონი უმთავრეს როლს თამაშობს კუნთოვანი სისტემის აღდგენის პროცესზე, უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის განახლებასა და გაახალგაზრდავებას.

ძილის პერიოდში ადამიანი სუნთქავს და შესაბამისად, ორგანიზმი ფუნქციონირებას არ წყვეტს. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმოვანი მასის წვის ხარჯზე.
დილით შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმიტომ, რომ ზრდის ჰორმონი არ წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო საღამოს შიმშილის შეგრძნება მატულობს იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ჰორმონი წყვეტს მუშაობას.

ჩემი მთავარი რჩევაა:
ნებისმიერი მოქმედება, რაც უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს, კვებას, სითხის მიღებას და სხვა სახის ქმედებებს, მოხდეს აუჩქარებლად და ორგანიზმის და ტვინის მოთხოვნებზე დაყრდნობით. მიენდეთ იმას, რასაც გკარნახობთ ტვინი.
ჩვენი სხეული არის მანქანა, რომელსაც მართავს ჩვენი ტვინი!

  • მოგშივდა? უნდა ჭამო!
  • მოგწყურდა? უნდა დალიო!
  • გეძინება? უნდა დაიძინო!
  • ვერ ისვენებ? უბრალოდ გაისეირნე! იმოძრავე!
უამრავი ადამიანისგან მესმის, რომ ისინი არ მიირთმევენ საკვებს 6 საათის მერე. - არა, არა და არა! უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რისი მირთმევა შეგვიძლია.

საღამოს საათებში მიირთვით ცილებით მდიდარი პროდუქტები
ქათმის ფილე, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძის ნაწარმი (ხაჭო, მაწონი, კეფირი).
ცილებით მდიდარ პროდუქტებს შეგიძლიათ დაურთოთ ბოსტნეული ნებისმიერი სახის და ნებისმიერი რაოდენობით.

ეცადეთ კატეგორიულად აკრძალოთ საღამოს საათებში ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება, ვინაიდან და რადგანაც, ნახშირწყლების მიღება საღამოს პერიოდში უზრუნველყოფს მკვეთრად ინსულინის ჰორმონების გამოყოფას, რაც ახდენს სისხლში არსებული შაქრის ნეიტრალიზაციას და ხელს უშლის ზრდის ჰორმონის მუშაობის წარმოქმნას, რაც ჭარბწონიანობასთან ბრძოლის დროს დიდ ბარიერად აღგვიდგება და არამხოლოდ ჭარბწონიანობის დროს!

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საღამოს გამოვრიცხოთ ნახშირწყლების მიღება და ვეცადოთ, რომ საღამოს 23:00-ზე უკვე ვიყოთ დასაძინებლად მზად. ღამის თენება დიდი წინაღობაა, რადგან ზრდის ჰორმონი, მოგეხსენებათ, ფუნქციონირებს 23:00-00:00-დან 03:00-მდე. თუ ჩვენ ამ დროს არ გვეძინება, შესაბამისად, ზრდის ჰორმონის მოქმედება განეიტრალდება და არ მოხდება ენერგიის ხარჯვა. შესაბამისად, ცხიმის წვის პროცესი შემცირდება. უამრავ დამწყებ ან უბრალოდ არაკომპეტენტურ პირს რომ დავეკითხოთ, მთავარია ვარჯიში და კვება.
ნურას უკაცრავად! „აქტიური ცხოვრება, ბალანსირებული მოწესრიგებული კვება და ძილი“ - ეს 3 პირობა უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

ავტორი: ანტონ ლაშქარაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31