ინტერვიუ
„ ინტუიციური კვების მეთოდით 25 კგ სტრესის გარეშე დავიკელი“ - ქართველი გოგონა „ანტიდიეტას“ გვიმხელს
„ ინტუიციური კვების მეთოდით 25 კგ სტრესის გარეშე დავიკელი“ - ქართველი გოგონა „ანტიდიეტას“ გვიმხელს
„ინტუიციური კვება დიეტა არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ანტიდიეტაა“,- ასე დაიწყო marao.ge-სთან საუბარი ნინი თოდუამ და ცოტათი დაგვაბნია, მაგრამ მალევე ყველაფერი დეტალურად აგვიხსნა და აშკარა გახდა, რომ გოგონა გახდომის საოცარ რეცეპტს გვთავაზობდა, რომელიც არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაც აჯანსაღებს: ინტუიციური კვება ძალიან მარტივია, როგორც ნებისმიერი ჭეშმარიტება და ამავდროულად, ძალიან რთულია.
მთავარი მისი ოთხი პრინციპია:

  • ვჭამ, როცა მშია;
  • ვჭამ იმას, რაც მინდა;
  • ვჩერდები, როცა ვნაყრდები;
  • ვაცნობიერებ, რომ საჭმელი არის მხოლოდ საჭმელი. არ ვჭამ ემოციების, მოწყენილობის გამო ან სტრესის დასაძლევად.
- როგორ უნდა დაიცვა ეს რეჟიმი?
- მთავარია, თავი დავაღწიოთ დიეტურ მენტალიტეტს და დავიწყოთ საკუთარი თავის მოსმენა, ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტოთ საკუთარი თავის ტანჯვა უაზრო და უშედეგო დიეტებით. ინტუიციურ კვებამდე სწორედ ამ დიეტებმა და აკრძალვებმა მიმიყვანა. პირველად მეათე კლასში მოვიმატე და მერე დავიკელი 10 კილო. რომ გავთხოვდი, 12 კილო მოვიმატე და ისევ დავიკელი. ასევე, პირველი ორსულობისას მოვიმატე 27 კილო, რომელიც 7 თვეში მოვიშორე და მეორე ორსულობისას მოვიმატე 21 კილო, ისიც დავიკელი 8 თვეში. ამის მერე მქონდა წონის ცვლილება, პლუს-მინუს ათი კილო, რამაც მიმიყვანა საბოლოოდ ინტუიციურ კვებამდე. ყველაზე მეტს 77 კგ-ს ვიწონიდი.
დიეტები იყო ტანჯვა. ვჭამდი საძულველ საჭმელს, ვიკლებდი და მერე უფრო მეტს ვიმატებდი. ეს მოქმედებს ფსიქიკაზე და სწორედ ამიტომ მივედი კვებითი ქცევის დარღვევამდე - ბულემიამდე.
ინტუიციური კვება იყო და არის ის, რამაც მე ამ ყველაფრისგან გამათავისუფლა და ახლა ჩემი დილა საჭმელზე ფიქრით აღარ იწყება. ვისაც ეს გამოუცდია, მიხვდება, თუ რამდენად თავისუფალი ვარ ახლა.



- რამდენი ხანია ამ რეჟიმს იცავთ?
- ინტუიციურ კვებაზე თითქმის ორი წელია ვარ, 25 კგ დავიკელი. ეს არ არის მათთვის, ვისაც ხუთ დღეში შვიდი კგ-ის დაკლება უნდა. ეს იმ ადამიანებისთვისაა, ვინც მზად არის, იმუშაოს საკუთარ თავზე და ამ შემთხვევაში დაკლება არის უკვე ერთ-ერთი და არა ერთადერთი პლუსი, რადგან იცვლება მთელი ცხოვრება.
ნებისყოფა ამოწურვადი რესურსია. ვისაც დიეტების გამოცდილება აქვს, იცის, თავიდან რა ადვილია კლება და დიეტის დაცვა, შემდეგ წრეებზე კი ყველაფერი რთულდება, სანამ არ აღმოვაჩენთ, რომ დიეტების და დარღვევების ხაფანგში მოვხვდით და დროა, გაქცევის გეგმა შევიმუშავოთ.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა ებრძვის კილოგრამებს?
- ნებისყოფა გვერდზე გადადეთ, უსმინეთ საკუთარ თავს და ის გაჩვენებთ საუკეთესო გზას, რომელიც ოცნების ფიგურასთან და ცხოვრებასთანაც მიგიყვანთ.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31