"იქს ფაქტორის" ბოლო ლაივ-შოუზე ია ტომაში უკვე მეორედ გახდა აუტსაიდერი. ამჯერად, ჟიურის გადაწყვეტილებით მან დატოვა პროექტი. ჩვენ დავუკავშირდით და ვკითხეთ იას "იქს ფაქტორისგან" მიღებულ გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და ირონიულ სტატუსზე, რომელიც პროექტის დატოვების შემდეგ დაწერა.
რა მოგცა პროექტმა, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში "იქს ფაქტორის" შემდეგ?
- ბევრი კონცერტი მქონდა ფილარმონიაში.
როგორც ვიცი, ბევრი მეგობარი შეიძინე. გულშემატკივრის ამპლუაში ხომ არ აპირებ, მიხვიდე შოუს სანახავად შემდეგ ლაივზე?
- თუ ჩემი გულშემატკივრობა დასჭირდებათ, მხოლოდ რეპეტიციებზე და აუცილებლად მათ გვერდით ვიქნები...
"იქს ფაქტორის" ლაივამდე, რეპეტიციაზე „ფეისბუქლაივში" თქვი, რომ ავად იყავი. ხომ არ ფიქრობ, რომ ეს იყო შენი აუტსაიდერობის მიზეზი?
-არა, საერთოდ არ ვფიქრობ. მეშინოდა, მაგრამ გაოცებული ვიყავი, საიდან ამომივიდა ხმა საერთოდ...
შენი მენტორი არ იყო ლაივ-შოუზე. ამან შეგიქმნა თუ არა დისკომფორტი?
- კი. ასე მეგონა, მშობელი გვაკლდა მე და თამთას...
როგორ ფიქრობ, რა იყო ყველაზე მთავარი მიზეზი შენი "აუტსაიდერობისა"?
- როგორც მიაწოდეს ხალხს, ხალხმაც ისე გაიგო. ვგულისხმობ ჩემს ვითომ პროფესიონალიზმს და შემდგარ მომღერლობას. მე იმისთვის, რომ "იქს ფაქტორში" არ შემერცხვინა თავი და დაახლოებით სრულყოფილი ვყოფილიყავი, მაინც ბევრი ვიშრომე, ბოლო კონკურსის შემდეგ უამრავი წელი ველოდე მომენტს, რომ თავდაჯერებულად მეგრძნო თავი და ზუსტად ამ მომზადებულობის გამო გამომიშვეს. მქონდა გამოცდილება მაშინ, როცა პირველად გამოვედი კონკურსში, რომ ერთ კვირაში გამორიცხულია შეძლო იდეალურად სწავლა.
სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- ჯერ ვერაფერს...
იქს ფაქტორისა და შენი დაოჯახების კავშირზე ირონიული სტატუსის დაწერის მიზეზი რა იყო?
-ვვფიქრობ, ახლა ამაზე საუბარი უხერხული იქნება. მთავარია, გამგებმა გაიგოს.
მარიემ კაკაურიძე
იხილეთ: რა მოხდა „იქს ფაქტორის“ მორიგი მოულოდნელობებით სავსე ტურში? (+ ლუქები)
"ვერანაირად ვერ გავხდები ძალით შესაცოდი..." - ია ტომაში მაყურებელს მიმართავს