"მამაჩემი უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო. მინდა, ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ. ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ სრულიად უცნობებს, აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან.
მე ძალიან ამაყი ვარ, ასეთი კაცის შვილი რომ ვარ!" - ცნობილი პაროდისტის, ობოლა ციმაკურიძის შვილი - ნუცა ციმაკურიძე ვენაში სწავლობს. მან უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია და მამასა და თავის დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა.
- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოხმაურებისთვის და უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემს ვიდეოს გამოეხმაურა და ამ ორი დღის განმავლობაში საოცარი სიხარული მომანიჭა. საოცრებების მოხდენა შეუძლია მუსიკას...დავიბადე თბილისში და გავიზარდე ძალიან მუსიკალურ ოჯახში. სულ სიმღერა და ტკბილი ჰანგები ჩამესმოდა ყურში. ბევრჯერ მომისმენია, რომ ჩემზე ორსულად მყოფი დედა გიტარას ხელიდან არ აგდებდა... ბებიას კონსერვატორია აქვს დამთავრებული საფორტეპიანო განხრით, პიანისტია. ალბათ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში გამეკეთებინა, რისთვის მეცხოვრა და რა გზით წავსულიყავი. პატარაობიდან ვმღერი და 3 წლიდან სცენაზე ვდგავარ. უამრავ კონკურსში თუ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია. ერთ-ერთი ასეთი გადაცემა იყო "ანა-ბანა".. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო