ინტერვიუ
"კაა" სოფია ნიჟარაძეს ცოლობაზე უარს ეუბნება - თეატრიდან რუსთაველის აქციაზე მოხვედრილი მსახიობის გული უკვე დაკავებულია
"კაა" სოფია ნიჟარაძეს ცოლობაზე უარს ეუბნება - თეატრიდან რუსთაველის აქციაზე მოხვედრილი მსახიობის გული უკვე დაკავებულია
მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ერთი კვირის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი წამოძახილი "კაა" - სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა და პოლიტიკაში წასულ მსახიობს არნახული პოპულარობა მოუტანა.

„რეიტინგმა“ ლაშა ცუცქირიძესთან საუბარი მის მიერ შესრულებულ როლებზე საუბრით დაიწყო.

- პროფესიით მსახიობი ვარ. გადაღებული ვარ სხვადასხვა მუსიკალურ კლიპში, სერიალებში „ყავა და ლუდი“, ასევე, „ჩემი ცოლის დაქალებში“.
კიდევ ინდურ ფილმებში ვითამაშე.

- რომელ ინდურ ფილმებში ხართ გადაღებული?
- არ ვიცი იმ ფილმების სახელი. ასე ვერ გეტყვით.

- არ იცით, სად ითამაშეთ?
- თქვენ დამაფიქრეთ ახლა იმ ფილმებზე. ინდოელები ფილმს როცა იღებენ, მერე არქმევენ სახელს და არ ვიცი, რა ჰქვია ფილმებს ჩემი მონაწილეობით. ინდურ ფილმებში თამაში ჩემთვის მხოლოდ ფინანსური ინტერესი იყო.

- პოლიტიკაში როდის მოხვდით?
- 2013 წელს მოვხვდი პოლიტიკაში. როცა დავინახე, ქვეყანა რეგრესისკენ მიდიოდა, გადავწყვიტე, პროტესტი გამომეხატა. კატასტროფა ხდება ქვეყანაში და ძალას არ ვიშურებ, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო.

- პოლიტიკაში მოსვლამდე რა იყო თქვენი შემოსავლის წყარო?
- ვაკის სარდაფში ვთამაშობდი და სხვადასხვა თეატრთან ვთანამშრომლობდი, როგორც მიწვეული მსახიობი. სახელმწიფო სამსახურში ერთი წუთითაც არ მიმუშავია. რომ ამბობენ, თითქოს კორუფციულ გარიგებებში ვიყავი, ტყუილია. შინაგანად პატრიოტი ადამიანი ვარ და ამიტომ ვიბრძვი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

- ზვიად კუპრავას როდის დაუმეგობრდით, რამ გაგაერთიანათ?
- მე და ზვიადი ერთ-ერთ აქციაზე დავმეგობრდით. ისიც „ოცნების“ გადაცდომების წინააღმდეგ იბრძვის. ამას მოჰყვა ძმაკაცობა. რაღაცებს რომ ავრცელებენ ჩვენზე, სისულელეა.

- თქვენი და ზვიად კუპრავას აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს გულისხმობთ?
- თუნდაც. აეროპორტში დავხვდი კაცს, რაღაცის თქმა უნდოდა. გარშემო თანამშრომლები და ჟურნალისტები იდგნენ, ამიტომ ყურში მითხრა სათქმელი, ამათმა კი გულები დაადეს და ისე გაავრცელეს. მარაზმია ეს ყველაფერი.

- გაბრაზებული მეჩვენებით ამ ვიდეოს გამო?
- არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ, ძალიან უსუსურობაა. "კა"-ს მეტი ვერაფერი ჩამიდეს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
ნინო
ინდური ფილმის სახელწოდება როგორ დამალა, აბა ჰოლივუდურ ფილმში ეთამაშა, ხომ ეცოდინებოდა სახელი? :)
12:07 / 08-06-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
მომწონთ თუ არა საიტის განახლებული დიზაინი
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31