"ღმერთის მეშინია და მარიამის!" - როგორი ურთიერთობა აქვს თეა დარჩიას შვილებთან?
"ღმერთის მეშინია და მარიამის!" - როგორი ურთიერთობა აქვს თეა დარჩიას შვილებთან?
რუბრიკის "ინდიგო ბავშვების" პირველი სტუმარია ენერგიული, ქარიზმატული მოცეკვავე თეა დარჩია. თეა ოთხი შვილის დედაა. მას შვილებთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მისთვის მიუღებელია დედაშვილურ ურთიერთობაში თუნდაც იოტისოდენა დისტანცია.

- თუ არ ვცდები, 4 შვილი გყავთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის განცდა, როცა პირველი შვილი შეგეძინათ და პირველად აიყვანეთ ხელში? რა იგრძენით
მაშინ და როგორ შეიცვალა თქვენი განცდები მეორე, მესამე, მეოთხე ჯერზე?

- როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს.
მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრმ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა. პირველ შვილზე, როგორც გითხარით, 19 წლის ვიყავი და ყველაზე მკაფიოდ რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და რომ ღვთის წყალობის გარეშე ამხელა სირთულეს ვერ გადავლახავდი. როცა ვუყურებდი ჩემს ქმნილებას, როგორ გითხრათ... შოკში ვიყავი! ოთხივე შვილის გაჩენისას ერთი და იგივე განცდა მეუფლებოდა, დეჟავუ მემართებოდა, მაგრამ ყველაფერი უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან, მეგობრული და უშუალო თუ თბილი, მაგრამ დისტანციური?
- მეგობრული, უშუალო, თბილი და ძალიან ახლო! არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან... თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს.
ჩემს შვილებთან ვარ აბსოლუტურად მათი ტოლი და სწორი - 4 წლის ბავშვთან 4 წლის ვარ, 27 წლის მარიამთან - ოცდაშვიდის და 15 წლის მირიანთან 15 წლის ვარ!
ყველა თემაზე უნდა მელაპარაკონ, აბსოლუტურად ყველა თემაზე. არ უნდა არსებობდეს თემა, რომელზეც ბავშვი არ დამელაპარაკება. თემა შვილთან ტაბუდადებული თუ გექნება, ჩათვალე, რომ შვილი გაგექცევა. აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა შეეძლოთ ჩემთან ლაპარაკი. მირჩევნია, ბავშვმა ისეთი რაღაც მითხრას, გული გამისკდეს და არ შევიმჩნიო, ვიდრე ვინმე თავის ტოლს, პატარას, გამოუცდელსა და შტერს უთხრას და მისი რჩევა გაითვალისწინოს.


- როგორ ახერხებთ ამას, არ გიჭირთ?
- საერთოდ არა, არც დავფიქრებულვარ ამაზე, იმიტომ, რომ ჩემი შვილები, პირველ რიგში, ჩემი მეგობრები არიან. იცი, რა? თუ რამეს გაიპრობლემებ ცხოვრებაში, აუცილებლად პრობლემად გექცევა. თუ ყველაფერს ჩვეულებრივად მიიღებ, ყველაფერი "სვეცკად" და "ლაითად" გაივლის. ადამიანები თავად ვიქმნით პრობლემებს. არაფერი არაა პრობლემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.

- როგორ ფიქრობთ, თქვენსა და თქვენი შვილების პატარაობას შორის რა განსხვავებებია ისეთი, რომლებიც დრომ, ეპოქამ განაპირობა?
- უზარმაზარი განსხვავებაა! მე რომ ჩემს მშობლებთან ისეთი ურთიერთობა მქონოდა, როგორიც ჩემს შვილებს აქვთ ჩემთან, ძალიან ბევრ პრობლემას ბევრად უფრო მარტივად გადავლახავდი. ძალიან ბევრ ტყუილს არ ვიტყოდი, ნაკლებ ტყუილს ვიტყოდი.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი რომელიმე შვილისგან პირველი ისეთი ქმედება, რომელმაც მკვეთრად გაგრძნობინათ ეს სხვაობა?
- ყოველდღე ვგრძნობ ამას. ჩემი უფროსი შვილის, მარიამის ისე მეშინია, ვერ აღგიწერთ... ღმერთის მეშინია და მარიამის! ბევრად ჩემზე მაგარია, ბევრად ჩემზე ჭკვიანი, სუფთა, მოწესრიგებული, ბევრად ჩემზე კარგია ყველა ასპექტში. ვერ წარმოიდგენთ, მისი როგორი რიდი მაქვს!


- როგორი დედა ხართ, როგორია თქვენი, როგორც დედის ყოველდღიურობა?
- უმაგრესი! არაფერი ისეთი, განსაკუთრებული საერთოდ! შვილებს ვაძალებ მხოლოდ წვნიანს, სწორ კვებას, სწავლა-განათლებას და ისეთ აუცილებელ დეტალებს, როგორებიცაა ძილის წინ ხელ-პირის დაბანა და კბილების გახეხვა. ხშირად ვუმეორებ, რომ ძილის წინ კბილების გახეხვა კიდევ უფრო აუცილებელია, ვიდრე დილით და არასდროს მეზარება ამის ახსნა.

- დედურ ინსტინქტებზე შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ისტორია? როცა მაგალითად, იგრძენით, რომ ბავშვი ავად ხდებოდა ან რაღაც რიგზე ვერ იყო...
- მე არ მეგონა, თუ სცენაზე ოდესმე ცეკვის გარდა სხვა რამეზე ვიფიქრებდი... როცა ჩემი მარიამი ჩემ გვერდით აღმოჩნდა სცენაზე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა დედური ინსტინქტები. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი, მანდილი სწორად ჰქონდა შეკრული თუ არა, საყურე ხომ არ დაავიწყდა, ქამარი როგორ ეკეთა, მოძრაობას სწორად აკეთებდა თუ არა, იღიმებოდა თუ არა. მე საერთოდ დამავიწყდა ჩემი თავი და იქ მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი დედური ინსტინქტები მქონია.
ცეკვას თავი გავანებე და ჩემი საქმე, ანსამბლი ჩემს შვილს "გადავულოცე"... ნამდვილად არ მეგონა, ასეთი ძლიერი ინსტინქტები თუ მქონდა, იმიტომ, რომ ჩემი შვილის გამო წამოვედი სცენიდან.

- შეგიძლიათ დაახასიათოთ თქვენი შვილები, ოთხივე, რა განსხვავებები და მსგავსებებია მათ შორის?
- მსგავსება ის აქვთ, რომ ოთხივე ერთმანეთს ჰგავს და მე არც ერთი არ მგავს. მე ვარ ოფიციალურად სუროგატი დედა (იცინის). განსხვავებულები არიან ხასიათით. მარიამი და მირიანი მამას ჰგვანან ხასიათით, ჭკვიანები, მშვიდები, გაწონასწორებულები, კეთილები და წყნარები არიან. ბოლო ორი, ცხოველები არიან, მე მგვანან და მე მგონი, დავიღუპე! ჩემი ხასიათი აქვთ და ცოტა დავიძაბე (იცინის).
ჩემს შვილებს იმ წმინდანების სახელები ჰქვიათ, რომელთა ხსენების დღესაც გაჩნდნენ. მარიამი 28 აგვისტოს გაჩნდა, მირიანი მირიან მეფის ხსენების დღეს გაჩნდა, იოანა - იოანა მენელსაცხებლის ხსენების დღეს... ხოლო რაც შეეხება გაბრიელს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს მინდოდა გაჩენილიყო და ოცი დღის შემდეგ, მთავარანგელოზობას, მიქელ-გაბრიელის ხსენების დღეს გაჩნდა. ამ ოცი დღის განმავლობაში ჩემოდნით ვიჯექი და ყოველ წამს ველოდებოდი.


- მარიამი მოცეკვავეა. დანარჩენებს ხომ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევენ?
- მირიანი 15 წლისაა და ახლა გამომიცხადა, რომ უნდა გამოვიდეს მანქანის დიზაინერი და დავიღუპე, იმიტომ, რომ საქართველოში ეს სფერო საერთოდ არ არსებობს. შევხვდით ბატონ ციკოლიას და დაგვაკვალიანა. ჩემს შვილებს ყოველთვის ვაძლევ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი, ჩემს აზრს არასდროს ვახვევ, უბრალოდ, ვეუბნები, გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომ მთელი ცხოვრება ბედნიერები იყვნენ და აკეთონ ის, რაც უყვართ. ჩემი მაგალითიდან იციან, რომ თუ საქმე, რომელსაც აკეთებენ, არ აბედნიერებთ, არიან უბედურები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი.
მარიამმა 14 წლის ასაკში გამომიცხადა, ცეკვა მინდა იქ, სადაც შენ ცეკვავო, მანამდე კი ცეკვას ვერ იტანდა. ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ცეკვამაც და სუხიშვილებმაც დედა წაართვეს, ძალიან ეჭვიანობდა. როცა მივიყვანე, მითხრეს, სერიოზული მოცეკვავეა, ეს მისი საქმეაო. როცა ჩაეფლო ამ საქმეში და დაიწყო რეპეტიციები, მოგზაურობა, ჩაისუნთქა სცენის მტვერი, მერე მითხრა, ყველაფერს ახლა მივხვდი, დედიკოო.


- რაზე უბრაზდებით ხოლმე ყველაზე მეტად, ყველაზე ხშირად მათ და რა გზებს მიმართავთ, როცა ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროა?
- ხშირად ვდავობთ კვებაზე. არაფერი კარგი არ მოსწონთ, ჩიფსები და არაჯანსაღი პროდუქტი უყვართ. მარიამი რადგან მოცეკვავეა, უკვე სხვანაირად იკვებება. მიხვდა, როგორც იქნა, რომ ასეა საჭირო. დანარჩენებს ვერ შევაგნებინე, რატომ უნდა ჭამონ ბროკოლი და არა ჩიფსი ან „დორიტოსი“. გაბრიელს ასევე უყვარს "გლაზური", ლაზურს ეძახის; იოანას კი "ყიყლიყო" მოსწონს.
ძალადობის გარდა, ყველა გზას მივმართავ. ძალადობა ერთადერთია, რაც არ შემიძლია! ყოველთვის ვცდილობ ავუხსნა, ვუთხრა რომელ ქმედებას რა შედეგი მოჰყვება, "ასე თუ იზამ, დედიკო, ასე იქნება, ისე თუ იზამ, ისე, თვითონ აირჩიე"...

- დედურ შიშებზე რას იტყვით? ხომ არ გაქვთ რაიმე ამოჩემებული, რაც არ გინდათ თქვენმა შვილებმა გააკეთონ?
- ძალიან არ მინდა, ჩემმა შვილებმა ოდესმე სიგარეტი მოწიონ, ნარკოტიკი გასინჯონ, ძალიან არ მინდა ჩემმა შვილებმა როდისმე გეი-აღლუმში მიიღონ მონაწილეობა, არ მინდა! მინდა ჯანსაღად, ქალი ქალი იყოს, კაცი - კაცი. მინდა იყვნენ მშვიდები, კეთილები, კაცთმოყვარეები, განათლებულები, ჯანმრთელები.

- როგორ ფიქრობთ, როგორი დედამთილი/სიდედრი იქნებით?
- სასწაული, სასწაული დედამთილი და სიდედრი ვიქნები. ოღონდაც ჩემი შვილი უყვარდეს და ჩემს შვილს უყვარდეს და თავს გადავევლები და შემოვევლები!

მერიემ კაკაურიძე



კომენტარები (4)
მარი
მე მადლობას გეტყვით ჩემო ბედნიერო ქალბატონო ყველაფრისთვის როგორიც ხართ.ღმერთს მადლობა რომ თქვენ ასეთი ქალბატონი ამ ჩვენს მიწაზე გამოგვიგზავნა.გაიხარეთ.ესბედნიერება თქვენ შექმენით თქვენი შრომით და კიდევ როგორი შრომით ხომ ყველამ უნდა ნახოს რა რთული სამუშაოები გაქვთ გავლილი ცხოვრებაში,რომ ეს დრო ამ დონეზე დამდგარიყო,ეს ოჯახი რომ ასეთი ბედნიერია ეს ხომ თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთად შექმენით.ყოჩაღ ჩემო საყვარელო ადამიანო.შენით ამაყობს ჩვენი ლამაზი ქვეყანა .შენ კიდევ უნდა გააჩინო შენისთანა ქართველები.
კახაბერი
ეს ულამაზესი ქალბატონი ხომ ძალიან მაგარი მოცეკვავეა, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ბრწყინვალე ადამიანი, ბრწინვალე ქართველი ქალი და ბრწყინვალე დედაა!!!
გიორგი
თეა, ჩაუტარე მასტერკლასები ბევრ მდედრს
ლია
ტქვენ ხარტ ასე ვიტყოდი, იდეალური ქალის, მეუგლის და დედის საუკეტესო მაგალიტი. ბარაქალა ტქვენ ქარტველების საამაყო ქალბატონო, სულიტ ხორცამდე სუფტა და ზლიერი ხარტ.გაიხარეტ და აკეტეტ ბევრი კეტილი საქმე, ტქვენ ეს გმერტმა მოგცატ და არასოდეს არ დაგეკარგოტ დიადი საქმეების კეტების სურვილი ი.

ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მისტიკა, ნიშნები და ორი ქართველი მწერლის უჩვეულო სამყარო
12:20 / 22-06-2018
ელის დოჯსონი და თეა ინასარიძე - ორი ახალგაზრდა მწერალია, საინტერესო სამყაროთი.  
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელზე ქორწინებაც მამაკაცს ჯოჯოხეთს უქადის
10:35 / 21-06-2018
მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს იმას, რომ ქალები გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი არსებები არიან.
 „ახლა მარიამ შენგელიას მუხლებზე ვუწევარ და ისმენს ჩემს საუბარს...“ - როგორ აღნიშნავენ საზღვრების დაცვის დღეს ზუგდიდში მარიამ შენგელია და გიორგი ფუტკარაძე?
15:17 / 19-06-2018
"X ფაქტორის" მეორე ლაივზე, ხალხის ხმების რაოდენობის მიხედვით, ლიდერი გიორგი ფუტკარაძე გახდა. ის დუეტში ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მღეროდა.
"როცა 18 წლის გახდა, გავიპარეთ. დღემდე არ მითქვამს მისთვის - “მიყვარხარ" - ალექსი კიკვიძის სიყვარულის ისტორია
15:04 / 18-06-2018
ალექსი კიკვიძე „X ფაქტორში“ ბიჭების კატეგორიაში მღერის. მისი მენტორია სტეფანე მღებრიშვილი. ბოლო ლაივზე ის აუტსაიდერებში მოხვდა, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტს არ გამოეთიშა.
რას ურჩევს ლევან მასპინძელაშვილი "იქს ფაქტორის" კონკურსანტებს და ვისთან ერთად ვიხილავთ მას, ორშაბათის ლაივ-შოუში
16:00 / 17-06-2018
ორშაბათს, 17 ივნისს, 22:00 სთ-ზე, ტელე "იმედის" ეთერში მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. "იქს ფაქტორის" მესამე "ლაივ შუზე" მონაწილეები ცნობილ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დუეტში იმღერებენ.
"...ყველაზე დიდი მოულოდნელობაც ის იყო, ლიდერი რომ გავხდი..." - მარიამ შენგელია თავისი ალბომის ჩაწერას გეგმავს
16:19 / 12-06-2018
პირველი ლაივის ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, ნანიკოს კატეგორიის მომღერალი მარიამ შენგელია იყო. მარიამი "X ფაქტორის" წინა სეზონზე გაიცნო მაყურებელმა. ის გიორგი გაბუნიას კატეგორიის კონკურსანტი იყო.
"მეამაყება, რომ ობოლა ციმაკურიძის შვილი ვარ!" - გოგონა, რომლის ნამღერი ინტერნეტჰიტი გახდა
11:22 / 11-06-2018
"მამაჩემი უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო. მინდა, ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ. ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ სრულიად უცნობებს, აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან.
"კაა" სოფია ნიჟარაძეს ცოლობაზე უარს ეუბნება - თეატრიდან რუსთაველის აქციაზე მოხვედრილი მსახიობის გული უკვე დაკავებულია
11:25 / 08-06-2018
მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ერთი კვირის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი წამოძახილი "კაა" - სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა და პოლიტიკაში წასულ მსახიობს არნახული პოპულარობა მოუტანა.
"ვერანაირად ვერ გავხდები ძალით შესაცოდი..." - ია ტომაში მაყურებელს მიმართავს
15:34 / 05-06-2018
"X ფაქტორის" ლაივ-შოუები გუშინ დაიწყო. პირველი აუტსაიდერები ია ტომაში და ჯგუფი Funky house გახდნენ. ჟიურის ძალიან გაუჭირდა არჩევანის გაკეთება ორ უძლიერეს კონკურსანტს შორის. საბოლოო გადაწყვეტილება მეხუთე მენტორმა ანრი ჯოხაძემ გააჟღერა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი