ვინ არის მშვენიერი გოგონა, რომელიც "დედეს" ასახიერებს
ვინ არის მშვენიერი გოგონა, რომელიც "დედეს" ასახიერებს
პოლონეთში გამართულ „ტოფიფესტ“ კინოფესტივალის დაჯილდოებაზე ახალგაზრდა რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ფილმისთვის „დედე“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი დაიმსახურა, ხოლო საფრანგეთში გამართულ მონპელიეს კინოფესტივალზე ფილმმა მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც სპეციალური პრიზიც კი მიიღო. ხვალიდან სურათის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშიც არის შესაძლებელი.
ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და
იმარჯვებს კიდეც. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი და ნათია ვიბლიანი ასრულებენ. ნათიას სამსახიობო გამოცდილება არ აქვს. ამის მიუხედავად, დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.

- დავიბადე და გავიზარდე მესტიის რაიონში, სოფელ ჭუბერში. იქვე დავამთავრე სკოლა. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ვმუშაობ საავიაციო უშიშროებაში... ლაღი და უდარდელი წლები გავატარე სვანეთში. ძალიან ტკბილად მახსენდება მესტიაში გატარებული წლები. უზომოდ მიყვარს იქაურობა და გული მწყდება, ხშირად რომ ვერ ვახერხებ ასვლას.

- რა გავლენა იქონია მთამ თქვენს ხასიათზე? როგორ ადამიანად ჩამოგაყალიბათ?
- მთამ ჩამომაყალიბა ძალიან მკაცრ, ამტან და დამოუკიდებელ ადამიანად. მთა ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანის ხასიათზე.

mshoblebi

- პროფესიით არ ხართ მსახიობი. როგორ მოხვდით ფილმში „დედე“?
- ფილმში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მე არც ვიცოდი ამ ფილმის შესახებ. "ფეისბუქზე" მომწერეს, ქასთინგზე მისვლას მთავაზობდნენ. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ არ აღმოჩნდა ხუმრობა. ქასთინგი ფილმის რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და მისმა დამ ჩაატარეს. ეძებდნენ ისეთ გოგონას, ვინც იცოდა სვანური, იყო ნაცხოვრები სვანეთში დ ა.შ. ჩემი კლასელის დედას უთქვამს მათთვის ჩემ შესახებ. ამას ისიც დაემთხვა, რომ მარიამის დამ "ფეისბუქზე" თავისით მიპოვა, დაათვალიერა ჩემი ფოტოები და დამიკავშირდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მანამდე არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა.
- რამდენად საპასუხისმგებლო იყო ეს როლი თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა. ჩემთვის პირველი იყო და ძალიან ჩვეულებრივად მივუდექი. გადაღების და სცენარის შესწავლის პროცესში იმდენად სიღრმეებში ჩავედი, რომ მივხვდი, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა.

- უამრავი ტრადიცია არსებობს სვანეთში. ბევრი მათგანი განსჯის და დავის საგანს წარმოადგენს. თქვენ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ ტრადიციებიდან?
- როგორც მოგეხსენებათ, ეს ფილმიც სვანურ ტრადიციებზეა. ყველაზე ცნობილი და განხილვადია სისხლის აღების ტრადიცია, რომელიც არა მარტო სვანეთში, არამედ მთის სხვა რეგიონებშიც იყო. ამ გადმოსახედიდან არც ერთ ტრადიციას არ ვემხრობი და არ ვამართლებ, თუმცა არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომლებიც მოწმობს, რომ ამ ტრადიციების არსებობა იმ პერიოდში აუცილებელი იყო. ეს არ იყო მხოლოდ ვიღაცის მოკვლის სურვილი, ეს იყო ტრადიცია, რომელიც აბალანსებდა მაშინდელ იქაურ ვითარებას.

mshoblebi
- იმ ტრადიციების შესახებ, რაც ფილმშია ასახული, რეალური ისტორიები თუ გსმენიათ?
- კი, რა თქმა უნდა. თვითონ ფილმიც რეალურ ამბავზეა აგებული. რეალურად არსებობდა აკვანში დანიშვნის, გათხოვების ტრადიცია. რასაც ნახავთ ფილმში, აბსოლუტურად ყველაფერი არის რეალური.

- ის ამბავი, რაც ფილმშია ნაჩვენები, რეალურად რომ გადაგხდენოდათ თავს, როგორ მოიქცეოდით?
- სხვათა შორის, მარიამ ხაჭვანსაც ვეუბნებოდი, მე რომ ამ ეპოქაში მეცხოვრა, ალბათ პირველი ქალი ვიქნებოდი, ვინც ამ ტრადიციებს დაარღვევდა და იბრძოლებდა თავისი სიყვარულისთვის.

- შესაძლოა, იმ დროშიც იყვნენ ქალები, ვინც აპროტესტებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ჰქონდა ამას აზრი?
- მაშინ ყველა ისე იზრდებოდა, რომ თავიდანვე იცოდნენ, რა როგორ უნდა მომხდარიყო. მე თავიდანვე ვაპროტესტებდი გარკვეულ ტრადიციებს. ეს გრძელდება დღემდე. ალბათ, იმ დროშიც ასე ვიქნებოდი და დარწმუნებული ვარ, გამომივიდოდა. მაშინდელი ქალები სისხლის აღების შიშით, რაღაც უბედურების შიშის გამო თავს იკავებდნენ და ისევ საკუთარ ცხოვრებას, სიყვარულს სწირავდნენ ამ ტრადიციებს. მე მართლა არ მსმენია, თუმცა შეიძლება იყვნენ ქალები, რომლებმაც თავისი გაიტანეს. გაგრძელება + ფოტო
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მისტიკა, ნიშნები და ორი ქართველი მწერლის უჩვეულო სამყარო
12:20 / 22-06-2018
ელის დოჯსონი და თეა ინასარიძე - ორი ახალგაზრდა მწერალია, საინტერესო სამყაროთი.  
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელზე ქორწინებაც მამაკაცს ჯოჯოხეთს უქადის
10:35 / 21-06-2018
მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს იმას, რომ ქალები გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი არსებები არიან.
 „ახლა მარიამ შენგელიას მუხლებზე ვუწევარ და ისმენს ჩემს საუბარს...“ - როგორ აღნიშნავენ საზღვრების დაცვის დღეს ზუგდიდში მარიამ შენგელია და გიორგი ფუტკარაძე?
15:17 / 19-06-2018
"X ფაქტორის" მეორე ლაივზე, ხალხის ხმების რაოდენობის მიხედვით, ლიდერი გიორგი ფუტკარაძე გახდა. ის დუეტში ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მღეროდა.
"როცა 18 წლის გახდა, გავიპარეთ. დღემდე არ მითქვამს მისთვის - “მიყვარხარ" - ალექსი კიკვიძის სიყვარულის ისტორია
15:04 / 18-06-2018
ალექსი კიკვიძე „X ფაქტორში“ ბიჭების კატეგორიაში მღერის. მისი მენტორია სტეფანე მღებრიშვილი. ბოლო ლაივზე ის აუტსაიდერებში მოხვდა, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტს არ გამოეთიშა.
რას ურჩევს ლევან მასპინძელაშვილი "იქს ფაქტორის" კონკურსანტებს და ვისთან ერთად ვიხილავთ მას, ორშაბათის ლაივ-შოუში
16:00 / 17-06-2018
ორშაბათს, 17 ივნისს, 22:00 სთ-ზე, ტელე "იმედის" ეთერში მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. "იქს ფაქტორის" მესამე "ლაივ შუზე" მონაწილეები ცნობილ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დუეტში იმღერებენ.
"...ყველაზე დიდი მოულოდნელობაც ის იყო, ლიდერი რომ გავხდი..." - მარიამ შენგელია თავისი ალბომის ჩაწერას გეგმავს
16:19 / 12-06-2018
პირველი ლაივის ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, ნანიკოს კატეგორიის მომღერალი მარიამ შენგელია იყო. მარიამი "X ფაქტორის" წინა სეზონზე გაიცნო მაყურებელმა. ის გიორგი გაბუნიას კატეგორიის კონკურსანტი იყო.
"მეამაყება, რომ ობოლა ციმაკურიძის შვილი ვარ!" - გოგონა, რომლის ნამღერი ინტერნეტჰიტი გახდა
11:22 / 11-06-2018
"მამაჩემი უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო. მინდა, ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ. ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ სრულიად უცნობებს, აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან.
"კაა" სოფია ნიჟარაძეს ცოლობაზე უარს ეუბნება - თეატრიდან რუსთაველის აქციაზე მოხვედრილი მსახიობის გული უკვე დაკავებულია
11:25 / 08-06-2018
მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ერთი კვირის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი წამოძახილი "კაა" - სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა და პოლიტიკაში წასულ მსახიობს არნახული პოპულარობა მოუტანა.
"ვერანაირად ვერ გავხდები ძალით შესაცოდი..." - ია ტომაში მაყურებელს მიმართავს
15:34 / 05-06-2018
"X ფაქტორის" ლაივ-შოუები გუშინ დაიწყო. პირველი აუტსაიდერები ია ტომაში და ჯგუფი Funky house გახდნენ. ჟიურის ძალიან გაუჭირდა არჩევანის გაკეთება ორ უძლიერეს კონკურსანტს შორის. საბოლოო გადაწყვეტილება მეხუთე მენტორმა ანრი ჯოხაძემ გააჟღერა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი