როგორ დაიკლო ბახვა ბრეგვაძემ 40 კგ? - "...ხანდახან მაინც რომ არ ვჭამო, არაფრით არ შემიძლია..."
როგორ დაიკლო ბახვა ბრეგვაძემ 40 კგ? - "...ხანდახან მაინც რომ არ ვჭამო, არაფრით არ შემიძლია..."
ბახვა ბრეგვაძე მაყურებელმა "ჩცდ"-დან გაიცნო, ბახვას როლით. ბახვა პროფესიით მსახიობი არ არის. ის, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ასახიერებდა სერიალში. ბახვამ 40 კგ-ის დაკლება სწორი კვებითა და ვარჯიშით შეძლო. მან სწორ კვებასა და დიეტებზე ინტერვიუში ისაუბრა.
- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ კვებას? როგორ იკვებებით? "ფასტ ფუდების" მოყვარული ხომ არ ხართ?
-
კვებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მიყვარს გემრიელად ჭამა. თითქმის ყველანაირი საკვები მიყვარს, თუ გემრიელად და კარგად არის მომზადებული. თუმცა, ვცდილობ წონის კონტროლს და პერიოდულად გარკვეულ საკვებზე უარის თქმა მიწევს.
ვცდილობ, რომ სწორად და ჯანსაღად ვიკვებო... პერიოდები მაქვს, რომ ბოლომდე ვიცავ სწორი კვების წესებს, პერიოდულად ვისვენებ და რაც მიყვარს, ყველაფერს მივირთმევ.
მიყვარს, მაგრამ უარს ვამბობ. ერთადერთი “სწრაფი კვების” ობიექტი, რომელზეც ჩემი მტკიცე უარი არ ვრცელდება - „მაკდონალდსია“. ხანდახან მაინც რომ არ ვჭამო, არაფრით არ შემიძლია.

- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?
- პროდუქტის შეძენის დროს, პირველ რიგში, ვადებს ვაკვირდები. სამწუხაროდ, ხშირად იყიდება ვადაგასული პროდუქცია. მერე უკვე დანარჩენს ვაკვირდები. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნაკლებად მავნებელი საკვებით ვიკვებო. თუ ძალიან მოინდომებ, შეგიძლია ჯანსაღად, სწორად და გემრიელად იკვებო.

- დრო ჯანსაღი კვების ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საყურადღებო მხოლოდ ვახშმის დრო კი არ არის, მნიშვნელოვანია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვისაუზმოთ, ვისადილოთ და ა.შ. რას იტყვით ამაზე? უწესებთ თუ არა საკუთარ თავს განრიგს?
- ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე დროს მხოლოდ ვსაუზმობ - დილით. სადილსა და ვახშამს რაც შეეხება, ბუნებრივია, სულ სხვადასხვა დროს მიწევს კვება. ხანდახან შეიძლება საერთოდ არ ვივახშმო, ან პირიქით, სადილი ამოვაგდო და უფრო გვიან მივირთვა.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენი პრაქტიკიდან?
- ყველაზე ეფექტური დიეტა არის ჩემთვის ცოტა ჭამა... ანუ დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ცოტ-ცოტა, ყველაფერი, რაც გიყვართ და გვიან ეცადეთ, რომ საერთოდ არ ჭამოთ.

- როგორც ვიცი, ძალიან მოკლე დროში დაიკელით წონაში. შეგიძლიათ მკითხველს გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება?
-კი. როცა გადავწყვიტე, რომ წონაში დაკლება მინდოდა, მეორე დღიდან უარი ვთქვი მაღალკალორიულ საკვებზე და დავიწყე დილაობით სირბილი, ვარჯიში და ძალიან მალე დავიკელი 40 კილოგრამი.

- ჭამის მადა განსაკუთრებით ძლიერდება ხოლმე შებინდებისას ან გვიან ღამით, თუმცა ამას არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს. თქვენ გიყვართ გვიან ღამით წახემსება? თუ კი, როგორ ძლევთ ამ სირთულეს?
- ძალიან მიყვარდა, თუმცა აღარც მახსოვს, ეს როდის იყო. გადავეჩვიე და გვიან ღამით ძალიან, ძალიან იშვიათად ვჭამ.

- თქვენთვის მიუღებელი რომელი საშუალებაა, რომელსაც დაკლებისთვის მიმართავენ? მაგალითად, აბები, ქირურგიული ჩარევა...
- გაურკვეველი აბების მიღება, თან ექიმის დანიშნულების გარეშე კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან კარგია, თუ ბუნებრივი გზით, სწორი კვებითა და ვარჯიშით შეძლებ წონის დაკლებას, თუ არადა, ქირურგიული ჩარევაც გამართლებულია.

მერიემ კაკაურიძე

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მისტიკა, ნიშნები და ორი ქართველი მწერლის უჩვეულო სამყარო
12:20 / 22-06-2018
ელის დოჯსონი და თეა ინასარიძე - ორი ახალგაზრდა მწერალია, საინტერესო სამყაროთი.  
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელზე ქორწინებაც მამაკაცს ჯოჯოხეთს უქადის
10:35 / 21-06-2018
მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს იმას, რომ ქალები გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი არსებები არიან.
 „ახლა მარიამ შენგელიას მუხლებზე ვუწევარ და ისმენს ჩემს საუბარს...“ - როგორ აღნიშნავენ საზღვრების დაცვის დღეს ზუგდიდში მარიამ შენგელია და გიორგი ფუტკარაძე?
15:17 / 19-06-2018
"X ფაქტორის" მეორე ლაივზე, ხალხის ხმების რაოდენობის მიხედვით, ლიდერი გიორგი ფუტკარაძე გახდა. ის დუეტში ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მღეროდა.
"როცა 18 წლის გახდა, გავიპარეთ. დღემდე არ მითქვამს მისთვის - “მიყვარხარ" - ალექსი კიკვიძის სიყვარულის ისტორია
15:04 / 18-06-2018
ალექსი კიკვიძე „X ფაქტორში“ ბიჭების კატეგორიაში მღერის. მისი მენტორია სტეფანე მღებრიშვილი. ბოლო ლაივზე ის აუტსაიდერებში მოხვდა, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტს არ გამოეთიშა.
რას ურჩევს ლევან მასპინძელაშვილი "იქს ფაქტორის" კონკურსანტებს და ვისთან ერთად ვიხილავთ მას, ორშაბათის ლაივ-შოუში
16:00 / 17-06-2018
ორშაბათს, 17 ივნისს, 22:00 სთ-ზე, ტელე "იმედის" ეთერში მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. "იქს ფაქტორის" მესამე "ლაივ შუზე" მონაწილეები ცნობილ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დუეტში იმღერებენ.
"...ყველაზე დიდი მოულოდნელობაც ის იყო, ლიდერი რომ გავხდი..." - მარიამ შენგელია თავისი ალბომის ჩაწერას გეგმავს
16:19 / 12-06-2018
პირველი ლაივის ლიდერი, ხმების რაოდენობის მიხედვით, ნანიკოს კატეგორიის მომღერალი მარიამ შენგელია იყო. მარიამი "X ფაქტორის" წინა სეზონზე გაიცნო მაყურებელმა. ის გიორგი გაბუნიას კატეგორიის კონკურსანტი იყო.
"მეამაყება, რომ ობოლა ციმაკურიძის შვილი ვარ!" - გოგონა, რომლის ნამღერი ინტერნეტჰიტი გახდა
11:22 / 11-06-2018
"მამაჩემი უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო. მინდა, ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ. ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ სრულიად უცნობებს, აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან.
"კაა" სოფია ნიჟარაძეს ცოლობაზე უარს ეუბნება - თეატრიდან რუსთაველის აქციაზე მოხვედრილი მსახიობის გული უკვე დაკავებულია
11:25 / 08-06-2018
მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ერთი კვირის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი წამოძახილი "კაა" - სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა და პოლიტიკაში წასულ მსახიობს არნახული პოპულარობა მოუტანა.
"ვერანაირად ვერ გავხდები ძალით შესაცოდი..." - ია ტომაში მაყურებელს მიმართავს
15:34 / 05-06-2018
"X ფაქტორის" ლაივ-შოუები გუშინ დაიწყო. პირველი აუტსაიდერები ია ტომაში და ჯგუფი Funky house გახდნენ. ჟიურის ძალიან გაუჭირდა არჩევანის გაკეთება ორ უძლიერეს კონკურსანტს შორის. საბოლოო გადაწყვეტილება მეხუთე მენტორმა ანრი ჯოხაძემ გააჟღერა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი