"მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე რამდენიმე წელია, ევროპაში ცხოვრობს.
მან შარშან მილანში, "მარაგოში" დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა და მომავალში ამ პროფესიით მუშაობას გეგმავს.
ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მოდელმა ისაუბრა, როგორ შეხვდა ახალ წელს შვეიცარიაში და ვინ არის ერთ-ერთი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე, რომელიც ქართველი მოდელით მოიხიბლა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
"კათოლიკურ შობაზე წავედი შვეიცარიაში, გშტაადში. პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალ წელს ოჯახის გარეშე შევხვდი, რადგან მამას თბილისში ჰქონდა საქმე. ჩვენს უახლოეს მეგობართან, "მის უკრაინასა" და მის ოჯახთან ერთად გავემგზავრე.
უმეტესწილად, ევროპელები ისვენებდნენ და ძალიან ევროპული გარემო იყო. ულამაზესი ადგილია, პატარა სოფელი, დიდი სასტუმროებით, რომლებიც სასახლეებს ჰგავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა "გშტაად პალასი", რომელიც 100 წელზე მეტია, რაც არსებობს.
- ვინმე არ მოგეწონა?
- ერთი ბიჭი გავიცანი, ოღონდ დავმეგობრდით. თავიდან არ ვიცოდი, ვინ იყო. სასტუმროში ჩემს დაქალს ველოდებოდი და ამ დროს დავინახე, მაგიდასთან იჯდა ოჯახის წევრებთან ერთად. მივხვდი, მოსვლა უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა. დადის წინ და უკან და ვიფიქრე: შევხედავ, მიხვდეს, რომ შევამჩნიე და მივცემ იმის უფლებას, გამარჯობა მაინც მითხრას-მეთქი. გავხედე და ცოტა ხანში მოვარდა. გავიცანით ერთმანეთი.
გაგრძელება