"ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენისთანავე შეძლო გოგონების გულების მონადირება გიორგი ტაბიძემ, იმპულსური ახალგაზრდას, სანის როლით. როგორც აღმოჩნდა, თავისი პერსონაჟის მსგავსი სასიყვარულო თავგადასავლები მსახიობსაც გადახდენია. - "აივანზე მეც დავძვრებოდი, როცა მიყვარდა " - ამბობს ის.
- პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რას საქმიანობთ და როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- დილით უნივერსიტეტში მივდივარ, შემდეგ რეპეტიციებზე, გადაღებაზე, თითქმის ყოველდღე ასე ხდება. ამ ბოლო პერიოდში თავისუფალი დრო იშვიათად მრჩება. მას მეგობრებთან ერთად ვატარებ. როცა ვახერხებთ შეკრებას სრული შემადგენლობით, ან მეგობართან მივდივართ, იქ გვაქვს შეკრების ადგილი, ან - ბარში.
- როგორ მოხვდით სერიალში “ჩცდ" ?
-ქასთინგი გამოცხადდა და მივედი, შემდეგ ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, დამტკიცებული ხარო.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ სერიალის შემდეგ?
- პოპულარული გავხდი, ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ძალიან სასიამოვნოა, რაღაც შემოთავაზებებიც მაქვს, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა და როგორ იქნება. არ ვსაუბრობ წინასწარ ამ თემაზე.
- გგავთ თქვენი პერსონაჟი რამით? ან, რა განგასხვავებთ მისგან ყველაზე მეტად? რას ფიქრობთ სანიზე?
- სერიალის დასაწყისში რადიკალურად განსხვავებული იყო სანი და არც მგავდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ შეყვარების შემდეგ ცოტათი დამემსგავსა (იღიმის). ძალიან ერთგულია სანი და ეს მომწონს. დედასთან ურთიერთობაც შეიცვალა და ძალიან სასიამოვნოა ასეთი გარდაქმნა.
- გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების?
- არასოდეს გამომიცდია და არც გამიგია ახლობლებისგან რომ ერთი ნახვით შეყვარებიათ, ასე რომ, - არა.
- თქვენ, ასე ვთქვათ, „დაგიკარგავთ თავი“ ოდესმე სიყვარულისგან სანის მსგავსად?
-კი, მაგრამ ესე გამძაფრებულად არა (იცინის). აივანზე მეც დავძვრებოდი, როცა მიყვარდა ხშირად ვუკეთებდი სიურპრიზებს, აივანზეც ვუტოვებდი ხოლმე ყვავილებს და საჩუქრებს.
- თქვით, რომ გიყვარდათ, როგორც ვხვდები თქვენი სიყვარულის ისტორია დასრულდა, რა იყო ამის მიზეზი?
- კი სადღაც ერთი წელია. უბრალოდ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს და დაშორებაც ერთობლივად გადავწყვიტეთ.
- ქრისტინე ქალთევზაშვილზე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, მოგწონთ ასეთი ტიპის გოგოები? რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ მასში?
- უცნაური გოგოა და ალბათ ეს უცნაურობა უყვარს სანის, მეც მომწონს უცნაური გოგოები, თითქოს ბოლომდე რომ არ გაჩვენებენ თავს და შენ რომ უნდა ამოხსნა როგორია (იცინის). საინტერესო პროცესია.
-"ჩცდ"-ს ჯგუფთან თანამშრომლობა როგორია? ხომ არ გაგიჭირდათ მათთან შეწყობა?
- როგორც ერთი ოჯახი, ისე მუშაობენ და არ არსებობს თანამდებობა მათ ურთიერთობაში და ეს მხიბლავს ძალიან, ყველა თანასწორია და ასე საქმეც უფრო კარგად გამოდის.
- რომელი პერსონაჟი მოგწონთ ყველაზე მეტად ჩემი ცოლის დაქალებიდან?
- დათო და გრიშა, როგორც მსახიობები ძალიან ბუნებრივად თამაშობენ და კარგი, საინტერესო სახეები აქვთ შექმნილი.
- რა გეგმები გაქვთ ახლო მომავლისთვის?
- კარიერულად არაფერი საერთოდ, გეგმას რაც შეეხება, ზაფხულში საზღვარგარეთ მივდივარ, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უნდა ვიმოგზაურო მეგობრებთან ერთად და დიდი ხანია ვემზადებით (იცინის).
მერიემ კაკაურიძე
"ჩცდ"-ის ქასთინგზე 3-ჯერ ვერ მივიღე როლი" - აქვს თუ არა საერთო მსახიობ ანა ჯავახიშვილს თავის გმირთან

"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"

"ფაქტობრივად, ღამეებს ავტობუსში ვატარებ..." - "ტონი ოჩიგავას" რეალური ცხოვრება

როგორ მოირგო შინაბერა "დოშკას" როლი ნანა შონიამ