ნინო მუმლაძის საფირმო კერძის რეცეპტი, საახალწლო სუფრიდან "ორაგული შამპანურითა და ნაღებით"
ნინო მუმლაძის საფირმო კერძის რეცეპტი, საახალწლო სუფრიდან  "ორაგული შამპანურითა და ნაღებით"
ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია. საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს ტრადიციები, რომლებსაც ოჯახები ან ცალკეული ინდივიდები არასდროს ღალატობენ. როგორც აღმოჩნდა, ნინო მუმლაძე ყოველ წელს ერთსა და იმავე გემრიელ კერძს ამზადებს სადღესასწაულო სუფრისთვის. მან თავისი ორაგულის რეცეპტი ჩვენც გაგვიზიარა.

- ვისთან ერთად შეხვდით 2018 წელს და როგორ ჩაიარა წლევანდელმა ახალი წლის დღესასწაულმა?

- ტრადიციულად, ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში. შესაბამისად, შევხვდი ამ რესტორნის სტუმრებთან ერთად და 1-ელ იანვარსაც, ტრადიციულად, მთელი დღე მეძინა.

- ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე ახალი წელი, რომელიც განსაკუთრებული იყო
თქვენთვის?

- რა გითხრათ აბა, ეგ არასდროს ყოფილა ჩემთვის გამორჩეული დღესასწაული, უფრო ფულის შოვნის საშუალებაა.



- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?

-2 წლის რომ ვიყავი, მამამ საგანგებოდ ჩაიცვა ფორმა და სადარბაზოში გავიდა, რომ ჩემთვის თოვლის ბაბუის როლი შეესრულებინა, მაგრამ მაშინვე ვიცანი ( იცინის). ამის მერე ოჯახი აღარ მატყუებდა.

- რომელიმე საახალწლო ფილმი გამორჩეულად ხომ არ გიყვართ?

- კი - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" ( იცინის).

- საახალწლო საჩუქრებზე რას იტყვით? ხომ არ გახსენდებათ გამორჩეული საჩუქარი, რომელიც მიგიღიათ ან თუნდაც სხვისთვის გიჩუქებიათ?

- კი, ოჯახის წევრები ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებით მივულოცოთ ახალი წელი. საერთოდ, საჩუქრები ძალიან მიყვარს, როგორც მათი მიღება, ასევე ჩუქებაც.

განსაკუთრებული საჩუქრები, რომელიც მახსენდება, ახალ წელს არ უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, საჩუქარი ფასით არ განისაზღვრება, ყიველთვის მიხარია, როდესაც გულით მჩუქნიან რამეს და მით უმეტეს, თუ ზუსტად ხვდებიან, რა გამახარებს იმ კონკრეტულ მომენტში.

- თავად რას აქცევთ საჩუქრის შერჩევის დროს ყურადღებას? რის მიხედვით არჩევთ საჩუქრებს?

- მეც ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო იმ ადამიანის სურვილები და გემოვნება, ვისთვისაც ვყიდულობ საჩუქარს.

- ოჯახში ნაძვის ხეს ვინ აწყობს?

- ძირითადად, დეიდაჩემი, თუმცა კორექტირება ყველას შეგვაქვს. ნაძვის ხის გარდა, ვცდილობთ, მთელი სახლი გავაფორმოთ საახალწლო განათებითა და აქსესუარებით. ყოველ წელს ვამატებთ რაღაცას.

- საახალწლო სუფრას რაც შეეხება, რომელ კერძს გამოარჩევდით?

- გოზინაყს, თუმცა  გარდა ტრადიციული კერძებისა, ყოველ წელს ვცდილობ, სუფრა გავამრავალფეროვნო. ჩემი ორაგული, შამპანურითა და ნაღებით მომზადებული ოჯახის ახალ ტრადიციად იქცა საახალწლო სუფრაზე.

- კერძებს თავად ამზადებთ?

- ერთად ვამზადებთ ოჯახის წევრები. ვისაც რა გამოგვდის, უკეთ იმის მიხედვით ვინაწილებთ.

- შეგიძლიათ თქვენი საფირმო ორაგულის რეცეპტი გაგვანდოთ?

- კი ბატონო, ძალიან მარტივია.

ორაგულის ლამაზ ნაჭრებს ვათავსებთ გახურებულ ტაფაზე და ვასხამთ შამპანურს ისე, რომ  თევზის ნახევარზე ოდნავ მეტი დაიფაროს.

ვთუშავთ ნელ ცეცხლზე. როცა შამპანურის დონე ოდნავ დაიკლებს, ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ ნაჭრები.

ალკოჰოლში საკმაოდ მალე რბილდება ხორცი. ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ, რომ არ დაიშალოს.

როდესაც შამპანური მთლიანად ამოდუღდება, უნდა დავასხათ მაღალპროცენტიანი ნაღები.

სასურველია 33%, მინიმუმ - 28%. დავაცადოთ წამოდუღება, ბოლოს მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.



მერიემ კაკაურიძე
კომენტარები (1)
ჯ ი ჯ ი
მგონია თვითონაც ჯერავს, რომ ვითომ რაღაცას ამზადებს. უბრალოდ ყურადღება უნდა მიიქციოს ხალხის.ამ დროს კი.......
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სკოლის მასწავლებლები სცენაზე - პედაგოგთა მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა „არტ-ჰოლში“ შედგა
13:45 / 15-04-2018
72-ე საჯარო სკოლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყველა კათედრამ აიღო ვალდებუბლება რაიმე სახით ჩართულიყო სკოლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულში.
რას გეგმავს დიზაინერი, რომელიც აბრეშუმის ქაღალდს ამზადებს? - "..ჩემნაირი ტექსტილის დიზაინერები სხვა ქვეყანაში უფრო წარმატებულნი არიან..."
13:57 / 26-03-2018
ია კიკნაძე წისქვილის ჯგუფის მხატვარ-დიზაინერია, ის ტექსტილზე მუშაობს. დიზაინერი ამზადებს აბრეშუმის ქაღალდს, ხატავს აბრეშუმზე და ასევე, ქმნის აბრეშუმის შარფებსაც.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელებს ორჯერ შეხვდა
10:14 / 23-03-2018
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღიმილს იწვევს. ზოგი მათ უნდობლობას უცხადებს, ნაწილს მათი არსებობის სჯერა და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.
რუსუდან მუმლაძის და ზურა ლალიაშვილის სიყვარულის ისტორია
11:34 / 19-03-2018
რუსუდან მუმლაძის მუსიკალური კარიერა 3 წლის ასაკიდან იწყება. მისი შემოქმედებითი გზა ისეთ ხელოვანებს უკავშირდებათ, როგორებიც იყვნენ:
"ღალატი და მსგავსი რამ ძალიან შორს არის ჩემგან..." - რას ფიქრობს "სანდროზე" გიორგი ნაზარიშვილი
15:02 / 15-03-2018
"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული კატოს და სანდროს რომანის გამოც იყო...
სალომე შარვაძე: "მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში"
12:30 / 12-03-2018
"ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება.
"ის თუ იცით, შვილი სკოლიდან მშიერი რომ მოდის და საჭმელს ვერ ახვედრებ" - სალომე გოგეშვილის ემოციური პოსტი
13:46 / 08-03-2018
სალომე გოგეშვილს უკვე ბევრი იცნობს. ის "ნიჭიერში" მონაწილეობდა. პარამოცეკვავის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა - ახალგაზრდა დედა ორი წლის წინ ავარიაში მოყვა და ხელი დაკარგა.
"იქნებ შვილის ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, მაგრამ არ მანახეს..."
11:42 / 07-03-2018
"ალბათ, შენობიდან შუშა იმიტომ ჩამოვარდა, რომ უხარისხო წებოთი იყო დაწებებული. ეს კი დიდი პროცენტით ადამიანის ბრალია, მხოლოდ 2-3%-ით ვუშვებ, რომ ქარხანამ გამოუშვა უხარისხო წებო"
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი