როგორ ზრუნავს გარეგნობაზე ნინი ონიანი
როგორ ზრუნავს გარეგნობაზე ნინი ონიანი
ყველა ქალი უნიკალური და განსხვავებულია, თუმცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ბევრი საერთო თვისება გვაკავშირებს. იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? ყველაზე მეტად სხვა ქალებს არაორდინარულობით ვემსგავსებით. ჩვენ ძალიან მოგვწონს თავის მოვლა, შოპინგი, ყურადღების ცენტრში ყოფნა. ნინი ონიანმა ამ და სხვა რამდენიმე "ქალურ კითხვაზე" გვიპასუხა.

- რისი გაკეთება მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად სილამაზის შესანარჩუნებლად?

- ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვარჯიში, სწორი კვება და ბევრი წყალი. ნუ, რა თქმა უნდა, თუ დავახმართ ნაირნაირ სასიამოვნო პროცედურას, ძალიან კარგი იქნება.

- რა სიხშირით სტუმრობთ სილამაზის სალონებს? და ყველაზე ხშირად რომელი მომსახურებით სარგებლობთ?

- მანიკიურს ვიკეთებ ძალიან ხშირად. ფრჩხილები სულ მოწესრიგებული უნდა მქონდეს. ასევე, თუ სადმე მივდივარ, ვიკეთებ თმას...

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?

- არა. თუ საჭიროება არ არის, მხოლოდ ტუჩსაცხით და თვალის ტუშით შემოვიფარგლები.

- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?

- დიახ, საათი და სათვალე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლოს როდის იშოპინგეთ და დაახლოებით რა დაგიჯდათ ეს სიამოვნება?

- გუშინ ვიშოპინგე, ვიყიდე პალტო და გამოსასვლელი კაბა. რა დამიჯდა, არ ვიცი, მე არ გადამიხდია.

- ტანსაცმლის შეძენის დროს ბრენდს უფრო დიდ ყურადღებას აქცევთ თუ მოდელს?

- მოდელს და იმას, თუ როგორ გამოვიყურები, რასაც ვირჩევ, იმ სამოსში.

- კვებას რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ? დიეტაზე ყოფილხართ?

- კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ თავს არაფერს ვუკრძალავ. დიეტაზე არ ვყოფილვარ. ერთადერთხელ, მშობიარობის შემდეგ, უბრალოდ, ნახშირწყლები ამოვიღე რაციონიდან.

- არსებობს რამე გზა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?

- ჩემთვის წონაში მომატებაა მიუღებელი. ყველაზე მარტივი გზა ჯანსაღი ცხოვრების წესია... არავითარი ქირურგიული ჩარევა.. ნუ შევჭამთ ბევრს და არ გავსუქდებით.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა კავშირი ადამიანის გარეგნობასა და შინაგან სამყაროს შორის?

- არის, მაგრამ ყოველთვის არა.

- მკითხავთან ყოფილხართ ოდესმე?

- ვყოფილვარ, კი, თუმცა არ მჯერა. დიდი ხნის წინ იყო, არ მახსოვს, რა მითხრა.

- თქვენი აზრით, ქალისთვის ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- მარტოხელა დედობა.

- როცა უგუნებოდ ხართ, რას აკეთებთ ხოლმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად?

- მუსიკას ვუსმენ ან ფილმს ვუყურებ.

-როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი, თქვენი აზრით?

- იდეალური ქალი არ არსებობს, არც კაცი და ზოგადად, არაფერი არ არსებობს იდეალური.

მერიემ კაკაურიძე



რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის

საკუთარ გარეგნობაში?

რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
11:10 / 07-03-2018
მსახიობი და მოდელი ნინი ონიანი ქალბატონებს რჩევებს აძლევს.
11:40 / 01-06-2017
სექსუალურ და მიმზიდველ მოდელს, ნინი ონიანს მოდასა და სილამაზეზე ვესაუბრეთ. მან ასევე გაგვიზიარა თავისი შეხედულებები ქალურ ბედნიერებასა და მოვლილი ქალის თავისებურ ფორმულაზე.
20:29 / 17-08-2016

''კომედი შოუს'' მსახიობმა ნინი ონიანმა სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთა წარწერით - ახლად დაქორწინებულები. ნინი მისი რჩეულის სახელს და გვარს არ ამხელს. ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ, რომ ყველაფერს ნანუკა ჟორჟოლიანს მოუყვება გადაცემაში.

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
„14 წლისა მივხვდი, რომ გოგო ვიყავი და 15 წლისა გავთხოვდი“ - მაგდა ჯოხაძის გულახდილი ინტერვიუ
14:37 / 16-07-2018
არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში მუსიკოსისა და მომღერლის, მაგდა ჯოხაძის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა.
„2 კვირა ვეღარ დავდიოდი, მკურნალობა დამჭირდა“ - დუკანის დიეტით დაზარალებულები დუმილს არღვევენ
10:39 / 11-07-2018
დუკანის დიეტა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ ბევრმა მისი უარყოფითი შედეგების შესახებ არაფერი იცის.
"ბარბარიკას სახელით ვერ ვისაუბრებ, რადგან იგი თავის სათქმელს სერიალში იტყვის!" - ვინ არის ახალი "ბარბარიკა"
15:34 / 10-07-2018
"...ჩემს გმირზე ვიტყოდი, რომ ბარბარიკა არ არის გასაკიცხი. რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მაქსიმე, იგი მისთვის პირველი სიყვარული იყო!
როგორ მოვუაროთ კანს ეპილაციის შემდეგ, რომელი ტონალური გამოვიყენოთ სიცხეში და სხვა რჩევები სერტიფიცირებული კოსმეტოლოგისგან
12:19 / 10-07-2018
ზაფხულის პერიოდში კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. ხშირია სახის კანის გაღიზიანების შემთხვევები, რომელთა მიზეზად ტონალურის ხშირი გამოყენება ან ეპილაცია იქცევა.
 "ახლა რომ ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს მუცელში ცხოვრობდა" - როგორ გრძნობს თავს ნუკი დედის ამპლუაში
11:18 / 10-07-2018
მო­დე­ლი და წამ­ყვა­ნი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ დედა გახ­და. მას ვაჟი ოლი­ვერი (ნი­კო­ლა­სი) შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და.
 როგორ ამხნევებს ლიკუნა თუთისანს ბებია და რა შეიცვალა "x ფაქტორის" დატოვების შემდეგ
13:12 / 08-07-2018
ლიკუნა თუთისანი X ფაქტორის სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა მაყურებელმა, ერთგულ გულშემატკივართან, დიდ ბებიასთან ერთად.
რას ჰყვება ირაკლი ნოზაძე დაჭრასთან დაკავშირებით
12:33 / 03-07-2018
"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე, რომელიც საკუთარ სახლთან დანით დაჭრეს, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
„როგორც მიაწოდეს ხალხს, ხალხმაც ისე გაიგო. ვგულისხმობ ჩემს ვითომ პროფესიონალიზმს“- ია ტომაში პროექტის დატოვების შემდეგ...
14:49 / 28-06-2018
"იქს  ფაქტორის" ბოლო ლაივ-შოუზე ია ტომაში უკვე მეორედ გახდა აუტსაიდერი. ამჯერად, ჟიურის გადაწყვეტილებით მან დატოვა პროექტი. ჩვენ დავუკავშირდით და ვკითხეთ იას "იქს ფაქტორისგან" მიღებულ გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და ირონიულ სტატუსზე, რომელიც პროექტის დატოვების შემდეგ დაწერა.
„ჩემი წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია...“ - ბიზნესლედის, ნატალი სოხაძის რჩევები და წარმატების ფორმულა ქალბატონებს
09:47 / 26-06-2018
ბიზნესი მაღალ ქუსლებზე მხოლოდ ნიუიორკელების ბედი როდია. ახალგაზრდა ნატალი სოხაძემ სცენიდან ბიზნესში გადაინაცვლა და ორი წლის წინ საკუთარი აკადემია დააარსა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31