ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი.
მაშინ წყვილი ერთად ცხოვრობდა. AMBEBI.GE გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "სარკის" ინტერვიუებიდან, რომელიც სანდრო თაქთაქიშვილსა და ლიკა ქავჟარაძესთანაა ჩაწერილი:
სანდრო თაქთაქიშვილი:
- როგორც მეუღლე, ლიკას შემოქმედებას დადებითად ვაფასებ. ვთვლი, რომ მას აქვს თავისი ადგილი ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიკა განსაკუთრებით "ნატვრის ხესა" და "პეპელაში" მომწონს, "ბორბალშიც" კარგია…
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ ვარ, მის გარეშე ცხოვრება ჩემთვს მართლაც შეუძლებელი იქნებოდა. კინო და სამსახიობო ხელოვნება ჩემთვისაც ძალზე ახლობელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაც რეჟისორი გახლდათ. მართალია, მხატვრულ ფილმებს - არა, მაგრამ ტელეფილმებს იღებდა. ამას ისიც დავუმატეთ, რომ ოპერატორი ლომერ ახვლედიანი ჩემი ნათლიაა. ბებიაც მსახიობობდა.
ჩემს ოჯახში ყოველთვის კინოსთან დაახლოებული ადამიანები იყრიდნენ თავს. ლანა ღოღობერიძეც ჩემი ახლობელია და ხშირად ვიყავით ერთად. ლანა ბებიაჩემს იღებდა ცნობილ ფილმში "აურზაური სალხინეთში". მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ბებიას ვახლდი გადაღებებზე. ჩემი სამეგობრო წრე და ამხანაგები რეჟისორები არიან...
ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა...
დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც არავინ გვიშლიდა...
"ნატვრის ხის" შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი. გაგრძელება